მარიამ ბოლქვაძე პრაღაში მიმდინარე ტურნირს მეორე რაუნდიდან გამოეთიშა
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საჩოგბურთო სამყარომ სპორტული ასპარეზი ახლახანს განაახლა. 22 წლის მარიამ ბოლქვაძე პრაღაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ასპარეზობდა, სადაც წარმატებული პირველი რაუნდის შემდეგ ტურნირს გამოეთიშა. პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა რუს მეტოქეს, დაძაბულ ბრძოლაში სძლია, ხოლო მეორე რაუნდში მისი მეტოქე პოლონელი ჩოგბურთელი მაია ხვალისკა გახლდათ, რომელთანაც ფაქტობრივად უშანსოდ დამარცხდა – 6:1; 6:1.
US OPEN | წლის დასკვნითი დიდი სლემის ტურნირი ქართველი ქალი ჩოგბურთელების გარეშე ჩაივლის
ახალი კვირიდან 2021 წლის დასკვნითი დიდი სლემის ტურნირი – ამერიკის ღია პირველობა აიღებს სტარტს, თუმცა ძირითადი ბადის სრულად დასაკომპლექტებლად საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს. ტურნირზე მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად, ქართველი ქალი ჩოგბურთელები, ეკო გორგოძე და მარიამ ბოლქვაძეც იღებდნენ, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი – ეკო გორგოძე, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე წრეში დამარცხდა, ბოლქვაძე კი ტურნირს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე […]
მარიამ ბოლქვაძე მსოფლიოს მე-3 ჩოგანთან დამარცხდა
მარიამ ბოლქვაძის ბრწყინვალე გამოსვლა აშშ-ის ღია პირველობაზე დასრულდა – ქართველი ჩოგბურთელი ჩეხ მოთამაშესთან დამარცხდა. დიდი სლემის ძირითადი ბადის მე-2 ეტაპზე მარიამის მეტოქე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, კაროლინა პლიშკოვა იყო, რომელთანაც მან 2 სეტში – 1:6; 4:6 წააგო. ბოლქვაძის მეტოქემ თამაშში 9 ეისის შესრულება მოახერხა, ორმაგი შეცდომა კი მხოლოდ ერთხელ დაუშვა. ჩაწოდებაზე მარიამი გაცილებით სუსტად გამოიყურებოდა და […]
ავსტრალიის ღია პირველობა – მარიამ ბოლქვაძემ პირველი შეხვედრა მოიგო
ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარიამ ბოლქვაძემ (192) პირველი შეხვედრა გამართა. ქართველმა ჩოგბურთელმა ინდოელი კარმან კაურ თანდი (626) მძიმე ბრძოლაში, 2 საათსა და 29 წუთში – 7:6; 7:6 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. დაპირისპირება ბრეიკების სიმრავლით გამოირჩა. მარიამმა მეტოქის ჩაწოდებაზე 7 გეიმი მოიგო, ამდენჯერვე კი საკუთარ ჩაწოდებაზე წააგო. ბოლქვაძემ თანდის წინააღმდეგ 2 ეისის შესრულება მოახერხა, […]
მარიამ ბოლქვაძემ კოლუმბუსის ტურნირი მოგებით დაიწყო
ამერიკაში მიმდინარე კოლუმბუსის ჩელენჯერის ტიპის ტურნირზე ქართველი ქალი ჩოგბურთელი, მარიამ ბოლქვაძე იღებს მონაწილეობას. ბოლქვაძის პირველი ოპონენტი იაპონელი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის 176-ე ნომერი, კურუმი ნარა გახლდათ. შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა, რომელიც მარიამმა 2-სეტში, ანგარიშით – 6:2; 7:5 მოიგო. მომდევნო შეხვედრაში ბოლქვაძის მეტოქე შიანუ ვანგისა და შუ ლიანგის წყვილში გამარჯვებული იქნება.
პლიშკოვასთან მარცხის შემდეგ მსაჯმა მარიამ ბოლქვაძეს მადლობა ქართულად გადაუხადა (ვიდეო)
მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა
პანდემიის ფონზე მიმდინარე 2020 წლის შემდეგ, 2021 წლის საჩოგბურთო სეზონი წლის საწყის დღეებშივე დაიწყო. წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობაა, რომლის ძირითადი ბადის მონაწილეთა შესარჩევი საკვალიფიკაციო ეტაპი ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ წარმატებით დაიწყო, თუმცა მეორე რაუნდში ასპარეზობას გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მეორე ეტაპზე მარგარიტა გასპარიანი გახლდათ, რომლის წინააღმდეგ მარიამი 2-სეტში, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში, […]
მარიამ ბოლქვაძე ინდიან უელსის ტურნირს გამოეთიშა
საჩოგბურთო სამყაროში ახალი კვირიდან მასტერსის ტიპის ტურნირი – ინდიან უელსი დაიწყება. ტურნირზე უმაღლესი დონის მოთამაშეები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც ძირითადი ბადიდან დაიწყებენ თამაშს, თუმცა იქამდე სანამ ტურნისი მთავარი ეტაპი დაიწყება, ჩოგბურთელების გარკვეულ ნაწილს, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა უწევს. მარიამ ბოლქვაძე მსოფლიო რეიტინგის 184-ე ნომერია, რომელიც ინდიან უელსის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ავსტრალიელი მედისონ ინგლსი […]
პლიშკოვა: “მარიამმა მე-2 სეტში კარგად ითამაშა”
აშშ-ის ღია პირველობის მე-2 ეტაპზე, მარიამ ბოლქვაძე მსოფლიოს მე-3 ჩოგანს, კაროლინა პლიშკოვას დაუპირისპირდა. 21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში 2 სეტში დათმო – 1:6; 4:6 და ტურნირზე წლევანდელი გამოსვლა დაასრულა. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, მარიამის მეტოქემ WTA-ს ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა. “ამ თამაშში ნაკლებად ვნერვიულობდი და ჩოგბურთისგან უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებდი, ვიდრე პირველ რაუნდში. პირველი რაუნდის დაძლევა ამაში […]
მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიაში მიმდინარე ტურნირის ფინალში გავიდა
მსოფლიოს 221-ე ჩოგანმა, მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში, ქალაქ მონტემორ-უ-ნოვუში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში იაპონელი მეტოქე – მაი ჰონტამა (293) ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა და ფინალში გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანსისკა ჟორჟესა (432) და ბეატრის ჰადად მაიას (225) წყვილში გამარჯვებული იქნება. ფინალური მატჩი კვირას, 13 ივნისს გაიმართება. მარიამ ბოლქვაძე მონტემორ-უ-ნოვუს ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი.
როლან გაროსი | მარიამ ბოლქვაძე კვალიფიკაციას პირველ წრეში გამოეთიშა
როლან გაროსის მიმდინარე გათამაშება მარიამ ბოლქვაძისთვის (161) კვალიფიკაციის პირველივე ეტაპზე დასრულდა. ქართველი ჩოგბურთელი სეონე მენდესს (223) დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 6:3; 4:6; 2:6 დამარცხდა. ავსტრალიელ მეტოქესთან მარიამმა 15 ვინერსი შეასრულა და 56 უნებლიე შეცდომა დაუშვა. სწორედ ამიტომ, ბოლქვაძემ გადამწყვეტ გეიმებში უპირატესობის მოპოვება ვეღარ მოახერხა და საფრანგეთის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა. 2 საათსა და 30 წუთს […]
Live.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მარიამ ბოლქვაძესთან
ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 156-ე ჩოგანი ქალთა თანრიგში, მარიამ ბოლქვაძე, Live.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრა. მარიამმა თავისი კარიერის საწყისებზე, აწმყოსა და მომავალზე ისაუბრა. მან განვლილ US Open-ზეც ისაუბრა, სადაც მეორე ეტაპზე მსოფლიოს მეორე ჩოგანთან, კაროლინა პლიშკოვასთან დამარცხდა. გთავაზობთ ინტერვიუს მარიამ ბოლქვაძესთან: რა ასაკში დაინტერესდით პირველად ჩოგბურთით და ვინ იყო თქვენი პირველი მწვრთნელი? პირველად ჩოგბურთის შესახებ 8 წლის […]