ბურჯანაძის გუნდი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა მადრიდის “რეალმა” შინ, “გრან კანარიას” 92:76 მოუგო. სტუმართა რიგებში, 15:31 წუთი ითამაშა ბექა ბურჯანაძემ და ამ დროში 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მოაგროვა. ბურჯანაძის გუნდს 5 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს, რა მაჩვენებლითაც მე-11 ადგილზე იმყოფება. პირველ დეკემბერს “გრან კანარია” “ფუენლაბრადას” უმასპინძლებს.
სოლერმა ვალენსია დააწინაურა (ვიდეო)
ისტორიაში პირველად: ბარსელონა გალიდერდა – მსოფლიოს ყველაზე მდიდარი კლუბების ათეული
საფეხბურთო კლუბების ყოველწლიური ფინანსური შედეგების განახლებული მონაცემები 14 იანვარს გამოქვეყნდა. მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კლუბის სტატუსი “ბარსელონამ” ისტორიაში პირველად მოიპოვა. მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან “ლივერპულთან”, სენსაციურად გამოვარდნისა და მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის შეჩერებისა, კატალონიურ კლუბში პოზიტიური სიახლეებიც მოიძებნება. “ბლაუგრანამ” მადრიდის “რეალს” გადაასწრო და მსოფლიოში ყველაზე მაღალი ფინანსური მოგების მქონე კლუბი გახდა. “კამპ ნოუს” ბინადრებმა 2019 წელს შემოსავალი […]
რეალმა რეინეირი წარადგინა
მადრიდის “რეალმა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეძენილი ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი რეინიერი ოფიციალურად წარადგინა. 18 წლის ნახევარმცველმა, ჯერ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, შემდეგ კი “სამეფო კლუბის” მაისურთან ერთად ფოტოსესია მოაწყო. “სანტიაგო ბერნაბეუს” დარბაზში ნიჭიერი სამხრეთამერიკელი ფლორენტინო პერესმა წარადგინა. “ფლამენგოს” აღზრდილი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევრო გახლდათ, მისი კონტრაქტი “ბლანკოსებთან” 6-წლიანია. რეინიერს ბრაზილიურ კლუბში საერთო ჯამში 15 […]
სერხიო რამოსი კარანტინის დროსაც ვარჯიშობს (ვიდეო)
როგორც ცნობილია მადრიდის “რეალი” რეალი სრული შემადგენლობით კარანტინშია. დღეს რამოსმა თავის “ტვიტერის” გვერდზე დადო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ესპანელი კარანტინის დროსაც აქტიურად ვარჯიშობს, რათა ფორმა შეინარჩუნოს.
ნიემარი ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღის გამოცხადებას გამოეხმაურა
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის განახლების თარიღის გამოქვეყნებას გამოეხმაურა. “აღარ შემიძლია მოთმენა ჩემო სიყვარულო, ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება”, – წერს ბრაზილიელი Instagram-ში. უეფამ 17 ივნისს გამოაცხადა, რომ ევროპის მთავარ თასს ლისაბონი 12-23 აგვისტოს უმასპინძლებს – საუკეთესო 8 გუნდი გამარჯვებულს თითომატჩიანი პლეი-ოფით გამოავლენს. ამჟამად 1/4-ფინალის საგზური “პსჟ-ს”, მადრიდის “ატლეტიკოს”, “ლაიფციგს” და “ატალანტას” აქვთ მოპოვებული, წინ კი კიდევ ოთხი […]
იკერ კასილასი მადრიდის რეალში ბრუნდება
Იკერ კასილასი მადრიდის “რეალში” ბრუნდება. ლეგენდარული მეკარე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი “სამეფო კლუბს” დაუკავშირა, მშობლიურ გუნდში პრეზიდენტის, ფლორენტიო პერესის მრჩევლის პოსტზე მუშაობას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას წამყვანი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს და წერს, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში, იკერის მოვალეობები ზუსტად განისაზღვრება. უდიდესი ალბათობით, ის იმ პოსტს დაიკავებს, რომელზეც თავდაპირველად, ზინედინ ზიდანი მუშაობდა. მსოფლიოსა […]
სერხიო რამოსი: “გერმანიის მოგება უსამართლობა იქნებოდა”
ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა ერთა ლიგის პირველ ტურში, შტუტგარდში, გერმანიასთან მატჩის შედეგზე – 1:1 კომენტარი გააკეთა. “იმედი ბოლოს კვდება. ჩვენ კი მშიერი და თავდაჯერებული გუნდი ვართ. უსამართლო იქნებოდა გერმანიის გამარჯვება. დიდი ძალისხმევა დავხარჯეთ და საბოლოოდ მატჩი არ წავაგეთ. სიტუაცია სასოწარკვეთილი ხდებოდა, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა წარმატების, ვიცავდით დისციპლინას და მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ. ბიჭებმა, რომლებმაც […]
ტეტემ შახტარი დააწინაურა – ხოჭოლავას გუნდი რეალს მადრიდში ამარცხებს (ვიდეო)
არტურო ვიდალი რეალთან მატჩში გააძევეს (ვიდეო)
კლას-იან ჰუნტელაარი შესაძლოა ყოფილ კლუბში დაბრუნდეს
“აიაქსის” თავდამსხმელი კლას-იან ჰუნტელერი შესაძლოა ყოფილ კლუბში დაბრუნდეს. ნიდერლანდელი ფორვარდის დაბრუნების სურვილი გელზენკირხენის “შალკემ” გამოთქვა, რომელმაც ეს საკითხი კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განიხილა. “შალკე” ეძებს გამოცდილ თავდამსხმელს, რომელიც ადვილად ადაპტირდება კლუბთან. ჰუნტელერს, რომელიც ამ პარამეტრებს შეესაბამება, უკვე დაუკავშირდა გერმანული კლუბი. თავდამსხმელის კონტრაქტი “აიაქსთან” სეზონის ბოლოს იწურება. “პსვ ეინდჰოვენის” აღზრდილმა ფეხბურთელმა, რომელიც მანამდე მადრიდის “რეალში” ირიცხებოდა, […]