ინტერესი გერმანიიდან: გურამ გიორბელიძის დამატება მეორე ბუნდესლიგის გუნდს სურს
საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, გურამ გიორბელიძე შესაძლოა სათამაშოდ გერმანიაში გადაბარგდეს. ქართველი ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერის შესახებ გერმანული და ავსტრიული გამოცემები წერენ. krone.at-ის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელს დრეზდენის “დინამოში” გადასვლა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ავსტრიელმა ცენტრალურმა მცველმა, მიხაელ შოლბაუერმა შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის “შტურმთან”, გიორბელიძე “ვოლფსბერგერის” განაცხადში არ ყოფილა, მისმა გუნდმა კი – […]
უცნობი ისტორია გიორგი ქვილითაიაზე – რატომ ვერ ითამაშა მან ბუნდესლიგაში?
საქართველოს პირველ არხთან საუბრისას, ქართველმა საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. საუბრისას, ლაშა ოდილაძემ ეროვნული გუნდის თავდამსხმელის, გიორგი ქვილითაიას შესახებ ისაუბრა და მასზე ის ეპიზოდი გაიხსენა, როცა გერმანულ კლუბში გადასვლა შეეძლო. “გიორგის ჰქონდა შანსი, რომ „ანორთოსისამდე“ გერმანიაში წასულიყო. „გენტიდან“ წამოსვლა რომ გადაწყვიტა, მეორე ბუნდესლიგის „ბოხუმი“ იწვევდა და კარგ პირობებს სთავაზობდა. თუმცა იმ პერიოდში „გენტმა“ პრობლემები […]
დარჩება თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე ჰამბურგში?
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე ნაბიჯ-ნაბიჯ ფორმაში შესვლას აგრძელებს. “ჰამბურგის” ახალწვეულმა თავი საწყის ორ მატჩში საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და გულშემატკივრის მოწონებაც დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ფეხბურთელს ორიდან არცერთ მატჩში ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია და არც აქტიური ქმედება განუხორციელებია, ეფექტური თამაშით ქომაგების ყურადღება მიიპყრო და გერმანული სპორტული მედიის ყურადღების ეპიცენტრშიც აღმოჩნდა. “დარჩება თუ არა “გენტის” […]