პსჟ ნეიმარის გაყიდვას აპირებს
,,პარი სენ ჟერმენს” ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელს გაყიდვა სურს, რომელთა შორის ნეიმარიცაა. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს. გუნდიდან წამსვლელთა კანდიდატებს შორის, ბრაზილიელის გარდა, მაურო იკარდი, უგო ეკიტიკე, კარლოს სოლერი და რენატუ სანჩესიც არიან. ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიდან ,,პსჟ”, ასევე, მარკო ვერატისა და აშრაფ ჰაკიმის გაყიდვასაც გეგმავს. პარიზელებს ნეიმარის გაყიდვა გასულ ზაფხულსაც სურდათ, თუმცა კლუბმა მაშინ სარფიანი შეთავაზება ვერ […]
ანჩელოტიმ რეალში მარკო ვერატის მოყვანა მოითხოვა
მადრიდის “რეალის” 63 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა – კარლო ანჩელოტიმ, “სამეფო კლუბში” იტალიელი ნახევარმცველის – მარკო ვერატის მიყვანა მოითხოვა. ლეგენდარულ სპეციალისტს პრეკონფერენციის დროს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მარტო ვერატი მისი ერთ-ერთი საყვარელი ნახევარმცველია. ცნობილი ესპანური გამოცემების მიხედვით, კარლო ანჩელოტიმ კლუბის პრეზიდენტს – ფლორენტინო პერესს სთხოვა, რომ მას კლუბში ვერატი სჭირდებოდა, რაზეც თანხმობა მიიღო, თუმცა როგორც ცნობილია, […]
ვერატი: ,,დასრულდა თუ არა ლიგა 1 მარსელთან მოგებით? წინ კიდევ ბევრი მატჩია”
,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, ,,მარსელთან” მოგებულ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ში ჯერ არაფერი გადაწყვეტილა: ,,ეს ისტორიულ მეტოქესთან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ისინი სულ რაღაც 5 ქულით ჩამოგვრჩებოდნენ და ვიცოდით, რომ მოსაგებად საჭირო უმაღლეს დონეზე თამაში იყო. ეს 3 ქულა დავიმსახურეთ, ამიტომ შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. გასახდელში დიდი სიხარულ იყო, ეს სეზონის მნიშვნელოვანი […]
ვერატი: ,,ლიგა 1 სერია A-ს ან სხვა ეროვნულ ჩემპიონატს არაფრით ჩამოუვარდება”
,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, საფრანგეთის ლიგა 1-ზე ისაუბრა: ,,საფრანგეთში აღმოვაჩინე ახალი ჩემპიონატი, რომელმაც კომფორტის ზონიდან გამომიყვანა. ლიგას თითოეულ ქვეყანაში თავისი სპეციფიკა აქვს. ლიგა 1 ფეხბურთელებისგან მოითხოვს, რომ ფიზიკურად 100%-ით დაიხარჯონ. მე ძალიან მაღალი არ ვარ, მაგრამ ძლიერი ვარ, აქ კი მეტოქეებთან დაპირისპირებისას ძალის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ეს ჩემპიონატი ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დამეხმარა. აქ თავს მშვენივრად […]
ნეიმარი: “ჩავისთან და ინიესტასთან ერთად ვერატი ერთ-ერთი საუკეთესოა”
“პსჟ”-ს ვარსკვლავმა ნეიმარმა “რეალ მადრიდთან” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩის მოგების (1:0) შემდეგ, მარკო ვერატის შესახებ ისაუბრა. “ვიცოდი, რომ ვერატი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ვერ ვაანალიზებდი, რომ ის ასეთი განსაკუთრებულია. მარკო გენიოსია – ჩავისთან და ინიესტასთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი,” – ამბობს ნეიმარი. იტალიელმა ნახევარმცველმა “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ მართლაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ვერატიმ გადაცემების 92% […]
განხეთქილება პსჟ-ში: სამხრეთამერიკელები ჟორჟინიო ვეინალდუმის წინააღმდეგ
ევროპულ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ჟორჟინიო ვეინალდუმი “პარი სენ-ჟერმენში” თავს ცუდად გრძნობს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, რაზეც წინა კვირებშიც აქტიურად საუბრობდნენ, მაგრამ ბოლოს ნიდერლანდელის არასახარბიელო მდგომარეობას კიდევ ერთი ფაქტორი დაემატა – სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები ვარჯიშების დროს მას მხარს არ უჭერენ. L’Equipe იტყობინება, რომ მათი მხარდაჭერის ნაკლებობის მიზეზი, სავარაუდოდ, მომდინარეობს ჭორებიდან, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან იმ კონკურენციის გამო, რომელსაც ვეინალდუმი […]
ვერატი: ,,მესი მათაც კი უყვართ, ვინც ბარსელონასა და პსჟ-ს არ ქომაგობს”
,,პსჟ-ის” ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, პარიზულ გუნდში ლეო მესის გადასვლაზე ისაუბრა: ,,მესის პსჟ-ში ყოფნა წარმოუდგენელია. სანამ პირადად არ ვნახე, ამის არ მჯეროდა, ჩვენ ერთმანეთს აქამდეც ვიცნობდით. შესაძლოა, ლეო არც ისე ბევრს საუბრობს, მაგრამ მას შესანიშნავი ხასიათი აქვს, ეს კი მოედანზე იგრძნობა. ის ნამდვილი ლიდერი და ჩემპიონია, რომელიც მათაც კი უყვართ, ვინც ბარსელონასა და პსჟ-ს არ ქომაგობს. […]
ევრო 2020: ყველაფერი, რაც იტალიის ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ
პროფილი იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა: 1898 წლის 26 მარტს ფიფას წევრი: 1905 წლიდან უეფას წევრი: 1954 წლიდან პრეზიდენტი: გაბრიელე გავირია ფიფას რეიტინგი: 7 (2021 წლის 27 მაისიდან) უმაღლესი შედეგი რეიტინგში: 7 (1993 წლის ნოემბერი, 2007 წლის თებერვალი, 2007 წლის აპრილიდან ივნისამდე, 2007 წლის სექტემბერი) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 21 (2018 წლის აგვისტო) საშინაო არენა: სხვადასხვა […]
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” შინ “პსჟ” 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. დაპირისპირების შემდგომ, პარიზელთა ფეხბურთელებმა მთავარ არბიტრს, ბიორნ კუიპერსს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალი დასდეს. ამის შესახებ ჯერ ანდერ ერერამ, შემდეგ კი მარკო ვერატიმ ისაუბრა. “დღეს მსაჯმა პარედესს f**k off უთხრა. ჩვენ რომ იგივე გავაკეთოთ, 3 ან 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაგვსჯიან,” – თქვა ერერამ. “არბიტრმა […]
პრევიუ: ბარსელონა – პსჟ
დრო: 16 თებერვალი, სამშაბათი, 23:59 საათი სტადიონი: კამპ ნოუ (ბარსელონა, ესპანეთი) მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდელი, 47 წლის) უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის პლეი-ოფს უკვე ტრადიციად ქცეული ესპანურ-ფრანგული დაპირისპირება გახსნის. ერთმანეთის წინააღმდეგ ის ორი ტიტულოვანი კლუბი წარდგება, რომელთა უკანასკნელი დაპირისპირებაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩის სახელით ჩაიწერა. სატურნირო მდგომარეობა მერვედფინალებამდე გუნდები განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით […]
ოფიციალურად: ნეიმარი და დი მარია გამოირიცხა, ვერატი განაცხადში მოხვდა
16 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება. დღის ცენტრალური მატჩი ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში გაიმართება, სადაც “ბარსელონა” “პსჟ”-ს შეხვდება. ოფიციალურად დადასტურდა, რომ პირველ მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებენ ნეიმარი და ანხელ დი მარია, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მარკო ვერატის თამაში, თუმცა “პსჟ”-მ მატჩისწინა განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც იტალიელი ნახევარმცველიც მოხვდა. მარკო ვერატის მცირე ტრავმა […]
პსჟ-ს მწვრთნელიც დაემტვრა – ტუხელმა ფეხი მოიტეხა
“პარის სენ-ჟერმენში” ტრავმიანობის პრობლემა ისედაც არ ასვენებდათ, ახლა კი საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს საკმაოდ საინტერესო და უცნაური რამ შეემთხვა. კილიან მბაპეს, მარკო ვერატის, ტილო კერერის და ლავინ კურზავას შემდეგ, ტრავმა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მიიღო. თანაც საკმაოდ სერიოზული: გერმანელმა სპეციალისტმა ვარჯიშში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა და ფეხი მოიტეხა. “პსჟ-ს”, რომელმაც ლიგა 1 და საფრანგეთის თასი უკვე მოიგო, […]