“სუპერ-კომპიუტერმა” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული დაასახელა
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გუნდების მონაცემები “სუპერ-კომპიუტერში” შეიყვანეს. ტექნოლოგიის მიერ მიღებული შედეგების თანახმად, 2019/20 წლების სეზონის ტურნირის მოგების ყველაზე მეტი შანსი “ბაიერნს” აქვს – 21%. მიუნხენელთა შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, “ლივერპული” მოდის – 20%. რაც შეეხება მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას”, შესაბამისად, მათი შანსები მხოლოდ 6 და 8 %-ადაა შეფასებული. ტურნირის მთავარ აუტსაიდერად “სუპერ-კომპიუტერმა” “ვალენსია” მიიჩნია.
რუბენ დიაშის უცნაური ქმედება ლიდსის წინააღმდეგ | VIDEO
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში, “მანჩესტერ სიტი” “ლიდსს” დაუპირისპირდა. “ეტიჰადზე” გამართულ უხვგოლიან მატჩში, “მანჩესტერ სიტიმ” მოწინააღმდეგეს 7 უპასუხო გოლი გაუტანა. “ქალაქელებმა” მატჩის სტარტზევე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს – “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები მთელს მოედანზე დომინირებდნენ და მატჩი ლოგკურ დასასრულამდე მიიყვანეს. ერთ-ერთ ეპიზოდში, რუბენ დიაშმა დაცვის საკმაოდ უხერხულ ხერხს მიმართა. “ლიდსის” შეტევის დროს, დიაში საჯარიმოში დაწვა და […]
აგუერომ მანჩესტერ სიტის თანამშრომელს Range Rover-ი აჩუქა (ვიდეო)
“მანჩესტერ სიტიდან” წასვლის შემდეგ, სერხიო აგუერომ მადლიერების გამოხატვა და კლუბის მომსახურე პერსონალისათვის საჩუქრების გადაცემა გადაწყვიტა. დამშვიდობების წინ, არგენტინელმა თანაგუნდელებსა და კლუბის მომსახურე პერსონალს საჩუქრად “Hublot”-ისა და “Tag Heuer”-ის საათები გაუგზავნა, წარწერით – “Gracias! Kun Aguero” (მადლობა! – კუნ აგუერო). “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთ თანამშრომელს განსაკუთრებით გაუმართლა. “ქალაქელთა” ეკიპირების წესრიგში ყოფნაზე პასუხისმგებელმა თანამშრომელმა, საათთან ერთად ძვირადღირებული ავტომობილი […]
ქვიზი: 10 შეკითხვა ფეხბურთის გულშემატკივრებს
ცნობილმა გამოცემა “Givemesport-მა” ფეხბურთის გულშემატკივრებს საინტერესო “ქვიზი” შესთავა. 10 საინტერესო შეკითხვა, რომელსაც პასუხი გულშემატკივრებმა უნდა გასცენ. კითხვები შედგენელია 2010 წლის შემდეგ მომხდარი ფაქტებისგან. 1 – 2012 წელს სერხიო აგუერომ “ქუინს პარკ რეინჯერსს უკანასკნელ წუთზე, ჩემპიონობის მომტანი გოლი გაუტანა. ვინ გაუკეთა არგენტინელს საგოლე გადაცემა? 2 – 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ნაიჯელ დე იონგი, ჩაბი ალონსოს […]
ვერ გაიტან, გაგიტანენ: სტერლინგის აცილებამ სიტის ბედი გადაწყვიტა (ვიდეო
ოფიციალურად: სიტი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან მოიხსნას!
“უეფა”-ს ფინანსური გამოძიების უფროსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ “მანჩესტერ სიტი” შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან მოიკვეთოს 60 მილიონი ევროს გადასახადის დამალვისათვის. გავლენიანმა გამოცემებმა (“THE TIMES”; “TELEGRAPH” და სხვ.), პირველად ერთი თვის წინ გაიგეს იმის შესახებ, რომ ევროპული ფეხბურთის მთავრობა პრემიერლიგის გუნდზე გამოძიებას ატარებდა, ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევის გამო. “უეფა”-ს ფინანსური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა და ასევე მთავარმა გამომძიებელმა ივ ლეტერმმა, […]
ზინჩენკოს გოლის აღნიშვნას სოციალურ ქსელში კრიტიკა და ირონია მოჰყვა
გუშინ “მანჩესტერ სიტი” “პორტ ვეილს” უპირისპირდებოდა, სადაც პირველი გოლი უკრაინელმა ზინჩენკომ გაიტანა. გოლის გატანის შემდეგ უკრაინელმა აღნიშვნა კილიან მბაპესავით გადაწყვიტა, რასაც სოციალურ ქსელში კრიტიკა და ირონია მოჰყვა. Zinchenko just gave it the Mbappe celebration after scoring with a deflected goal against League 2 Port Vale. Got to appreciate the audacity of it. pic.twitter.com/4PHxvDYE9V — Elliot […]
მაჰრეზს წამოსცდა, რომ მანჩესტერ სიტის წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს
“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა, რიად მაჰრეზმა ინტერვიუს დროს, შემთხვევით დაასახელა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც გვარდიოლას გუნდს ზაფხულში დატოვებს. Sky Sports-ის ქვიზში ალჟირელი ფეხბურთელი და მისი თანაგუნდელი, ბენჯამინ მენდი ერთად მონაწილეობდნენ. ჟურნალისტის კითხვას, თუ ვინ განაცხადა ოფიციალურად “სიტის” დატოვების შესახებ, მაჰრეზმა სწორად უპასუხა. რიადმა დავიდ სილვა დაასახელა, თუმცა შემდეგ ფერნანდინიოს გვარიც წამოსცდა. ბენჯამინ მენდის ინტერვიუს დროს შეეტყო, […]
UEFA-მ სიტი ჩემპიონთა ლიგიდან 2 წლით მოკვეთა
“მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ინგლისელებს, ამავდროულად, სასჯელის სახით, 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. აღნიშნული ინფორმაცია ახლახანს UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა. საქმე ეხება ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევას. როგორც ცნობილია, მანჩესტერული კლუბი ფეხბურთის მმართველ ორგანოს არასწორ დოკუმენტაციას აწვდიდა. ამ თემასთან დაკავშირებით, პირველად ინფორმაცია გერმანულმა ჟურნალმა, Der Spiegel-მა, 2018 წლის ნოემბერში გაავრცელა. სტატიაში […]
ოქროს ბურთი 2019: ვინ მიიღო ხმა საქართველოდან?
2019 წლის France Football-ის ოქროს ბურთის დაჯილდოების შედეგები ცნობილია. უკვე გაირკვა ისიც, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენლებმა რომელ ფეხბურთელებს დაუჭირეს მხარი. ქართული სპორტული მედიის მხრიდან უკვე 20 წელიწადზე მეტია წამყვან ფრანგულ გამოცემასთან გაზეთი “სარბიელი” თანამშრომლობს, რომლის ხმებიც შემდეგნაირად გადანაწილდა. 1. კრიშტიანუ რონალდუ 2. ლიონელ მესი 3. ვირჯილ ვან დაიკი 4. სადიო მანე 5. კევინ დე ბრუინი […]
აგუეროს შეუფერებელი საქციელი
17 ოქტომბერს პრემიერ ლიგის მე-5 ტურში “მანჩესტერ სიტიმ” “ლონდონის არსენალს” უმასპინძლა და სტერლინგის მიერ პირველ ტაიმში 23-ე წუთზე გატანილი გოლის მეშვეობით მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. არგენტინელი ფორვარდი სერხიო აგუერო მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ პირველ თამაშს ატარებდა. მართალია, მოთამაშემ თავი გატანილი გოლით ვერ დაგვამახსოვრა, მაგრამ შეხვედრის პირველ ტაიმში იყო მომენტი, რომელმაც აგუეროს კრიტიკა გამოიწვია. პირველი ტაიმის […]
“სტადიონს მესის სახელს უნდა ვარქმევდეთ, რეალურად კი რა ხდება?!” – პიკე ხელმძღვანელობას უპირისპირდება
“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ ლეო მესის გუნდიდან შესაძლო წასვლის და ხელმძღვანელობის შეცდომების შესახებ ისაუბრა, “იმ პერიოდში მე ლიონელს პრაქტიკულად არ ვეკონტაქტებოდი, რადგან ეს ძალიან პირადი გადაწყვეტილებაა. მახსოვს მხოლოდ ერთი შეტყობინება, რომელიც მას გავუგზავნე: “ლეო, ერთი წელია დარჩენილი, შემდეგ სხვა ხალხი მოვა. მესი, როგორც სხვა არავინ, იმსახურებდა არჩევანის გაკეთების თავისუფლებას და თუ ის დარწმუნებული იყო, […]