სეზონის ბოლოს მარეკ ჰამშიკი კარიერას დაასრულებს
სლოვაკური ფეხბურთისა და “ნაპოლის” ლეგენდა მარეკ ჰამშიკი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს. ამჟამად ის “ტრაბზონსპორის” ღირსებას იცავს და მისი ბოლო შეხვედრა 6 ივნისს “ბაშაქშეჰირის” წინააღმდეგ იქნება. ჰამშიკს სლოვაკეთის ევრონულ ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. მარეკი “ნაპოლის” უდავო ლეგენდაა. მან იტალური კლუბის რიგებში 12 წელი ითამაშა და ყველა ტურნირზე 520 შეხვედრა ჩაატარა, რაც ასევე რეკორდია. “ასეთი […]
“ნაპოლის” ყველა დროის მესამე საუკეთესო ბომბარდირმა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ, მარეკ ჰამშიკმა კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობის და გამორჩეული ფიგურების შესახებ ისაუბრა. სლოვაკმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას როლსაც გაუსვა ხაზი. “ნაპოლი არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს. მე ვარ “აძურის” ნომერ პირველი გულშემატკივარი, მათ შორიდან ვადევნებ თვალს და მათ შესახებ ბევრს ვიგებ. ისინი ძალიან კარგად მუშაობენ და ნებისმიერ მატჩში […]
დაბრუნება ევროპაში – ჰამშიკი შვედეთის ჩემპიონატში ითამაშებს
მარეკ ჰამშიკი ევროპაში ბრუნდება – სლოვაკი ფეხბურთელი “გიოტებორგში” ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ მედიაში დაიწერა, რომ 33 წლის ნახევარმცველი კარიერას სამშობლოში, ბრატისლავას “სლოვანში” გააგრძლებდა. თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, ჰამშიკმა შეთანხმებას “გიოტებორგთან” მიაღწია. spazionapoli.it-ის თანახმად, მარეკმა აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად მიიღო. მას სურს, რომ ივნისამდე ფორმაში შევიდეს და სლოვაკეთის ნაკრებს უმნიშვნელოვანესი […]
მარადონამ მერტენსს საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება მიულოცა (ვიდეო)
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ, რომელიც წლების განმავლობაში “ნაპოლის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ, დრის მერტენსს ამ ტიტულის მოპოვება მიულოცა. ბელგიელი შემტევისთვის, კოპა იტალიას ნახევარფინალში მილანის “ინტერის” კარში გატანილი გოლი 122-ე აღმოჩნდა და ამ შედეგით სლოვაკ მარეკ ჰამშიკს გადაასწრო. “სალამი ჩემო მეგობარო დრის, მიხარია, რომ შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც ჩემი რეკორდი დაამსხვრია. ეს არის მიზეზი, რის […]
ფეხბურთელები რომლის ერთმანეთთან კავშირს ალბათ ვერ წარმოიდგენდით
მსოფლიოში არის გარკვეული ოჯახები, რომელთათვისაც საფეხბურთო სიყვარული და ზოგადად ფეხბურთი განსაკუთრებულია. ერთი ოჯახიდან წარმატებული ფეხბურთელები არცთუ ისე ხშირია, მაგრამ გვაქვს მაგალითები, რომელთაც საკუთარი პროფესიონალიზმით თავი დაგვამახსოვრეს: ჩარლტონები (ბობი და ჯეკი); ლაუდრუპები (მიკაელი და ბრაიანი); დე ბურები (ფრანკ და რონალდ) და ტურეები (იაია და კოლო). ზოგჯერ საფეხბურთო ნიჭიერება თაობებშიც გრძელდება, მაგალითად ისეთი ცნობილი მამა-შვილები, როგორებიც არიან: […]
ნაპოლი გუნდის ლიდერმა დატოვა
“ნაპოლი” გუნდის ლიდერმა, მარეკ ჰამშიკმა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ნეაპოლელთა რიგებში გატარებული 12 წლიანი კარიერის შემდეგ, ჰამშიკი ჩინეთის სუპერლიგის გუნდს შეუერთდა. “ნაპოლისა” და “დალიან იფანს” შორის გამართული მოლაპარაკებები შეუთანხმებლობის გამო გასულ კვირას ჩაიშალა – თუმცა საბოლოო შეთანხმების მიღწევა 14 თებერვალს გახდა შესაძლებელი. “ნაპოლის” მესვეურებმა უკვე დაადასტურეს მარეკ ჰამშიკის ტრანსფერი. წყაროს მტკიცებით, ჰამშიკის სანაცვლოდ “ნაპოლი” 27 მილიონ […]
ჰამშიკი ჩინეთში?
“ნაპოლის” ცოცხალი ლეგენდა და კლუბის ყველა დროის ბომბარდირი, მარეკ ჰამშიკი მოლაპარაკებებს ჩინურ კლუბებთან აწარმოებს.
მარეკ ჰამშიკმა ნაპოლის ყველა დროის რეკორდი დაამხო
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრა, რომელშიც “ნაპოლი” “პარი-სენ ჟერმენს” დაუპირისპირდა ნეაპოლელთა კაპიტნისათვის განსაკუთრებული გამოდგა. ნეაპოლში, “სან პაოლოზე” გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. აღნიშნული შეხვედრა 512-ე გამოდგა, რომელშიც ჰამშიკმა “ნაპოლის” მაისური მოირგო, რაც ნეაპოლური კლუბის ყველა დროის რეკორდია. დღემდე, “ნაპოლის” მაისურით ჩატარებული ყველაზე მეტი შეხვედრა, კლუბის ლეგენდას ჯუზეპე ბრუსკოლოტის ეკუთვნოდა. სლოვაკი ფეხბურთელი 2007 წელს […]