დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდმა თავისი გულშემატკივარი გაახარა. ნორვეგიელმა ფორვარდმა 16 ოქტომბერს, გერმანიის ბუნდესლიგის მერვე ტურში, “მაინცთან” – 3:1 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მატჩის დასრულების შემდეგ კი ქომაგთან ერთად ფოტოც გადაიღო და სათამაშო მაისურიც აჩუქა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გერმანელი ჟურნალისტის, პატრიკ ბერგერისგან გაირკვა, გულშემატკივარს სამახსოვრო საჩუქარი სტადიონის დაცვის სამსახურის თანამშრომელმა მოპარა. რეპორტიორმა ერლინგ ჰოლანდს […]