ბიელსა ბრუნდება – სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია!
“მარსელისა” და “ლიდსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი – მარსელო ბიელსა, სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, მარსელო ბიელსა ურუგვაის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჩაიბარებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანი – ხორხე კასალესი ადასტურებს, რომ სიტყვიერი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ბიელსა კონტრაქტს რამდენიმე საათში მოაწერს ხელს.
მანჩესტერის ქომაგებმა რაშფორდს შეუტიეს – ინგლისელმა პოსტი წაშალა
“მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრების აგრესიული რეაქციის შემდეგ, მარკუს რაშფორდს Tweeter-ში განთავსებული პოსტის წაშლა მოუწია. საქმე ის გახლავთ, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა “ლიდს იუნაიტედს” 16-წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერლიგაში დაბრუნება მიულოცა, რამაც ცხადია “წითელი ეშმაკების” ქომაგები გააღიზიანა – ეს ორი კლუბი ხომ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ემტერება. ლიდსში, ცნობილი გამოთქმაც კი არსებობს: “ჩვენ უფრო გვძულს “მანჩესტერი”, ვიდრე გვიყვარს “ლიდსი“. “როგორც იუნაიტედის […]
16 წლის შემდეგ, ლიდსი პრემიერლიგის ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს
მიუხედავად იმისა, რომ “ლიდს იუნაიტედმა” პრემიერლიგაში, 21-ე საუკუნეში მხოლოდ 4 წელი ითამაშა, ყველა დროის სატურნირო ცხრილში მაინც მე-13 ადგილს იკავებს. რამდენიმე დღის წინ, 16-წლიანი პაუზის შემდეგ, “ლიდსი” ელიტარულ ინგლისურ ფეხბურთს დაუბრუნდა, ამდენი წლის განმავლობაში კი ბევრმა გუნდმა მათი გადასწრება მაინც ვერ მოახერხა. მაგალითად, “კრისტალ პალასმა” და “ლესტერ სიტიმ”, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი 4 წლის […]
წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდების ნომინანტები ცნობილია
ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის მებრძოლი კანდიდატების მოკლე სია გამოაქვეყნა. 2020 წლის საუკეთესო საფეხბურთო სპეციალისტის ნომინაციაში წარდგენილნი არიან: მარსელო ბიელსა – “ლიდს იუნაიტედი” ჰანს-დიტერ ფლიკი – მიუნხენის “ბაიერნი” იურგენ კლოპი – “ლივერპული” ხულენ ლოპეტეგი – “სევილია” ზინედინ ზიდანი – მადრიდის “რეალი” ფიფას საუკეთესო დაჯილდოების ცერემონიალი 17 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. რაც შეეხება ხმის […]
ლიდსი იუნაიტედის 4 წლის გულშემატკივარი ჰელოუინზე გუნდის მწვრთნელის ფორმაში გამოეწყო
“ლიდსი იუნაიტედის” 4 წლის გულშემატკივარმა საკუთარი გუნდის სიყვარული ჰელოუინზეც არ დაივიწყა.
“მკვლელი ბავშვის თვალებით” და სხვები: პრემიერლიგის მწვრთნელები 14 წლის ასაკში
იყო პრემიერლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელი, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა. როცა აცნობიერებ, რომ სამყაროში მილიონობით ადამიანი ოცნებობს შეასრულოს შენი საქმე, იძულებული ხარ, მუდმივად ყურადღებით იყო და ეცადო საკუთარი საქმე მაქსიმალური კონცენტრაციითა და მინიმალური შეცდომებით შეასრულო. ამრიგად, ეს საქმე ბევრ უძილო ღამესაც უდრის, რის მერეც გარეგნობა ისეთ ადამიანსაც კი შეეცვლება, რომელსაც თავის დროზე “ბავშვის […]
ემოციური ფოტო: მარსელო ბიელსამ ლიდსის წაგება ძალიან განიცადა
გუშინ ინგლისის ჩემპიონშიფის 33-ე ტურის მატჩები გაიმართა. მარსელო ბიელსას გაწვრთნილი “ლიდსი” “ქპრ”-ს ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 1:0. აღნიშნული წაგების შემდეგ, “ლიდსმა” ჩემპიონატში პირველი ადგილი დაკარგა და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. ბიელსას გუნდს ახლა 64 ქულა აქვს და “ნორვიჩსა” და “შეფილდ იუნაიტედს” ჩამორჩება. “ლიდსის” არგენტინელმა თავკაცმა წარუმატებლობა ძალიან განიცადა, რაც ფოტოზე კარგად ჩანს.