“მკვლელი ბავშვის თვალებით” და სხვები: პრემიერლიგის მწვრთნელები 14 წლის ასაკში
იყო პრემიერლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელი, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა. როცა აცნობიერებ, რომ სამყაროში მილიონობით ადამიანი ოცნებობს შეასრულოს შენი საქმე, იძულებული ხარ, მუდმივად ყურადღებით იყო და ეცადო საკუთარი საქმე მაქსიმალური კონცენტრაციითა და მინიმალური შეცდომებით შეასრულო. ამრიგად, ეს საქმე ბევრ უძილო ღამესაც უდრის, რის მერეც გარეგნობა ისეთ ადამიანსაც კი შეეცვლება, რომელსაც თავის დროზე “ბავშვის […]
16 წლის შემდეგ, ლიდსი პრემიერლიგის ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს
მიუხედავად იმისა, რომ “ლიდს იუნაიტედმა” პრემიერლიგაში, 21-ე საუკუნეში მხოლოდ 4 წელი ითამაშა, ყველა დროის სატურნირო ცხრილში მაინც მე-13 ადგილს იკავებს. რამდენიმე დღის წინ, 16-წლიანი პაუზის შემდეგ, “ლიდსი” ელიტარულ ინგლისურ ფეხბურთს დაუბრუნდა, ამდენი წლის განმავლობაში კი ბევრმა გუნდმა მათი გადასწრება მაინც ვერ მოახერხა. მაგალითად, “კრისტალ პალასმა” და “ლესტერ სიტიმ”, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი 4 წლის […]
16-წლიანი პაუზის შემდეგ: ლიდსი პრემიერლიგაში დაბრუნდა
16-წლიანი პაუზის შემდეგ, “ლიდს იუნაიტედი” პრემიერლოგაში დაბრუნდა. ისტორიული ინგლისური გუნდი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ელიტის კარზე აკაკუნებს და საუკეთესო ოც გუნდში მოსახვედრად 1 ნაბიჯი აკლდება, საბოლოოდ პრემიერლიგაში ითამაშებს. გამოცდილი არგენტინელი მწვრთნელის მარსელო ბეილსას გუნდის ეს წარმატება ოფიციალური მას მერე გახდა, რაც ჩემპიონშიფის 45-ე ტურში, მათი უშუალო კონკურენტი “ვესტ ბრომვიჩი” “ჰადერსფილდთან” 1:2 დამარცხდა. ინგლისის სამგზის ჩემპიონი, […]
არშემდგარი ტრანსფერი: იბრაჰიმოვიჩს ლიდსამდე ერთი ნაბიჯი აკლდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წლის დასაწყისში თავის კარიერაში პირველად გადადგა უკან დაბრუნების ნაბიჯი. შვედმა თავდამსხმელმა თავისი მრავალრიცხვოვანი კლუბების არმიიდან “მილანი” არჩია და სერია A-ში გატანა ისევ დაიწყო. შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. ზამთარში, იბრას არაერთი შეთავაზება ჰქონდა. მათ შორის ერთ-ერთი ინგლისიდან იყო, მაგრამ არა პრემიერლიგიდან. ზლატანს ჩემპიონშიფის “ლიდსი” იწვევდა. “ლიდსი” უკვე რამდენი წელიწადია პრემიერლიგაში გადმოსვლის კანდიდატია, წელს კი […]
ბიელსა ბრუნდება – სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია!
“მარსელისა” და “ლიდსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი – მარსელო ბიელსა, სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, მარსელო ბიელსა ურუგვაის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჩაიბარებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანი – ხორხე კასალესი ადასტურებს, რომ სიტყვიერი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ბიელსა კონტრაქტს რამდენიმე საათში მოაწერს ხელს.
ბიელსა და ლიდსი FIFA-ს Fair Play-ს ჯილდოს მფლობელები გახდნენ (ვიდეო)
მილანში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე მარსელო ბიელსა და “ლიდსი” FIFA-ს Fair Play-ს ჯილდოს მფლობელები გახდნენ. ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარი კლუბი (“ლიდსი”) ჯილდოს მფლობელი “ასტონ ვილას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში გამოჩენილი ღირსეული საქციელის გამო გახდა. მარსელო ბიელსას მითითებით “ლიდსის” ფეხბურთელებმა “ასტონ ვილას” ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მისცეს. Please enable JavaScript EmbedCopy and paste this HTML code into your webpage to […]
ბიელსა: “გვარდიოლას ტაქტიკა მისტიკაა”
ინგლისური “ლიდს იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, მარსელო ბიელსას შეფასებით, იგი გაოცებულია პეპ გვარდიოლას შესაძლებლობებით და ამასთან აღნიშნავს, რომ გვარდიოლას მისგან აბსოლუტურად განსხვავებული საფეხბურთო ხედვა აქვს. “გვარდიოლას პატივს იმიტომ ვცემ, რომ იგი გუნდს სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს. ეს არის სტილი, რომელიც მას იდეალურად გამოსდის. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ გვარდიოლა “ბარსელონაში” ტრიუმფს უდიდესი ფეხბურთელების გარეშე ვერ მოიგებდა. თუმცა მთავარია […]
ბიელსას რჩევები პოლონეთის ნაკრებს | არგენტინელმა მწვრთნელმა მათი ბოლო 50 შეხვედრა გაარჩია
“ლიდსის” ყოფილი თავკაცი მარსელო ბიელსა დეტალებისადმი ყურადღებით გამოირჩევა და საფეხბურთო სამყაროში, სწორედ ამით არის ცნობილი. არგენტინელმა სპეციალისტმა პოლონეთის ნაკრებს დახმარების ხელი გაუწოდა და მათ მოხსენება გაუმზადა სათამაშო სქემის შესახებ. ბიელსამ ევროპელების ბოლო 50 შეხვედრა გააანალიზა და პოლონელთა მთავარ მწვრთნელს 65 მოთამაშეზე წარუდგინა მოხსენება. ეს ყველაფერი წარმოუდგენელ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, 67 წლის სპეციალისტისთვის ეს არაფერია. ამჟამად, […]
ბიელსას სათამაშო სტილი
ლიდსის მთავარი მწვრთნელი, მარსელო ბიელსა, პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია – არგენტინელმა თავისი სათამაშო ფილოსოფია აქტუალური გახადა და მის გამორჩეულობას პეპ გვარდიოლას სიტყვებიც ადასტურებს: ესპანელმა ბიელსა თავის საყვარელ მწვრთნელად დაასახელა. ბიელსა საკუთარ გუნდს მთავარ ორიენტირად ბურთის სწრაფად მოპოვებას/დაბრუნებას უყენებს, რაც მოედანზე თვალსაჩინოდ ჩანს. გთავაზობთ ორ მაგალითს შეხვედრის 93-ე წუთზე, მაშინ როდესაც “ლიდსი” მეტოქეს, ანგარიშით 2:0-ს […]
ბიელსას უშვებენ? – ლიდსმა ახალი მწვრთნელი შეარჩია
„ლიდს იუნაიტედი“ რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია პრემიერლიგაში დაბრუნებას ერთი საფეხური აშორებს, მთავარი მწვრთნელის შეცვლას გეგმავს. ჩემპიონშიპში მოთამაშე კლუბის ხელმძღვანელობას დაკავებული თანამდებობიდან გამოცდილი არგენტინელი სპეციალისტის მარსელო ბიელსას გადაყენება სურს. იმ შემთხვევაში, თუ 64 წლის თავკაცი „ლიდსს“ დაემშვიდობება, მმართველები ლეგენდარული ნახევარმცველისა და ახალბედა მწვრთნელის სტივენ ჯერარდის გადაბირებას შეეცდებიან. “ლივერპულის” ვეტერანი კაპიტანი 2018 წლის გაზაფხულზე შოტლანდიური რეინჯერსის მწვრთნელად დაინიშნა და […]
ევერტონი მარსელო ბიელსასთან მოლაპარაკებებს მართავს
მას შემდეგ, რაც “ევერტონმა” დაკავებული პოსტიდან ფრენკ ლამპარდი გაათავისუფლა, “კანფეტები” ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. BBC Sports-ის თანახმად, მერსისაიდელები “ლიდსის” ყოფილ თავკაცთან მარსელო ბიელსასთან მართავენ მოლაპარაკებებს. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, 67 წლის სპეციალისტი “ევერტონის” მფლობელის ფარჰად მოშირისთვის საუკეთესო ვარიანტია. თუ მარსელო ბიელსას გადმობირება ვერ მოხერხდა, “ევერტონის” სამიზნე “ბარნლის” ყოფილი მწვრთნელი შონ დაიჩი იქნება. ლივერპულური კლუბის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, […]
ემოციური ფოტო: მარსელო ბიელსამ ლიდსის წაგება ძალიან განიცადა
გუშინ ინგლისის ჩემპიონშიფის 33-ე ტურის მატჩები გაიმართა. მარსელო ბიელსას გაწვრთნილი “ლიდსი” “ქპრ”-ს ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 1:0. აღნიშნული წაგების შემდეგ, “ლიდსმა” ჩემპიონატში პირველი ადგილი დაკარგა და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. ბიელსას გუნდს ახლა 64 ქულა აქვს და “ნორვიჩსა” და “შეფილდ იუნაიტედს” ჩამორჩება. “ლიდსის” არგენტინელმა თავკაცმა წარუმატებლობა ძალიან განიცადა, რაც ფოტოზე კარგად ჩანს.