პრემიერლიგის მე-11 ტურში ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” ,,მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. შეხვედრაში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა – ,,წითელმა ეშმაკებმა” საკუთარ კარში უფრო მეტჯერ დაარტყეს, ვიდრე მეტოქის კარში. მე-7 წუთზე ერიკ ბაილიმ გოლი საკუთარ კარში ჩაჭრა, რამდენიმე წუთში კი იგივეს ვიქტორ ლინდელოფი აკეთებდა, თუმცა ბურთი დე ხეამ მოიგერია. ,,სიტის” კი ,,იუნაიტედმა” მხოლოდ ერთხელ, პირველ ტაიმში დაურტყა, კრიშტიანუ […]