27 წლის წინ: პირველი ევროპული გამარჯვება დამოუკიდებელ ქართულ საკლუბო ფეხბურთში (ვიდეო)
ზუსტად 27 წლის წინ, 1993 წლის 18 აგვისტოს, დამოუკიდებელმა ქართულმა ფეხბურთმა, საკლუბო დონეზე პირველი საერთაშორისო გამარჯვება იზეიმა. ეს თბილისში, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრაში, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” მოხდა. “დინამო თბილისის” მეტოქე “ლინფილდი” გახლდათ – ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი, რომელთანაც ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა სტუმრად ფრე – 1:1 ითამაშა. მატჩი მასპინძლებმა სწრაფი გოლით დაიწყეს […]
2 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
2021 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთის ქალაქ პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. საინტერესოა, როგორია აღნიშნული თარიღი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. თუ ისტორიას გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ “ჯვაროსნებისთვის” 2 ივნისი წარუმატებელი მატჩებით გახდა დასამახსოვრებელი და იმედი გვაქვს, რუმინეთთან მატჩში ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ნავსის გატეხვას მოახერხებენ. აქამდე, 2 ივნისს საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე […]
ურთიერთშეხვედრების ისტორია: როგორი მეტოქეა რუმინეთი?
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” მეტოქე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული გუნდია, რადგან ისტორიაში ჩატარებული 7 მატჩიდან საქართველომ გამარჯვების მოპოვება ვერცერთში მოახერხა. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ ოფიციალური შეხვედრის სტატუსით, ხუთჯერ კი ამხანაგურად დაუპირისპირდნენ და რუმინელებმა გამოკვეთილი უპირატესობის მოპოვება შეძლეს: 5 მოგება, 2 ფრე. საქართველოსა […]
6 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
2021 წლის 6 ივნისს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ისტორიაში პირველად, ევროპის 1988 წლის ჩემპიონს და მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონ (1974, 1978 და 2010) ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. საინტერესოა, როგორი თარიღია 6 ივნისი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ეროვნულ გუნდის ისტორიაში ამ დღით 5 მატჩი თარიღდება, საიდანაც “ჯვაროსნებმა” 2 მოიგეს, სამში კი […]