მადრიდის რეალი ტოტენჰემს წინადადებით მიმართავს
მადრიდის “რეალი” “ტოტენჰემს” შანსს სთავაზობს, რომ ყოფილი ფეხბურთელი, გარეთ ბეილი გუნდში დაიბრუნონ. “ბლანკოსის” მიერ შეთავაზებული წინადადების თანახმად “ტოტენჰემს” მთავარ მწვრთნელთან გამომშვიდობება მოუწევს. “ტოტენჰემში” შეთავაზებულ წინადადებაზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუციათ, თუმცა დიდი ალბათობით მიუხედავად ბეილისადმი დიდი სურვილისა, პოჩეტინოს დათმობა გუნდს არაფრის ფასად არ ენდომება.
მანჩესტერ იუნაიტედის მომდევნო მწვრთნელის მთავარი კანდიდატურა შეიცვალა
უცხოურ მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” ზინედინ ზიდანი იბარებდა ჭორი აღმოჩნდა.
მანჩესტერი რანგნიკთან აღარ ითანამშრომლებს – ეშმაკები ახალ მწვრთნელს ეძებენ
უდიდესი ალბათობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” რალფ რანგნიკთან თანამშრომლობას არ გაახანგრძლივებს და მას, როგორც სრულფასოვან ახალ მთავარ მწვრთნელს არ განიხილავს. ოლე გუნარ სოლსკიაერის სრულფასოვანი შემცვლელის მოყვანას “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობა ნორვეგიელი სპეციალისტის მუშაობის პერიოდიდანვე ცდილობდა, რალფ რანგნიკი კი მხოლოდ დროებითი მწვრთნელის ფუნქციის შესასრულებლად დანიშნეს. ამ მომენტისთვის, “წითლების” სიაში, ამ პოზიციის დამკავაბელ პოტენციურ კანდიდატებს შორის “პსჟ-სა” და “აიაქსის” ხელმძღვანელები, […]
მანჩესტერის სპორტულმა დირექტორმა მოურინიოს შემცვლელი შეარჩია
“მანჩესტერ იუნაიტედმა” უკანასკნელი 29 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი სტარტი აიღო. “წითელი ეშმაკების” სათამაშო ფორმა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრიტანული ტაბლოიდებისათვის სპეკულაციის მთავარ თემას ჟოზე მოურინიოს შემცვლელის ვინაობის დადგენა წარმოადგენს. უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტის დასჯის შემთხვევაში, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ყველაზე რეალურ კანდიდატად ზინედინ ზიდანი განიხილება. თუმცა გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდების, The […]
მაურისიო პოჩეტინო ტოტენჰემის ისტორიაში შესვლას გეგმავს
ლონდონის “ტოტენჰემის” 46 წლის არგენტინელმა თავკაცმა, მაურისიო პოჩეტინოს განცხადებით, მას მომავალი 20 წლის განმავლობაში ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა სურს. არგენტინელმა თავკაცმა BBC-სთან ისაუბრა და ამ თემას შეეხო: “მე მსურს, რომ მომავალი 20 წელი ლონდონურ კლუბში გავატარო და ჩემი სამწვრთნელო კარიერა აქ დავასრულო. ამ კლუბში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და მინდა “ტოტენჰემს” ახალი საფეხბურთო ისტორიის დაწერაში დავეხმარო.” […]
მაურისიო პოჩეტინო: “ველოდებით მბაპეს გადაწყვეტილებას…”
“პსჟ”-ს 49 წლის მთავარმა მწვრთნელმა – მაურისიო პოჩეტინომ, კილიან მბაპეს მიმართ მადრიდის “რეალის” შემოთავაზებაზე ისაუბრა. პოჩეტინომ აღნიშნა და დაადასტურა ის ფაქტი, რომ “სამეფო კლუბსა” და კილიან მბაპეს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საწყის ეტაპზეა, თუმცა მბაპე ესპანეთში გადასვლის თაობაზე პასუხს ჯერჯერობით არ ჩქარობს. “მბაპე, საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შემდეგ მიიღებს, როდესაც სწორედ მადრიდის […]
მაურისიო პოჩეტინო: “ოპტიმისტი ვარ, თუმცა მადრიდში ძალიან რთული მატჩი გველოდება”
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “პარი სენ-ჟერმენმა” მადრიდის “რეალი” საშინაო კედლებში – 1:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ კომენტარი გააკეთა. “ძალიან ბედნიერი ვარ ფეხბურთელებით, რომლებიც ამას იმსახურებენ. ვფიქრობ, შედეგზე საუბარი ცოტა ცოტა ნაადრევია, მაგრამ ეს გვაძლევს მადრიდის იმედს, რადგან ვიცით, რომ იქ თამაში ძალიან რთული იქნება. მადრიდელთა დაცვა კარგი […]
მაურისიო პოჩეტინომ ბარსელონასთან გამარჯვება შეაფასა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში, “ბარსელონასთან” გამარჯვების (4:1) შემდეგ, “პსჟ-ს” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კომენტარი გააკეთა. “არაფერი დასრულებულა. კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშითა და შედეგით, მაგრამ ცხვირი არ უნდა ავწიოთ. კვირას დიდი შეხვედრა გვაქვს “მონაკოსთან” და ამაზე უკვე ვიფიქროთ. ყველა მატჩში ვცდილობთ სწორი ბალანსის პოვნას დაცვას და შეტევას შორის, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ […]
მაურისიო პოჩეტინომ კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ გამოთქვა აზრი თავისი გუნდის სუპერვარსკვლავის, კილიან მბაპეს კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ, რომლითაც, სხვადასხვა მედია საშუალების ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” არის დაინტერესებული. “მბაპე მიდის “რეალში”? მთელი ძალით ვიბრძოლებ, რომ კილიანი აქ, “პსჟ-ში” დარჩეს. ჩვენი კლუბი ყველაფერს აკეთებს, რომ ნეიმარი და მბაპე დარჩეს. ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ კილიანი დარჩება. ორივე მოთამაშეს […]
მაურისიო პოჩეტინოს კოვიდ-19 დაუდასტურდა
“პსჟ”-ს არგენტინელ მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ფრანგული გრანდის განცხადებაში ნათქვამია: “პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს ტესტმა კოვიდ-19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა. იგი თვითიზოლაციაში გადავა და ჯანმრთელობის პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებს. საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, სადაც “პსჟ” “ანჟერს” შეხვდება, გუნდს პოჩეტინოს ასისტენტები – ხესუს პერესი და მიგელ დ’აგოსტინო უხელმძღავნელებენ”. Paris Saint-Germain coach Mauricio Pochettino […]
მაურისიო პოჩეტინოს ღირსეული საქციელი
გუშინ 4 იანვარს, ინგლისის FA CUP-ზე ლონდონის “ტოტენჰემი” გასვლაზე, მეორელიგელ ტრანმერს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:7 გაანადგურა, თუმცა ამ მატჩში შედეგზე მნიშვნელოვანი მაურისიო პოჩეტინოს საქციელია, რომლითაც მან მეტოქე გუნდს პატივი სცა. 75-ე წუთზე, როდესაც “დეზები” მეტოქეს 0:6 უგებდნენ, არგენტინელმა სპეციალისტმა ჰეთ-თრიქის ავტორის, ფერნანდო ლორენტეს მაგივრად მოედანზე ჰარი კეინი შეიყვანა, რომლის თამაშში ჩართვის აუცილებლობაც არ იყო, თუმცა […]
მთავარი საზაფხულო სამიზნე: პოგბა შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს
Sky Sports-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი სამიზნე პოლ პოგბა იქნება. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, “პსჟ-ს” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინომ კლუბის ხელმღვანელობას სასურველ ფეხბურთელთა სია წარუდგინა, რომლის სათავეშიც სწორედ ფრანგი ნახევარმცველია. ფრანგულ პრესაში იწერება ისიც, რომ არგენტინელ სპეციალისტის თავის გუნდში თანამემამულე ლეო მესის ხილვაც სურს. 27 წლის ფეხბურთელს, რომელსაც “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი […]