იაზიჩის გოლი მილანის კარში (ვიდეო)
იბრა მილანში გადასვლას განიხილავს
იტალიური მედიის თანახმად, ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანში” დაბრუნებას განიხილავს – მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შვედი ფეხბურთელი “როსონერის” ზამთარში დაუბრუნდება. 37 წლის თავდამსხმელს MLS-ში ჩატარებულ 25 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი, თუმცა იბრას გატანილი გოლების მიუხედავად, “გალაქსი” პლეი-ოფში მაინც ვერ მოხვდება – გუნდს 32 მატჩში 60 გოლი აქვს გაშვებული. “მილანის” სპორტული დირექტორის, ლეონარდოს განცხადებით, გუნდის მთავარი ფორვარდები […]
იბრამ ლეაოს კონტრაქტზე იხუმრა: ,,მის გამო თითქმის უფასოდ ვთამაშობ, ჩემი სახლიც უნდა?”
,,მილანის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რაფაელ ლეაოსა და ,,როსონერის” შორის ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ხუმრობით გამოეხმაურა: ,,მის გამო ხელფასი შევიმცირე, თითქმის უფასოდ ვთამაშობ. ჩემი სახლიც უნდა?” – თქვა ზლატანმა DAZN-თან ინტერვიუში. გასული წლის ბოლოს დაიწერა, რომ ლეაოს ,,მანჩესტერ სიტი” ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს სთავაზობდა, რაც მის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე ორჯერ მეტია. მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელის […]
იბრას ეფექტი: მილანს ბოლო სამ წელიწადში საუკეთესო პერიოდი აქვს
იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში, “ტორინოსთან” გამარჯვების (1:0) შემდეგ, “მილანმა” ყველა ტურნირზე, საშინაო არენაზე წაუგებელი სერია ცხრა მატჩამდე გაზარდა. ასეთი წარმატებული პერიოდი “როსონერის” 2017 წლის იანვრის შემდეგ არ ჰქონია. ბოლოს, “შავ-წითლები” “სან სიროზე” 3 ნოემბერს, რომის “ლაციოსთან” (1:2) დამარცხდნენ. სტეფანო პიოლის გუნდმა სერია A-ს 23-ე ტურშიც წააგო, თუმცა “ინტერთან” (2:4) წაგებულ შეხვედრაში “მილანი” ნომინალური მასპინძელი იყო. […]
იბრაჰიმოვიჩი – რაიოლას ყველაზე ცუდი კლუბის შერჩევა ვთხოვე და ასე აღმოვჩნდი მილანში
“მილანისა” და შვედეთის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდა – ზლატან იბრაჰიმოვიჩი CorSera-სთან საუბარში უჩვეულო ისტორიას იხსენებს და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად “ნაპოლიში” გადასვლა სურდა, თუმცა ნეაპოლიტანური კლუბიდან კარლო ანჩელოტის გაშვების შემდეგ, “მილანში” გადასვლა გადაწყვიტა. “მარადონას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ, “ნაპოლიში” გადასვლა და მათთან ერთად სკუდეტოს მოგება გადავწყვიტე – ისევე, როგორც დიეგომ. ტრანსფერი პრაქტიკულად შეთანხმებული იყო, თუმცა […]
იბრაჰიმოვიჩი 7-8 თვეს გამოტოვებს – მან შესაძლოა კარიერა დაასრულოს
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო იტალიელი ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს და ოპერაციის შემდეგ 7-8 თვეს გამოტოვებს. სწორედ ამ პერიოდში იგი გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა საფეხბურთო კარიერას. Zlatan Ibrahimović won’t be available at least for the next 7-8 months after undergoing knee surgery, AC Milan announce. 🚨🇸🇪 […]
იბრაჰიმოვიჩი და მილანი შეთახნმდნენ – კონტრაქტის პირობები ცნობილია
იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო შირა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და “მილანი” კონტრაქტის 2021 წლამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. მისივე ცნობით, შვედი თავდამსხმელი ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 500 000-ს ბონუსი დაემატება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ “როსონერი” ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, თანხა გაორმაგდება. 38 წლის თავდამსხმელი “მილანში” პირველად 2010-12 წლების სეზონში გამოდიოდა, მიმდინარე წლის ზამთარში კი […]
იბრაჰიმოვიჩი იუვენტუსთან მატჩს გამოტოვებს
“მილანის” ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ოთხშაბათს გასამართ პრინციპულ მატჩს გამოტოვებს, სადაც “როსონერი” ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდება. მიმდინარე სეზონში, 39 წლის ზლატანი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა. “მილანის” მაისურით, მან ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 11 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. ისიც აღსანიშნავია, რომ სერია ა-ს 6 მატჩში ზლატანმა 10 გოლი […]
იბრაჰიმოვიჩი ლუკაკუსთან კონფლიქტის შემდეგ: “ზლატანის სამყაროში რასიზმის ადგილი არ არის”
კოპა იტალიას მეოთხედფინალში, სადაც “დერბი დელა მადონინა” შედგა, “ინტერმა” “მილანს” – 2:1 აჯობა. მატჩის მიმდინარეობისას, ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდლეები, რომელუ ლუკაკუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუპირისპირდნენ. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელებმა ერთმაენთის ოჯახის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურეს. ინციდენტის შემდეგ, რომელმაც მთელი მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოება მოიცვა, შვედმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში რასიზმის საწინააღმდეგო პოსტი განათავსა. “ზლატანის სამყაროში რასიზმის […]
იბრაჰიმოვიჩი მილანს დაუბრუნდა – შვედი ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ემზადება
“მილანის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კლუბის საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, შვედი თავდამსხმელი აშშ-ში გატარებული რამდენიმე თავისუფალი დღის შემდეგ კლუბს დაუბრუნდა და მოედანზე დასაბრუნებლად მომზადება განაახლა. მიღებული ტრავმის შემდეგ, ზლატანის მიზანია, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლონდონის “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გასამართ მატჩებში მონაწილეობა მიიღოს. აღნიშნული შეხვედრებისთვის მოსამზადებლად, 41 წლის შვედმა ფორვარდმა სამედიცინო კვლევებიც ჩაიტარა. იტალიაში […]
იბრაჰიმოვიჩი მოედანს უბრუნდება
იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში სერია ა-ს ლიდერი “მილანი” “ტორინოს” უმასპინძლებს. “მილანის” გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გახდა ცნობილი: გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, 39 წლის შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუბრუნდა ტრავმის შემდგომ. ზლატანი “ტორინოსთან” გასამართი შეხვედრის განაცხადში მოხვდა. მიმდინარე სეზონში 39 წლის ზლატანი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა. “მილანის” მაისურით მან ყველა ტურნირზე 10 მატჩი ჩაატარა, სადაც 11 გოლის გატანა და […]
იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა შვედეთის ნაკრებში დაბრუნდეს
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა შვედეთის ნაკრებში დაბრუნდეს. ამის შესახებ თავად “მილანის” თავდამსხმელის სოციალური ქსელიდან ვიგებთ. 39 წლის ფორვარდმა Twitter-ში შვედეთის ეროვნული გუნდის მაისურით გადაღებული ფოტო განათავსა, წარწერით: “დიდი ხანია არ შევხვედრივართ”. Long time no see pic.twitter.com/1VQR3PMh4s — Zlatan Ibrahimović (@Ibra_official) November 2, 2020 ზლატანს შვედეთის ნაკრებში 116 მატჩი აქვს ჩატარებული და 62 გოლი გატანილი. ბოლოს სკანდინავიური […]