64 წლის ასაკში, იტალიელი ლეგენდა პაოლო როსი გარდაიცვალა. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი, დაავადებასთან ხანგრძლივ ბრძოლაში დამარცხდა. პაოლო როსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია RAI Sport-მა გაავრცელა, სადაც ლეგენდარული ფეხბურთელი საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობდა. “იუვენტუსისა” და “მილანის” ყოფილმა შემტევმა, 1982 წელს, ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ტრიუმფში ლომის წვლილ შეიტანა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან ერთად ოქროს ბურთის მფლობელიც […]