საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი “დინამო თბილისის” ჩემპიონობით დასრულდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ტრიუმფი ისტორიაში მეთვრამეტედ იზეიმა და საჩემპიონო ფარი თავისთან კიდევ ერთი წლით დაიტოვა. “ლურჯ-თეთრებს” რთული სეზონი გამოუვიდათ: სეზონის შუაში შეცვლილი მთავარი მწვრთნელი, ევროტურნირებზე უმძიმესი მარცხი, თუმცა ამის მიუხედავად ჩისკოს გუნდმა შიდა ჩემპიონატში 40 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ზედიზედ მეორედ, ვიცე-ჩემპიონის წოდება […]