ეროვნული ლიგა: X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
აპრილი 28, 2021
63
საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე წრე ზესტაფონში, ქობულეთის “შუქურასა” და გორის “დილას” შორის ფრედ დასრულებული (1:1) შეხვედრით დაიწყო, რომელშიც გოლები მიხეილ სარდალიშვილმა და რევაზ ჩიტეიშვილმა გაიტანეს. ანალოგიური ანგარიშით დასრულდა ბათუმის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” მატჩი, სადაც გოლები ბენჟამინ ტეიდმა და ლუკა ქაფიანიძემ გაცვალეს. გამარჯვება ვერ შეძლო ვერც მეორე “დინამომ” – თბილისელებმა წყალტუბოში, “სამგურალთან” სერგო კუხიანიძისა და გიორგი […]