იტალიურ მედიაში მილანის მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება
“მილანი” ლონდონის “ჩელსის” შემტევის, ჰაკიმ ზიეჩის გადაბირებაზე მუშაობს. ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მაროკოელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “როსონერის” მთავარი სამიზნე იქნება. გუნდებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და “მილანში” დარწმუნებულები არიან, რომ გარიგება შედგება. ზიეჩს “ჩელსისთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 29 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში “არისტოკრატების” მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 8 გოლი […]
მატიე ფლამინი – ფეხბურთელი, მეწარმე, ლიდერი
მატიე ფლამინიმ საფეხბურთო სამყაროს თავი ტოპ ლიგებში თამაშით დაამახსოვდა. “არსენალი,” “მილანი,” “მარსელი,” “ხეტაფე” – ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომელთა ღირსებასაც ფრანგი ფეხბურთელი წლების განმავლობაში იცავდა. სპორტული კარიერის პარალელურად, იგი ბიზნესითა და გარემოსდაცვითი საკითხებითაც აქტიურად იყო დაკავებული – 2008 წელს ფლამინიმ კომპანია GFBiochemicals დააარსა, რომელიც ქიმიური რეაქციების დამაჩქარებელ, ეკოლოგიურად სუფთა გამხსნელს აწარმოებს. ასევე, ევროპის 4 უნივერსიტეტთან […]
“ნაპოლიმ ტალანტი იუვეს, მილანს და სხვა გრანდებს წაართვა” – რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიას ტრანსფერზე?
საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. 1 ივლისს 21 წლის ქართველი ნეაპოლში უნდა ჩავიდეს და გუნდს შეუერთდეს, უახლოეს პერიოდში კი მისი წარდგენის ოფიციალური ნაწილიც უნდა შესრულდეს. კვარაცხელიას ტრანსფერს იტალიური მედია აქტიურად ეხმაურება და რამდენიმე საინტერესო სტატიასაც აქვეყნებს. “ნაპოლიმ” იყიდა ფეხბურთელი, რომელიც წარსულში ერთი ნაბიჯით იყო დაშორებული “იუვენტუსისგან” და მასთან კონტრაქტის გაფორმება […]
ჰარვი ესაიას სახელი ფეხბურთის ძალიან ღრმად მცოდნე გულშემატკივარსაც აღარ ახსოვს. არადა, მისი ისტორია ორიგინალური და საინტერესო დეტალებით არის სავსე – ის არის ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდობა ზეედორფთან, კლუივერტთან და კანუსთან ერთად გაატარა, შემდეგ ფეხბურთის თამაშს თავი დაანება და მოგვიანებით, კვლავ საფეხბურთო მოედანზე გადაინაცვლა – “მილანში” მას რეკომენდაცია ზეედორფმა გაუწია, ნებართვა კი თვით კარლო ანჩელოტისგან მიიღო. ფეხბურთი […]
სერია ა-ს 2021-2022 წლების სეზონში სატელევიზიო უფლებების გაყიდვით ,,ინტერმა” 84,2 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. გამომუშავებული თანხები დამოკიდებულია სტადიონზე მაყურებელთა დასწრებისა და DAZN-ის პლატფორმაზე მატჩების ნახვების რაოდენობაზე, ასევე, გუნდების სპორტულ შედეგებზე. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ,,ნერაძურიმ” მიღებული თანხიდან (84,2 მილიონიდან) 17,6 მილიონი ევრო გამოიმუშავა როგორც საუკეთესო დასწრების მქონდე გუნდმა. მეორე ადგილზე […]
ჩელსის დირექტორად ვეტერან ბრაზილიელს განიხილავენ
ცნობილი და პრესტიჟული იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” დირექტორის თანამდებობა შესაძლოა ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, მაქსველმა დაიკავოს. წყაროს ცნობით, “არისტოკრატების” ახალი მფლობელი აღნიშნულ თანამდებობაზე ბევრ კანდიდატს განიხილავს, მათ შორის “ლივერპულის” სპორტულ დირექტორ მაიკლ ედუარდსს, ერთ-ერთი ლიდერი კი ამ სიაში ბრაზილიელია. მაქსველმა, რომელიც “აიაქსის”, “ბარსელონას”, “მილანის”, “ინტერის”, “ემპოლის” და “პსჟ-ს” შემადგენლობაში თამაშობდა და ყველა […]
ჰაკან ჩალჰანოღლუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაპირისპირებას დასასრული არ უჩანს. შვედი და თურქი ვარსკვლავების “მტრობა” გასულ წელს, ამ უკანასკნელის “ინტერში” გადასვლის შემდეგ დაიწყო. 2021 წლის 22 ივნისს, ჩალჰანოღლუ “ინტერს” შეუერთდა – თურქმა ნახევარმცველმა “ნერაძურისთან” 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და სკუდეტოს მოგების იმედი გამოთქვა. 2021/22 წლების სეზონი “მილანის” ტრიუმფით დასრულდა – “როსონერიმ” ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნანატრი სკუდეტო […]
შენგელიას ვირტუსი იტალიის ჩემპიონატის ფინალში მილანთან დამარცხდა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-6 შეხვედრაში ,,მილანმა” ,,ვირტუსი” 17-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 81:64 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში 29-ედ გახდა. ეტორე მესინას გუნდმა სერია 4:2 დახურა. ბოლონიელთა ძირითად ხუთეულში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც 20 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. თოკომ 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. ,,მილანს” […]
დივოკ ორიჯი “ლივერპულს” დატოვებს
ფაბრიციო რომანოს თქმით, დივოკ ორიჯი მომავალ კვირას მილანში გაფრინდება, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და “მილანთან” კონტრაქტს მოაწეროს ხელი. მას შემდეგ, რაც 2014 წელს ლივერპულში გადავიდა, ორიჯიმ ორჯერ დატოვა მერსისაიდი. ის მაშინვე დაუბრუნეს “ლილს” და 2017/2018 წლების სეზონი გერმანულ “ვოლფსბურგში” გაატარა. მისი გადასვლა მილანში იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ბელგიელი “ლივერპულს” სამუდამოდ დატოვებს. 27 წლის ფეხბურთელს ჯერ […]
მარკო ასენსიო რეალთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
მარკო ასენსიო მზადაა “რეალი” დატოვოს. მადრიდული გუნდი რთულ მდგომარეობაშია. ესპანელი ფეხბურთელი, კონტრაქტის არგახანგრძლივების შემთხვევაში, გუნდს უფასოდ დატოვებს. “რეალს” კი სურს ასენსიო, მინიმუმ, 30 მილიონ ევროდ გაყიდოს. ასენსიოს მსურველთა სიაში ბევრი გუნდია, თუმცა ყველაზე რეალური “მილანის” ვარიანტია. ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ მალდინიმ უკვე შესთავაზა კარლო ანჩელოტის მოლაპარაკებების დაწყება. მილანელების გარდა, ესპანელით “იუვენტუსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “არსენალი” და […]
შენგელიამ იფრინა, “ვირტუსმა” სერიაში ანგარიში გაათანაბრა
კალათბურთში იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერია გრძელდება – სერიის მეორე მატჩში თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა” “მილანს” კვლავ შინ, ბოლონიის “სეგაფრედო არენაზე” უმასპინძლა და პირველი შეხვედრისგან განსხვავებით გამარჯვება მოახერხა ანგარიშით 75:68. ბოლონიელთა გამარჯვებაში ლომის წილი სწორედ საქართველოს ნაკრების კაპიტანს ეკუთვნის – პარკეტზე გატარებულ 31 წუთში თოკომ 22 ქულას, 8 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი, რაც ორივე […]
პაოლო მალდინიმ მილანის მომავალზე ისაუბრა
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა და “მილანის” სპორტულმა დირექტორმა – პაოლო მალდინიმ, ცნობილი იტალიურ გამოცემასთან, “Gazzeta”-სთან კლუბის მომავალზე საუბრა. ლეგენდარული ფეხბურთელი ძირითადად ოთხ თემას შეეხო. “ახლა იმისათვის, რომ “მილანი” კიდევ უფრო გაძლიერდეს და ჩემპიონთა ლიგაზე კარგი შედეგისთვის ვიფიქროთ, გვჭირდება 3 ძლიერი, კარგი და ხარისხიანი ტრანსფერი. ჩვენ თუ ამას ვიზამთ, შეგვიძლია დავიწყოთ დიდი გამარჯვების ციკლი. იმასთან დაკავშირებული ჭორები, […]