მილანს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდს “მილანს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ჯენარო გატუზოს გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს პოსტი ვაკანტური იყო, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მილანის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით “როსონერის” მარკო ჯამპაოლო გაწვრთნის. ჯამპაოლო გასულ სეზონში “სამპდორიას” წვრთნიდა და მისი გუნდი სერია ა-ს გათამაშებაში 9-ე ადგილზე გავიდა, მანამდე იტალიელი სპეციალისტი მთელ რიგ იტალიურ […]
მილანი ბოლო 5 წელში მე-7 მწვრთნელს იცვლის
“მილანმა” ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკო ჯამპაოლო დაითხოვა. შეგახსენებთ, რომ 52 წლის სპეციალისტმა “როსონერიში” ჯენარო გატუზო გასული სეზონის შემდეგ ჩაანაცვლა. “მილანმა” ჯამპაოლოს ხელმძღვანელობით მიმდინარე სერია A-ში 7-დან 3 მოიგო და 4-ჯერ დამარცხდა. იტალიის ჩემპიონატში მილანელები მე-13 ადგილს იკავებენ. საინტერესოა, რომ 2014 წლის შემდეგ “როსონერი” მწვრთნელს უკვე მეშვიდედ შეიცვლის.
მილანს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
მილანს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. იტალიურ გრანდს სტეფანო პიოლი გაწვრთნის. 53 წლის სპეციალისტმა, რომელიც წარსულში „პარმას“, “პალერმოს“, „ლაციოს“, „ინტერს“, „ბოლონიას“ და ბოლოს „ფიორენტინას“ თავკაცობდა, „როსონერისთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, წარუმატებელი მუშაობის გამო, „სან სიროს“ ბინადრებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ზაფხულში დანიშნული მარკო ჯამპაოლო გაუშვეს. სერია A-ში, „შავ-წითლებს“ 9 ქულა აქვთ და მე-13 ადგილს […]