ეროვნული ლიგა: V ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური რამდენიმე გამორჩეული მატჩით გახდა დასამახსოვრებელი, ხუთიდან სამ შეხვედრას გამარჯვებული ჰყავდა, ორში კი ფრე დაფიქსირდა. საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე სათამაშო კვირა ორი დღისგან შედგებოდა. 20 მარტს სამი მატჩი გაიმართა’, 21-ში კი დარჩენილი ორი. ტური ეროვნულ ლიგაში მიმდინარე სეზონში დაწინაურებული ორი დასავლური კლუბის დაპირისპირებით დაიწყო – ზესტაფონში, “შუქურამ” “სამგურალს“, მიხეილ სარდალიშვილისა და გიორგი […]
ეროვნული ლიგა: IV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მეოთხე ტური უხვგოლიანი და დაძაბული გამოვიდა. წინა ტურში ნაჩვენები დაბალი შედეგისა და ხუთ მატჩში გასული მხოლოდ 2 გოლის შემდეგ, 19-გოლიანი სათამაშო კვირა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი ისეთი გუნდი, რომელმაც კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ეს გუნდი ბათუმის “დინამო” გახლდათ, რომელმაც გორში, “სამტრედიას” ორი გოლი გაუტანა და თავად რომ არ გაუშვა, მეტწილად, ლაზარე კუპატაძის დამსახურება […]
ეროვნული ლიგა: II ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური, სამტრედიაში, ადგილობრივი კლუბისა და გორის “დილას” დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაუშვეს. პირველ სათამაშო დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა და ჩემპიონობის მაძიებელმა ორმა “დინამომ” ითამაშა. თბილისელებმა, ქუთაისში, სტუმრად, “ტორპედო” ქართულ დერბიში – 2:0 დაამარცხეს, ხოლო ბათუმელებმა, გორში, ნომინალური მასპინძლის რანგში, აჭარული დერბი ქობულეთის “შუქურასთან” ფრედ – 1:1 დაასრულეს. […]
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი საინტერესოდ იწყება. უკვე მეორე ტურში, ქართული დერბი შედგა და მასში ერთმანეთს ქვეყნის ორი ყველაზე წარმატებული კლუბი, ქუთაისის “ტორპედო” და “დინამო თბილისი” დაუპირისპირდნენ. პრინციპული მეტოქეების შეხვედრას ამჯერად ქუთაისმა უმასპინძლა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით – 2:0 დასრულდა. ტრადიციულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმაშია ერთი თუ მეორე გუნდი, […]
ტრანსფერი – დინამო თბილისში სერბი ნახევარმცველი ითამაშებს
“დინამო თბილისი” ახალი სეზონის დაწყებისთვის ემზადება. გიორგი ნემსაძის გუნდი კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდა. 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი მილან რადინი ამიერიდან დედაქალაქელთა მაისურს მოირგებს. როგორც ცნობილია, გამოცდილმა სერბმა “დინამო თბილისთან” 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გეტყვით, რომ მილანი ბოლოს სამშობლოში, სერბეთის სუპერ ლიგაში, “ინჯიიას” რიგებში თამაშობდა. რადინმა მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა. 29 წლის ნახევარმცველს სხვადასხვა დროს […]