5 ფეხბურთელი, რომელთა შეძენას სიტი ამ ზაფხულში აპირებს
“მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაში ბანი მოუხსნეს, რის მერეც “ქალაქელებს” ტრანსფერების თამამად განხორციელება შეუძლიათ. ლეორი სანეს “ბაიერნში” გაყიდვის შემდეგ, პეპ გვარდიოლას გუნდმა 50 მილიონი ევრო მიიღო, ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ცნობა, რომ ესპანელ სპეციალისტს ხელმძღვანელობა სასურველი ფეხბურთელების შესაძენად 150 მილიონს გამოუყოფს. საინტერესოა თუ როგორ დახარჯავს ამ თანხას პეპი. როგორც ინგლისში წერენ, 49 წლის სპეციალისტს უკვე […]
ზინჩენკოსა და მიკოლენკოს ემოციური შეხვედრა ევერტონისა და სიტის მატჩის წინ | VIDEO
სკოტ კარსონმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, “მანჩესტერ სიტი” “სპორტინგს” დაუპირისპირდა. “ეტიჰადზე” გამართული დაპირისპირება არც ისე საინტერესო გამოდგა, რაც მატჩის შედეგზეც აისახა და ტაბლოზე ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. ორი მატჩის ჯამში “მანჩესტერ სიტიმ” “სპორტინგი” სოლიდური სხვაობით (5:0) დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შედეგად, პეპ გვარდიოლამ საკუთარ თავს შესაძლებლობა მისცა გუნდში როტაციისათვის მიემართა, […]
არსენალის ფანებმა მათი გუნდის კარში გატანილი მე-4 გოლი აღნიშნეს (ვიდეო)
შესანიშნავი დარტყმა – ლეო მესის სადებიუტო გოლი პსჟ-ს მაისურით | VIDEO
როგორ აფასებს სუპერკომპიუტერი შანსებს ჩემპიონთა ლიგაზე
შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წილისყრა გაიმართა. სუპერკომპიუტერმა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გუნდების შანსები შეაფასა. წელს, ისევე როგორც გასულ სეზონში, ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტი “ბაიერნია”. მიუნხენელთა შანსები ზედიზედ მეორედ ტურნირის მოსაგებად 21%-ით შეფასდა. გერმანული კლუბის შემდეგ, სუპერკომპიუტერი ფავორიტად “მანჩესტერ სიტის” მიიჩნევს. პეპ გვარდიოლას გუნდის შანსები 16%-ით არის შეფასებული. ხსენებული გუნდების შემდეგ “ლივერპულია”, რომელსაც […]
ყველაზე შემოსავლიანები: მსოფლიოში არგენტინელები ლიდერობენ
მსოფლიო ფეხბურთში ფინანსური კუთხით არგენტინელები დომინირებენ. შეწყვეტილ სეზონში ყველაზე მეტი ფულადი სარგებელი ლიონელ მესიმ და დიეგო სიმეონემ ნახეს, მათზე მაღალი შემოსავალი არცერთ სხვა ფეხბურთელს თუ მწვრთნელს ჰქონია. “ბარსელონას” კაპიტანმა, ხელფასის, ბონუსებისა და სხვა საფეხბურთო აქტივობების მეშვეობით შარშან აგვისტიდან დღემდე 131 მილიონ ევროს მოუყარა თავი. მეორე ადგილზე “იუვენტუსის” სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუა, ვინც 118 მილიონი გამოიმუშავა, სამეულს […]
სერხიო რამოსის უხეში თამაში და წითელი ბარათი (ვიდეო)
2022 წლის ზამთრის ტოპ 10 ტრანსფერი ევროპაში
ევროპაში 2022 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. წამყვან ჩემპიონატებში არაერთი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა, რაც მოვლენების საინტერესოდ განვითარებას გვპირდება. ევროპული გრანდები, ისეთები, როგორებიც ტურინის “იუვენტუსი”, “ბარსელონა” და “ლივერპული” არიან, საგრძნობლად გაძლიერდნენ. ასევე, შემადგენლობის განახლებაზე ზრუნვა დაიწყო “ნიუკასლმაც“, რომელშიც ახალი, აზიური პროექტი იწყება და რომელიც უახლოესი წლების განმავლობაში “კაჭკაჭებს” შორს მიმავალ პერსპექტივას უსახავს. საერთო ჯამში, ფეხბურთის გულშემატკივარმა […]
‘შეთავაზება, რომელზეც უარს ვერ იტყვის’ – ბარსელონა გვარდიოლას დაბრუნებას აპირებს
“მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტის დასრულებამდე მხოლოდ ორი წელი დარჩა, პეპ გვარდიოლა კი შესაძლოა დაბრუნდეს “ბარსელონაში”, კლუბში, საიდანაც მისი დიდებულ სამწვრთნელო კარიერაში მოგზაურობა დაიწყო. კლუბში არსებული არაერთი პრობლემის შემდეგ, რომელიც საბოლოოდ “ბლაუგრანას” თილისმის და კატალონიელთა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის წასვლით დაგვირგვინდა, პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა მდგომარეობის გამოსწორებას და უწინდელი დიდების გზებზე დაბრუნებას, სწორედ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტის […]
სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები გამოავლინა
ბრიტანული სტატისტიკური კომპანიის FiveThirtyEight-ის სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ფავორიტები დაასახელა. პროგრამამ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგების მთავარ პრეტენდენტად მოქმედი გამარჯვებული, მიუნხენის “ბაიერნი” დაასახელა. სუპერკომპიუტერმა “რეკორდმაისტერს” ფინალში გასვლის 33% მიანიჭა, ხოლო ჩემპიონობის მოპოვებაზე – 21%. მეორე ადგილზე “მანჩესტერ სიტია“, პეპ გვარდიოლას გადამწყვეტი შეხვედრის თამაშის უფლების მოპოვების შანსებს სუპერკომპიუტერი 28%-ით აფასებს, ტურნირის მოგებას კი 16% […]
გვარდიოლა იუვენტუსის შემოთავაზებას დათანხმდა
პეპ გვარდიოლა ტურინის “იუვენტუსის” 4-წლიან შემოთავაზებას დათანხმდა. იტალიელი ჟურნალისტის განცხადებით, მას ეს ინფორმაცია იმ ადამიანმა დაუდასტურა, რომელიც რონალდუს “იუვეში” გადასვლის შესახებ პირველი ალაპარაკდა. აღსანიშნავია, რომ გვარდიოლას გადაბარგება ტურინში კიდევ უფრო რეალური გახდება, თუ “სიტი” სატრანსფერო ბანით დაისჯება. ცნობისთვის, პეპმა მანჩესტერული გუნდი 2016 წელს ჩაიბარა და წინა სეზონში პრემიერლიგის მოგება მოახერხა.