სენსაციური ცნობა ესპანურ მედიაში: ისკო და ბარსელონა კონტრაქტზე შეთანხმდნენ
ესპანური მედია რამდენიმე ავტორიტეტულ წყაროზე, მათ შორის El Chiringuito-ზე დაყრდნობით სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ “ბარსელონამ” მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ ისკო ალარკონთან პირად შეთანხმებას მიაღწია. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე, საბოლოო დეტალებს დააზუსტებს, ზაფხულში, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი პრინციპული მეტოქის ბანაკში თავისუფალი აგენტის სტატუსით აღმოჩნდება. იქიდან გამომდინარე, რომ 29 წლის ფეხბურთელს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის […]
რეალის აკადემიის აღზრდილი მეკარე – დინამო თბილისი ესპანელ კიპერს იმატებს
Live.ge-ს ინფორმაციით, “დინამო თბილისს” მალე ახალწვეული ეყოლება და კიდევ ერთ ლეგიონერს დაიმატებს. გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელები პირველ რიგში, მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე ზრუნავენ და გუნდში ესპანელ გოლკიპერს იწვევენ. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 27 წლის ანდრეს პრიეტოს იმატებს, რომელიც მადრიდის “რეალის” აკადემიის აღზრდილია და კარიერის განმავლობაში “მალაგაში”, “ესპანიოლში“, “ლეგანესში” და ინგლისურ “ბირმინგემში” უთამაშია. ანდრეს […]
მალაგა და რუსული გუნდები – ლოკომოტივს რთული სპარინგები ელის
“ლოკომოტივმა” ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის პირველი ეტაპი დაასრულა. გია ჭიაბრიშვილის გუნდი, ინტენსიურ წვრთნას თბილისის ზღვაზე მდებარე ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გადიოდა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, “ლოკო “უცხოურ შეკრებას თურქეთში გეგმავდა; თუმცა, მოხდა ცვლილებები და ბელეკის ნაცვლად, თბილისელები შეკრებას ესპანეთში გაივლიან. თბილისური შეკრების ფარგლებში, “ლოკომოტიველებმა” ოთხი ტესტ-მატჩიც გამართეს. პირველ შეხვედრაში, გუნდმა დიდი ანგარიშით – 8:0 დაამარცხა “გარეჯი”. ამის შემდეგ, […]
ჩემპიონთა ლიგა: მსაჯების მიერ დაშვებული 5 შეცდომა, რომლებმაც თამაშზე გავლენა მოახდინა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, არაერთი გამორჩეული თამაში ყოფილა. ზოგი დრამატულობით და უხვგოლიანობით, ზოგიც კი მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომებით დაგვამახსოვრდა. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 მატჩს, რომლებშიც მსაჯმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ამან მატჩის შედეგზე გავლენა იქონია. 5. ფელიპე სანტანას გამარჯვების გოლი “მალაგას” კარში. 2012/2013 წლის მეოთხედფინალური დაპირისპირება, სადაც ერთმანეთს მანუელ პელეგრინის “მალაგა” და იურგენ კლოპის “ბორუსია” შეხვდნენ. […]
ოკაზაკიმ მალაგა გადასვლიდან 34 დღეში დატოვა
“ლესტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა, შინჯი ოკაზაკიმ “მალაგა” გადასვლიდან 34 დღეში დატოვა. იაპონელ შემტევს გუნდის შემადგენლობაში მატჩი არ ჩაუტარებია. კონტრაქტი ესპანურ კლუბსა და 33 წლის თავდამსხმელს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. როგორც ცნობილია, “მალაგა”, თავისი ბიუჯეტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოკაზაკისთვის ხელფასის გადახდას ვეღარ მოახერხებდა. აღნიშნულ ფაქტს ოკაზაკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: “არაფერს ვნანობ. თუ კიდევ მექნება შანსი, რომ “მალაგაში” ვითამაშო, […]