ხვიჩა კვარაცხელია “მილანს” კიდევ ერთხელ დაუკავშირეს. როგორც იცით, გუშინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანურმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი შეათანხმა. ახლახანს, “როსონერისთან” დაახლოებულმა იტალიელმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. დანიელე ლონგოს თქმით, კლუბს ხვიჩას მიმართ მიდგომა არ შეუცვლია – კვარაცხელია “მილანის” სკაუტების ინტერესთა სფეროშია, თუმცა სერიოზული ჯერ არაფერია. შეგახსენებთ, რომ […]