ბოლქვაძისა და ლამსდენის წყვილმა ტრნავის ტურნირი მოიგო
სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში, ITF-ის 60-ათასიანი ტურნირის (Hungarian Grand Prix) ფინალში, მარიამ ბოლქვაძისა და მაია ლამსდენის (დიდი ბრიტანეთი) წყვილმა დიანა მარცინკევიცასა (ლატვია) და კონი პერინის (შვეიცარია) წყვილი ორ სეტში, ანგარიშით 6:2, 6:3 დაამარცხა. ფინალური მატჩი ზუსტად 1 საათს გაგრძელდა. გამარჯვებულმა წყვილმა ტურნირში ჩატარებული ოთხივე მატჩი სეტის წაუგებლად მოიგო. წელს მარიამ ბოლქვაძემ მეორე ტურნირის მოგება შეძლო – […]
მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა
მსოფლიოს 189-ე ჩოგანი, მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ხორვატ მეტოქესთან – იანა ფეტთან, (254) 3 სეტში, ანგარიშით 7:5, 1:6, 2:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. შეხვედრა 2 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა. ხორვატი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკნით რაუნდში კატარინა ზავაცკას (უკრაინა, 229) შეხვდება, რომელმაც დღეს რობინ ანდერსონს ორ სეტში (6:4, 6:3) მოუგო. ზავაცკასთან გამარჯვების […]
მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დასძლია
მსოფლიოს 189-ე ჩოგანმა, მარიამ ბოლქვაძემ, უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ამერიკელი მეტოქე – ალიშა პარკსი (135) 2 სეტში, ანგარიშით 6:1, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. ქართველი ჩოგბურთელი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იანა ფეტსა (ხორვატია, 254) და პაულა ორმაეჩეას (არგენტინა, 154) შორის გამარჯვებულს შეხვდება, მატჩი ამ წუთებში მიმდინარეობს. მარიამ ბოლქვაძეს უიმბლდონის ძირითად ბადეში […]
როლან გაროსი | მარიამ ბოლქვაძე კვალიფიკაციას პირველ წრეში გამოეთიშა
როლან გაროსის მიმდინარე გათამაშება მარიამ ბოლქვაძისთვის (161) კვალიფიკაციის პირველივე ეტაპზე დასრულდა. ქართველი ჩოგბურთელი სეონე მენდესს (223) დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 6:3; 4:6; 2:6 დამარცხდა. ავსტრალიელ მეტოქესთან მარიამმა 15 ვინერსი შეასრულა და 56 უნებლიე შეცდომა დაუშვა. სწორედ ამიტომ, ბოლქვაძემ გადამწყვეტ გეიმებში უპირატესობის მოპოვება ვეღარ მოახერხა და საფრანგეთის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა. 2 საათსა და 30 წუთს […]
მარიამ ბოლქვაძე ინდიან უელსის ტურნირს გამოეთიშა
საჩოგბურთო სამყაროში ახალი კვირიდან მასტერსის ტიპის ტურნირი – ინდიან უელსი დაიწყება. ტურნირზე უმაღლესი დონის მოთამაშეები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც ძირითადი ბადიდან დაიწყებენ თამაშს, თუმცა იქამდე სანამ ტურნისი მთავარი ეტაპი დაიწყება, ჩოგბურთელების გარკვეულ ნაწილს, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა უწევს. მარიამ ბოლქვაძე მსოფლიო რეიტინგის 184-ე ნომერია, რომელიც ინდიან უელსის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ავსტრალიელი მედისონ ინგლსი […]
მარიამ ბოლქვაძემ კოლუმბუსის ტურნირი მოგებით დაიწყო
ამერიკაში მიმდინარე კოლუმბუსის ჩელენჯერის ტიპის ტურნირზე ქართველი ქალი ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე იღებს მონაწილეობას. ბოლქვაძის პირველი ოპონენტი იაპონელი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის 176-ე ნომერი, კურუმი ნარა გახლდათ. შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა, რომელიც მარიამმა 2-სეტში, ანგარიშით – 6:2; 7:5 მოიგო. მომდევნო შეხვედრაში ბოლქვაძის მეტოქე შიანუ ვანგისა და შუ ლიანგის წყვილში გამარჯვებული იქნება.
US OPEN | წლის დასკვნითი დიდი სლემის ტურნირი ქართველი ქალი ჩოგბურთელების გარეშე ჩაივლის
ახალი კვირიდან 2021 წლის დასკვნითი დიდი სლემის ტურნირი – ამერიკის ღია პირველობა აიღებს სტარტს, თუმცა ძირითადი ბადის სრულად დასაკომპლექტებლად საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს. ტურნირზე მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად, ქართველი ქალი ჩოგბურთელები, ეკო გორგოძე და მარიამ ბოლქვაძეც იღებდნენ, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი – ეკო გორგოძე, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე წრეში დამარცხდა, ბოლქვაძე კი ტურნირს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე […]
US OPEN | გორგოძე გამოვარდა; ბოლქვაძე მეორე ეტაპზეა
ახალი კვირიდან 2021 წლის დასკვნითი დიდი სლემის ტურნირი – ამერიკის ღია პირველობა აიღებს სტარტს, თუმცა ძირითადი ბადის სრულად დასაკომპლექტებლად საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს. ტურნირზე მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად, ქართველი ქალი ჩოგბურთელები, ეკო გორგოძე და მარიამ ბოლქვაძეც იღებენ, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი – ეკო გორგოძე, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე წრეში დამარცხდა. ეკოს მეტოქე იტალიელი ჩოგბურთელი, ლუკრეზია სტეფანინი […]
გამარჯვება მძიმე ბრძოლაში – მარიამ ბოლქვაძემ US Open-ზე პირველი შეხვედრა მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა უკრაინელი, დარია სნიგური (207) 3-სეტიან ბრძოლაში – 7:5; 4:6; 6:4 მოიგო და მეორე წრეში გავიდა. უმძიმესი დაპირისპირება 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე მარიამმა მეტოქე 9-ჯერ დააბრეიკა, საკუთარი ჩაწოდება კი 8-ჯერ დათმო. მარიამ ბოლქვაძე US Open-ის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ემმა […]
მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის ტურნირის ჩემპიონია | VIDEO
მსოფლიოს 195-ე ჩოგანმა, მარიამ ბოლქვაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ტურნირის (ITF60k – President’s Cup) ფინალში რუსი მეტოქე, ვალერია სავინიხი (196) სამ სეტში, ანგარიშით 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა და President’s Cup-ის ჩემპიონი გახდა. ფინალური დაპირისპირება 2 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა. საჩემპიონო ქულა: მარიამ ბოლქვაძეს ტურნირის მოსაგებად 5 შეხვედრის მოგება დასჭირდა – 23 წლის ჩოგბურთელმა სეტი […]
მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის ტურნირის ფინალში გავიდა
მსოფლიოს 195-ე ჩოგანმა, მარიამ ბოლქვაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ტურნირის (ITF60k – President’s Cup) ნახევარფინალში ბელარუსი მეტოქე, იულია ჰატოუკა (262) ორ სეტში, ანგარიშით 6:4; 6:4 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ნახევარფინალური დაპირისპირება 1 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა. ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ვალერია სავინიხი (რუსეთი; 196) იქნება, რომელმაც დღეს ეკატერინა შალიმოვას ორ სეტში მოუგო. გადამწყვეტი მატჩი […]
მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალშია
23 წლის ქართველი ჩოგბურთელი – მარიამ ბოლქვაძე, ყაზახეთში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. მარიამი ასპარეზობაში 2 დღის წინ ჩაერთო და 26 წლის უზბეკი მეტოქე 2 სეტში, ძალიან მარტივად: 6:2; 6:0 დაამარცხა. 1/8 ფინალში კი ყაზახ მეტოქეს – გოზალ აინიტდინოვას შეხვდა და მასპინძელიც უმარტივესად, ორ სეტში: 6:2; 6:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით 23 წლის ქართველი ჩოგანი ნურ-სულთანში მიმდინარე […]