ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ევროპა ლიგაზე “მილანი” “ბოდო-გლიმტს” დაუპირისპირდება, იტალიური გუნდის ფეხბურთელებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ. იტალიური მედიის ცნობით, სწორედ ამ ტესტირებისას 38 წლის შვედის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ჯერჯერობით უცნობია, დაინფიცირდნენ თუ არა “მილანის” სხვა წევრები.
ზლატანი – თავს ბენჟამინ ბატონივით ვგრძნობ, ყოველდღიურად ვახალგაზრდავდები
39-წლის შვედმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ კარიერის დასრულება სერიოზულად ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და “მილანში” დაბრუნება ისურვა. ზლატანის დაბრუნების შემდეგ, “როსონერი” ბრწყინვალედ ასპარეზობს. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში “მილანი” პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარს 5-ქულიანი უპირატესობით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ ბომბარდირთა დავას სათავეში 39-წლის შვედი ფორვარდი უდგას. “მილანში დაბრუნებისას დასმული პირველივე კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: ყველა […]
ზლატანი FIFA-ს – ვინ მოგცათ ჩემი სახელით თანხის გამომუშავების უფლება?
ზლატანი მორიგი საფეხბურთო ვარსკვლავია, რომელიც EA Sports-ს აკრიტიკებს. FIFA ამჯერად არა გეიმფლეის, არამედ სხვა მიზეზის გამო დაიწუნეს. 39 წლის შვედი ფეხბურთელის განცხადებით, საფეხბურთო ვიდეოთამაშში მისგან სახელისა და სახის გამოყენების უფლება არავის აუღია. “ჩემი სახელისა და სახის გამოყენების უფლება EA Sports-ს ვინ მისცა? FIFPro?-მ (პროფესიონალი ფეხბურთელების საერთაშორისო ასოციაცია). FIFPro-ს წევრი არ ვიყავი და თუ ვარ, მაშინ […]
ზლატანი დაშავდა – შვედის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
“მილანის” ლიდერი და გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა ზლატან იბრაჰიმოვიჩი სავარაუდოდ, ერთ თვეს გამოტოვებს. “როსონერის” მიერ სეზონის წარმატებული სტარტით დაწყების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი “შავ-წითლებს” შემდეგი 3 ან 4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. შვედი ფორვარდის უქმობის მიზეზი “ნაპოლისთან” – 3:1 მოგებულ შეხვედრაში მიღებული მარცხენა თეძოს ტრავმაა, რომელზე ჩატარებულმა გამოკვლევამაც პასუხი ორშაბათს დილით აჩვენა. იმ პერიოდის განმავლობაში, როცა […]
ზლატანი იტალიაში უფრო რეალურია
ზლატან იბრაჰიმოვიჩის ევროპაში დაბრუნების შანსი კიდევ უფრო იზრდება. ამერიკული მედია საშუალებები შვედი თავდამსხმელის “ლოს ანჯელეს გალაქსიდან” წასვლის შესახებ წერენ და მას იტალიის ჩემპიონატს, კერძოდ კი “მილანს” უკავშირებენ. ყოფილ კლუბსა და 38 წლის თავდამსხმელს შორის მოლაპარაკებების პროცესი უკვე ბოლო რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, ზლატანი შეთავაზებულ პირობებზე თანახმაა, “როსონერის” “ატალანტასთან” გამანადგურებელი მარცხის (0:5) შემდეგ კი კლუბის დაინტერესება ფორვარდის დამატებასთან […]
ზლატანი სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის “მილანში” დაბრუნდება კიდევ უფრო რეალური ხდება. შვედი თავდამსხმელის მიერ “ლოს ანჯელეს გალაქსის” დატოვების შემდეგ, იბრა არაერთ იტალიურ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ყველაზე ხშირად “როსონერის” სახელი ჟღერდება. ამჯერად, Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ ზლატანის მეუღლე ელენას სწორედ დიზაინის დედაქალაქში დაბრუნება სურს. პარალელურად, “ბოლონია” იბრაჰიმოვიჩის დამატებას ყველა შესაძლებლობით ცდილობს, მათ შორის გუნდის მთავარი მწვრთნელის სინიშა მიხაილოვიჩისა […]
ზლატანი ყოფილ კლუბში დაბრუნებასთან ახლოსაა – იტალიელების ოცნების ფეხბურთელი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა იტალიის სერია A-ში დაბრუნდეს. გამოცდილ შვედ თავდამსხმელს “ლოს ანჯელეს გალაქსისთან” კონტრაქტი დეკემბერში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, პარალელურად კი მისი დაბრუნებით ყოფილი კლუბი – “მილანია” დაინტერესებული. მას მერე, რაც 38 წლის ფეხბურთელის გუნდი MLS-ის ფლეი-ოფში დამარცხდა და სეზონი დაასრულა, ზლატანმა ამერიკის დატოვებაზე მიანიშნა და თქვა, რომ ევროპაში დაბრუნებას არ გამორიცხავს. ბოლო რამდენიმე […]
11 წლის შემდეგ, მილანმა სერია A პირველად მოიგო. ტრიუმფამდე სვლის ერთ-ერთი მთავარი, მამოძრავებელი ძალა ზლატან იბრამივიჩი გახლდათ. თუმცა შვედი ფეხბურთელის თქმით, მიზნამდე სვლა ძალიან მტკივნეული იყო. No pain, no gain – ტკივილის გარეშე შედეგს ვერ მიაღწევ. შვედმა თავდამსხმელმა სოციალურ მედიაში გაამხილა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გარეშე ითამაშა. “გავიკეთე 20-ზე […]
ზლატანი: ,,ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგა არ მომიგია, უფრო ცუდ ფეხბურთელად არ მაქცევს”
,,მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, France Football-თან საუბარში, განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ვერმოგებაზე არ ნერვიულობს: – რამეს ნანობთ? – არა! ყველაფერი რაც ცხოვრებაში მოხდა, უნდა მომხდარიყო. – არც ჩემპიონთა ლიგის ვერმოგებას? – ფიქრობთ, რომ ლიგის მოგების შემთხვევაში უკეთესი ფეხბურთელი ვიქნებოდი? – სულაც არა… ეს ტურნირი ბრაზილიელ რონალდოსაც არ მოუგია… – ასეა. რომ მომეგო, შესანიშნავი იქნებოდა. თუმცა, […]
ზლატანი: ,,ოქროს ბურთი მაკლია? პირიქით, ოქროს ბურთს ვაკლივარ მე”
,,მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, უპასუხა შეკითხვას – აკლია თუ არა მის კარიერას ,,ოქროს ბურთი”? ,,ოქროს ბურთი მაკლია? არა, პირიქით! ,,ოქროს ბურთს” ვაკლივარ მე! თუ ვსაუბრობთ სათამაშო თვისებებზე, რონალდუ და მესი ჩემზე უკეთესები არ არიან. თუ ტიტულებს გავითვალისწინებთ, მაშინ დიახ, ჩემპიონთა ლიგა არ მომიგია. არ ვიცი, რა კრიტერიუმები არსებობს ,,ოქროს ბურთის” მინიჭებისთვის. ამავდროულად, ფეხბურთელი ვერ იქნება […]
ზლატანი: „ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ, ევროპაში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ“
38 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ გამორიცხავს, რომ ევროპულ ფეხბურთში დაბრუნდეს. გამოცდილი შვედი ფორვარდი მიიჩნევს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში წარმატებით გამოსვლა. „ისევ ვითამაშებდი თუ არა სერია A-ში? დიდი სიამოვნებით. რა თქმა უნდა, ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უნარ-ჩვევა მაქვს იმისთვის, რომ იტალიის ან სხვა მაღალი დონის ჩემპიონატში […]
ზლატანის და მესიასის გარეშე? – მილანი ნაპოლის წინააღმდეგ დანაკლისის რისკის ქვეშ დგას
იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “მილანს” უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩში სტუმარი გუნდი რამდენიმე ლიდერის დაკარგვის რიკის ქვეშ დგას. კერძოდ, არსებობს იმის დიდი შანსი, რომ “მილანს” მთავარი ვარსკვლავი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დააკლდეს. ამავე დროს, 22 წლის ქართველი ვარსკვლავის გუნდის წინააღმდეგ მატჩის გამოტოვების საფრთხე ჟუნიორ მესიასსაც ემუქრება. გადაწყვეტილია, რომ ტრავმის გამო “მილანს” პიერ […]