ოძეკი ასანოიამა მაისის ბაშოდან მოხსნეს. ამის მიზეზი იაპონიის სუმოს ასოციაციის მიერ დაწესებული ანტიკორონავირუსული პროტოკოლის დარღვევა გახდა. 27 წლის მებრძოლმა, რომელსაც ბალანსი 7-4-ზე ჰქონდა, ეს ყოველივე თავად აღიარა. ერთ-ერთ იაპონურ ყოველკვირეულ ჟურნალში დაიწერა, რომ ასანოიამა სავახშმოდ გარეთ გავიდა. პროტოკოლის თანახმად კი, მებრძოლებს სახლის დატოვება ეკრძალებათ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა გასული წლის ივლისშიც დაფიქსირდა. მაკუუჩი დივიზიონის სუმოისტმა […]