ევრო 2000 ერთ-ერთი გამორჩეული, სანახაობრივი ტურნირი იყო, რომელმაც გულშემატკივარს თავი არაერთი გამორჩეული მატჩით, ინდივიდუალური პერფორმანსითა და გოლით დაამახსოვრა. ტურნირზე ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობა, იმ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბის, ელვის სისწრაფით მორბენალი მარკ ოვერმარსისა და ელეგანტურად, მშვიდად და აუღელვებლად მოთამაშე პაოლო მალდინის დაპირისპირება იყო. ევრო 2000-ის ნახევარფინალში ერთმანეთს იტალისა და ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი ჰოლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. […]