ევერტონი მარსელო ბიელსასთან მოლაპარაკებებს მართავს
მას შემდეგ, რაც “ევერტონმა” დაკავებული პოსტიდან ფრენკ ლამპარდი გაათავისუფლა, “კანფეტები” ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. BBC Sports-ის თანახმად, მერსისაიდელები “ლიდსის” ყოფილ თავკაცთან მარსელო ბიელსასთან მართავენ მოლაპარაკებებს. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, 67 წლის სპეციალისტი “ევერტონის” მფლობელის ფარჰად მოშირისთვის საუკეთესო ვარიანტია. თუ მარსელო ბიელსას გადმობირება ვერ მოხერხდა, “ევერტონის” სამიზნე “ბარნლის” ყოფილი მწვრთნელი შონ დაიჩი იქნება. ლივერპულური კლუბის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, […]
არშემდგარი ტრანსფერი: იბრაჰიმოვიჩს ლიდსამდე ერთი ნაბიჯი აკლდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წლის დასაწყისში თავის კარიერაში პირველად გადადგა უკან დაბრუნების ნაბიჯი. შვედმა თავდამსხმელმა თავისი მრავალრიცხვოვანი კლუბების არმიიდან “მილანი” არჩია და სერია A-ში გატანა ისევ დაიწყო. შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. ზამთარში, იბრას არაერთი შეთავაზება ჰქონდა. მათ შორის ერთ-ერთი ინგლისიდან იყო, მაგრამ არა პრემიერლიგიდან. ზლატანს ჩემპიონშიფის “ლიდსი” იწვევდა. “ლიდსი” უკვე რამდენი წელიწადია პრემიერლიგაში გადმოსვლის კანდიდატია, წელს კი […]
მარსელო ბიელსა ურუგვაის ნაკრებთან მოლაპარაკებებს მართავს
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარსელო ბიელსა ურუგვაის მწვრთნელობასთან ძალიან ახლოს არის. უკვე ორი კვირაა მხარეები მოლაპრაკებებს მართავენ და ახლა პროცესი დასკვნით ფაზაშია. ხოაკინ ბრუნოს მიხედვით, ბიელსამ და ურუგვაულმა მხარემ სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ჩილეს შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ბიელსა სამხრეთ ამერიკულ ნაკრებს ჩაიბარებს. აქამდე მას ევერტონთან აკავშირებდნენ. ინგლისურ მედიაში აქტიურად იწერებოდა, […]
16-წლიანი პაუზის შემდეგ: ლიდსი პრემიერლიგაში დაბრუნდა
16-წლიანი პაუზის შემდეგ, “ლიდს იუნაიტედი” პრემიერლოგაში დაბრუნდა. ისტორიული ინგლისური გუნდი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ელიტის კარზე აკაკუნებს და საუკეთესო ოც გუნდში მოსახვედრად 1 ნაბიჯი აკლდება, საბოლოოდ პრემიერლიგაში ითამაშებს. გამოცდილი არგენტინელი მწვრთნელის მარსელო ბეილსას გუნდის ეს წარმატება ოფიციალური მას მერე გახდა, რაც ჩემპიონშიფის 45-ე ტურში, მათი უშუალო კონკურენტი “ვესტ ბრომვიჩი” “ჰადერსფილდთან” 1:2 დამარცხდა. ინგლისის სამგზის ჩემპიონი, […]
ბიელსა ბრუნდება – სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია!
“მარსელისა” და “ლიდსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი – მარსელო ბიელსა, სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, მარსელო ბიელსა ურუგვაის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჩაიბარებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანი – ხორხე კასალესი ადასტურებს, რომ სიტყვიერი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ბიელსა კონტრაქტს რამდენიმე საათში მოაწერს ხელს.
მანჩესტერის ქომაგებმა რაშფორდს შეუტიეს – ინგლისელმა პოსტი წაშალა
“მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრების აგრესიული რეაქციის შემდეგ, მარკუს რაშფორდს Tweeter-ში განთავსებული პოსტის წაშლა მოუწია. საქმე ის გახლავთ, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა “ლიდს იუნაიტედს” 16-წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერლიგაში დაბრუნება მიულოცა, რამაც ცხადია “წითელი ეშმაკების” ქომაგები გააღიზიანა – ეს ორი კლუბი ხომ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ემტერება. ლიდსში, ცნობილი გამოთქმაც კი არსებობს: “ჩვენ უფრო გვძულს “მანჩესტერი”, ვიდრე გვიყვარს “ლიდსი“. “როგორც იუნაიტედის […]
16 წლის შემდეგ, ლიდსი პრემიერლიგის ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს
მიუხედავად იმისა, რომ “ლიდს იუნაიტედმა” პრემიერლიგაში, 21-ე საუკუნეში მხოლოდ 4 წელი ითამაშა, ყველა დროის სატურნირო ცხრილში მაინც მე-13 ადგილს იკავებს. რამდენიმე დღის წინ, 16-წლიანი პაუზის შემდეგ, “ლიდსი” ელიტარულ ინგლისურ ფეხბურთს დაუბრუნდა, ამდენი წლის განმავლობაში კი ბევრმა გუნდმა მათი გადასწრება მაინც ვერ მოახერხა. მაგალითად, “კრისტალ პალასმა” და “ლესტერ სიტიმ”, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი 4 წლის […]
წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდების ნომინანტები ცნობილია
ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის მებრძოლი კანდიდატების მოკლე სია გამოაქვეყნა. 2020 წლის საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტის ნომინაციაში წარდგენილნი არიან: მარსელო ბიელსა – “ლიდს იუნაიტედი” ჰანს-დიტერ ფლიკი – მიუნხენის “ბაიერნი” იურგენ კლოპი – “ლივერპული” ხულენ ლოპეტეგი – “სევილია” ზინედინ ზიდანი – მადრიდის “რეალი” ფიფას საუკეთესო დაჯილდოების ცერემონიალი 17 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. რაც შეეხება ხმის […]
ლიდსი იუნაიტედის 4 წლის გულშემატკივარი ჰელოუინზე გუნდის მწვრთნელის ფორმაში გამოეწყო
“ლიდსი იუნაიტედის” 4 წლის გულშემატკივარმა საკუთარი გუნდის სიყვარული ჰელოუინზეც არ დაივიწყა.
“მკვლელი ბავშვის თვალებით” და სხვები: პრემიერლიგის მწვრთნელები 14 წლის ასაკში
იყო პრემიერლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელი, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა. როცა აცნობიერებ, რომ სამყაროში მილიონობით ადამიანი ოცნებობს შეასრულოს შენი საქმე, იძულებული ხარ, მუდმივად ყურადღებით იყო და ეცადო საკუთარი საქმე მაქსიმალური კონცენტრაციითა და მინიმალური შეცდომებით შეასრულო. ამრიგად, ეს საქმე ბევრ უძილო ღამესაც უდრის, რის მერეც გარეგნობა ისეთ ადამიანსაც კი შეეცვლება, რომელსაც თავის დროზე “ბავშვის […]
ემოციური ფოტო: მარსელო ბიელსამ ლიდსის წაგება ძალიან განიცადა
გუშინ ინგლისის ჩემპიონშიფის 33-ე ტურის მატჩები გაიმართა. მარსელო ბიელსას გაწვრთნილი “ლიდსი” “ქპრ”-ს ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 1:0. აღნიშნული წაგების შემდეგ, “ლიდსმა” ჩემპიონატში პირველი ადგილი დაკარგა და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. ბიელსას გუნდს ახლა 64 ქულა აქვს და “ნორვიჩსა” და “შეფილდ იუნაიტედს” ჩამორჩება. “ლიდსის” არგენტინელმა თავკაცმა წარუმატებლობა ძალიან განიცადა, რაც ფოტოზე კარგად ჩანს.
ბიელსას სათამაშო სტილი
ლიდსის მთავარი მწვრთნელი, მარსელო ბიელსა, პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია – არგენტინელმა თავისი სათამაშო ფილოსოფია აქტუალური გახადა და მის გამორჩეულობას პეპ გვარდიოლას სიტყვებიც ადასტურებს: ესპანელმა ბიელსა თავის საყვარელ მწვრთნელად დაასახელა. ბიელსა საკუთარ გუნდს მთავარ ორიენტირად ბურთის სწრაფად მოპოვებას/დაბრუნებას უყენებს, რაც მოედანზე თვალსაჩინოდ ჩანს. გთავაზობთ ორ მაგალითს შეხვედრის 93-ე წუთზე, მაშინ როდესაც “ლიდსი” მეტოქეს, ანგარიშით 2:0-ს […]