ვენგერი: ,,მანჩესტერ სიტის 2-3 ახალი ფეხბურთელი სჭირდება”
ლონდონის ,,არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ ,,მანჩესტერ სიტიმ” შემადგენლობა უნდა გაახალგაზრდავოს: ,,მაშინ, როცა ,,სიტი” ჩემპიონთა ლიგის მოგებას აღნიშნავდა, ვფიქრობდი, რა უნდა ქნას ახლა ამ გუნდმა? წავიდეს ახალ გამოწვევებზე თუ განვითარება გააგრძელოს? შესაძლოა, მათ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დაკარგონ. ამ გუნდს ასაკოვანი შემადგენლობა არ ჰყავს, მაგრამ არც ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან. 22 წლის ჰოლანდის გარდა, ყველა 24-დან […]
პეპ გვარდიოლა სიტისთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპ გვარდიოლა “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ესპანელი მწვრთნელი “ქალაქელებთან” 2025 წლამდე იმუშავებს. ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, გვარდიოლა “სიტის” დატოვებს. პეპი “ქალაქელებს” სათავეში 2016 წლიდან უდგას და ამ დროის განმავლობაში 5 პრემიერ ლიგის, 3 ინგლისის ლიგის თასის, 2 FA თასის, 2 Community Shield-ის და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. ესპანელმა სპეციალისტმა […]
მანჩესტერ სიტიმ გიუნდოგანს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზა
ცოტა ხნის წინ Mundo Deportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილქაი გიუნდოგანმა “მანჩესტერ სიტიდან” წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამავე წყაროზე დაყრდნობით, გერმანელმა “ბარსელონასთან” სამ წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და მათივე თქმით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ყველაფერი გაოფიციალურდებოდა. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. იტალიელი ჟურნალისტის თქმით, “მანჩესტერ სიტიმ” გიუნდოგანს კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივება […]
უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. გუნდში ყველაზე მეტი – 7 ფეხბურთელი ,,მანჩესტერ სიტიდანაა”, 2-2 კი ,,ინტერიდან” და ,,რეალიდან”. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის სიმბოლური თერთმეტეული ასე გამოიყურება: მეკარე – ტიბო კურტუა (რეალი) მცველები – კაილ უოკერი, რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ალესანდრო ბასტონი, ფედერიკო დიმარკო (ინტერი) ნახევარმცელები – როდრი, სტოუნსი, კევინ დე ბრუინე (მანჩესტერ სიტი) თავდამსხმელები […]
ინძაგი: ,,ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა”
,,ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, ,,მანჩესტერ სიტისთან” წაგებული ფინალური მატჩი შეაფასა: ,,ჩვენ შესანიშნავი თამაში გვქონდა და ამით უნდა ვიამაყოთ. ჩემს ფეხბურთელებს სათითაოდ ჩავეხუტე, რადგან ისინი, ისევე როგორც ჩვენი გულშემატკივრები, არაჩვეულებრივები იყვნენ და განსხვავებულ შედეგს იმსახურებდნენ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მათ საყვარელი გუნდის დღევანდელი თამაშით სიამოვნება მიიღეს. გუშინ ვთქვი, რომ ამ ფეხბურთელებს არავისში არ გავცვლიდი და […]
გვარდიოლა: ,,დღეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა”
,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ინტერთან” მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის მოგება რთული იყო: ,,დაღლილი, დამშვიდებული და კმაყოფილი ვარ. მოგება რთული იყო. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ჩემმა გუნდმა წინ ნაბიჯი გადადგა, თუმცა დღეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა. ვაპირებთ, რომ მოგება სასტუმროში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნოთ. ორშაბათს კი მანჩესტერში საზეიმო მსვლელობა გვექნება,” […]
გრილიში: ,,ცუდად ვითამაშე, მაგრამ ჩემთვის სულერთია”
,,მანჩესტერ სიტის” შემტევმა, ჯეკ გრილიშმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა: ,,ინტერთან მატჩში ცუდად ვითამაშე, მაგრამ ჩემთვის სულერთია. ტრებლის მოგება ასეთ გუნდთან ერთად რაღაც განსაკუთრებულია. ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, როგორ მიყვარს ფეხბურთი. ეს არის ის, რისთვისაც მთელი ცხოვრებაა ვშრომობ. გვარდიოლას უბრალოდ მივულოცე. ის ნამდვილი გენიოსია!” – განაცხადა გრილიშმა. ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მაჩში ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,ინტერს” მოუგო […]
მანჩესტერ სიტი Vs ინტერი | ძირითადი შემადგენლობები
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში, რომელიც 23:00 საათზე დაიწყება, ერთმანეთს ,,მანჩესტერ სიტი” და ,,ინტერი” შეხვდებიან. შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია: მანჩესტერ სიტი – ედერსონი, დიაში, აკანჯი, აკე, როდრი, სტოუნსი, გიუნდოგანი, დე ბრუინე, გრილიში, სილვა, ჰოლანდი. ინტერი – ონანა, დარმიანი, აჩერბი, ბასტონი, დუმფრისი, დი მარკო, ბროზოვიჩი, ჩალჰანოღლუ, ბარელა, მარტინესი, ჯეკო.
ბეილის პროგნოზი – რა ანგარიშით დასრულდება მატჩი და ვინ გახდება საუკეთესო ფეხბურთელი?
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩამდე, მადრიდის ,,რეალის” ყოფილ ფეხბურთელს, გარეთ ბეილს შეხვედრის სავარაუდო ანგარიშის დასახელება სთხოვეს: ,,5:0 ,,მანჩესტერ სიტის” სასარგებლოდ. ასე ვფიქრობ…” უელსელის აზრით, დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ,,ქალაქელთა” ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინე გახდება. ბეილმა, ასევე, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მათ შორის, ვისაც ჩემპიონთა ლიგა მოუგია, მესი დაასახელა. დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ერთმანეთს ,,მანჩესტერ სიტი” და […]
ინტერის პრეზიდენტი: ,,ფეხბურთი იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ ფული ყოველთვის ვერ იმარჯვებს”
,,ინტერის” პრეზიდენტმა, სტივენ ჩჟანმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა: ,,სიმართლე გითხრათ ამაზე ვოცნებობდი. ლიგებს შორის განსხვავების გათვალისწინებით, ვიცოდი, რომ ამ მიზნის მიღწევა რთული იქნებოდა. ჩვენ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ, ზოგჯერ უფრო მეტსაც ვხარჯავდით, ვიდრე ინგლისური კლუბები. თუმცა, სატელევიზიო უფლებების გამო, უფსკრული სერია A-სა და პრემიერლიგას შორის უზარმაზარია. ფეხბურთი იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ ფული ყოველთვის ვერ იმარჯვებს. […]
,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა: ,,ჩვენ გვაქვს გეგმა, გვაქვს იდეა. თუ წარმატებას მივაღწევთ, მაშინ ვიტყვით, რომ გეგმამ გაამართლა. ნებისმიერ შემთხვევაში, მზად ვართ. ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან. ფავორიტის სტატუსი? თუ ტურნირის ისტორიას გავითვალისწინებთ, ,,ინტერი” ჩვენზე მაღლა დგას, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. არ აქვს მნიშვნელობა ფავორიტი ხარ თუ არა… ვაპირებთ […]