გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მიხაელ ბალაკი არ გამორიცხავს, რომ ,,უნიონ ბერლინს” ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის მოგება შეუძლია: ,,ალბათ, ,,უნიონის” შესაძლო ჩემპიონობაზე საჯაროდ საუბარი თავხედობა იქნებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საჩემპიონო რბოლაში ისეთი ძლიერი კონკურენტი ჰყავს, როგორიც მიუნხენის ,,ბაიერნია”, რომელიც ბუნდესლიგაში წლებია დომინირებს. მაგრამ, ოცნება შეიძლება, რატომაც არა?! როგორც წარსულმა გვიჩვენა, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ამაში 1998 წელს […]