კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე იტალიური გრანდებიდან მეგობრები დაუკავშირდნენ და მისი აზრით დაინტერესდნენ. „ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რა სურს ამა თუ იმ კლუბს. მე პირადად მქონდა მალდინისთან („მილანის“ ტექნიკური დირექტორი) საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან („ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი) – „ნაპოლის“ მის ყიდვასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი ჰქონდა. ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან და […]