ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული – რომელუ ლუკაკუმ ნეიმარს გადაასწრო
მას მერე, რაც ლონდონის “ჩელსიმ” 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ მილანის “ინტერიდან” რომელუ ლუკაკუ დაიმატა, ბელგიელი თავდამსხმელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. კარიერის განმავლობაში, “არისტოკრატების” ახალწვეულისთვის სხვადასხვა კლუბებმა, საერთო ჯამში, 327.56 მილიონი ევრო გადაიხადეს. პირველ ჯერზე, “ჩელსის” ლუკაკუს შეძენა 15 მილიონი დაუჯდა, მათგან იჯარისა და კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის ჯამში, “ევერტონმა” ბელგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირში […]
სუპერ-მატჩი: გიორგი მამარდაშვილის ყველა მომენტი მილანის წინააღმდეგ (ვიდეო)
მამარდაშვილის საოცარი სეივი მილანთან | VIDEO
დიდი გამოცდა მამარდაშვილს – გიორგი მილანთან სასტარტო შემადგენლობაშია
გიორგი მამარდაშვილი დღეს “მილანთან” მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს. “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა გადაწყვიტა, რომ 20 წლის ქართველ მეკარეს ამხანაგურ მატჩში კიდევ ერთი შანსი მისცეს. მამარდაშვილი, რომელიც ესპანურ კლუბს სულ ცოტა ხნის წინ, “დინამო თბილისიდან” იჯარით შეუერთდა, შესანიშნავად გამოიყურება. განვლილი მატჩების დამაჯერებლად ჩატარების გამო, “ვალენსიამ” გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა ქართველი მთავარ გუნდში ათამაშოს. “ვალენსიასა” და “მილანს” […]
მილანს ოფიციალური შეთავაზება არ აქვს – კვარაცხელიათი პრემიერ ლიგის გრანდი დაინტერესდა
იტალიური მედიასაშუალებები Sky Sports Italla-ზე დაყრდნობით წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას “მილანში” ტრანსფერი უდიდესი ალბათობით, არ შედგება. აღსანიშნავია, რომ “როსონერის” ყაზანის “რუბინის” ქართველი შემტევი ნახევარმცველის მისამართით ინტერესი ნამდვილად აქვს, თუმცა რუსული კლუბისთვის 20 წლის ტალანტის კონტრაქტის გამოსყიდვასთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება ჯერჯერობით არ გაუგზავნია. თუმცა, იწერება, პრემიერ ლიგური კლუბის დაინტერესების შესახებ. ვრცელდება ცნობა, რომ ქართული ფეხბურთის ამომავალი […]
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაახასიათა
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც “მილანის” გულშემატკივარია, “როსონერის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის და არამხოლოდ, შვედი ფორვარდი ყველასთვის ძალიან მაღალ სტანდარტს წარმოადგენს და იგი მისი დიდი მეგობარია. “მე ყოველთვის “მილანს” ვგულშემატკივრობ დად იმედი მაქვს ისინი შეძლებენ წარმატების მიღწევას ჩემპიონთა ლიგასა და სერია A-ში. ზლატანი ჩემი დიდი მეგობარია. ის საოცარი მეომარი […]
იტალიელი ჟურნალისტი – მილანი ხვიჩას აკვირდება, მოლაპარაკება არ მიმდინარეობს
ხვიჩა კვარაცხელია “მილანს” კიდევ ერთხელ დაუკავშირეს. როგორც იცით, გუშინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანურმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი შეათანხმა. ახლახანს, “როსონერისთან” დაახლოებულმა იტალიელმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. დანიელე ლონგოს თქმით, კლუბს ხვიჩას მიმართ მიდგომა არ შეუცვლია – კვარაცხელია “მილანის” სკაუტების ინტერესთა სფეროშია, თუმცა სერიოზული ჯერ არაფერია. შეგახსენებთ, რომ […]
რუსული მედია – კვარაცხელიამ მილანთან კონტრაქტი შეათანხმა
იტალიური მედია რუსულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ “მილანთან” კონტრაქტი შეათანხმა. football-italia-ს თანახმად, ტრანსფერში გუნდებს დახმარება გაუწია საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “როსონერის” ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ. გარდა ამისა, კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მისი შვილი რუსეთში ზაფხულის შემდეგ აღარ ითამაშებდა. ჯერჯერობით შეთანხმების არც ერთი დეტალი ცნობილი არაა. შეგახსენებთ, რომ “რუბინი” […]
ოფიციალურად – ოლივიე ჟირუ კარიერას მილანში გააგრძელებს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ კარიერას ,,მილანში” გააგრძელებს. ინფორმაციას ,,როსონერის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. იტალიური პრესის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელმა ,,მილანთან” 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ფრანგი ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ჟირუს ბოლო გუნდი ლონდონის ,,ჩელსი” იყო, სადაც ფორვარდმა გასულ სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. Official Statement: @_OlivierGiroud_ ➡ https://t.co/yIFnb4fswv Comunicato Ufficiale: Olivier Giroud […]
ოფიციალურად | პსჟ-მ ჯანლუიჯი დონარუმა წარადგინა
“პსჟ”-მ მოქმედი ევროპის ჩემპიონი, 22 წლის ჯანლუიჯი დონარუმა დაიმატა. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად “პსჟ”-მ დაადასტურა. Le Paris Saint-Germain est heureux d’annoncer l’arrivée dans son effectif de Gianluigi Donnarumma. Le gardien de but italien a signé un contrat de cinq ans et est lié au Club jusqu’au 30 juin 2026.#WelcomeGigio — Paris Saint-Germain (@PSG_inside) […]
“რუბინში დარჩენის შემთხვევაში, მოხარული ვიქნები” – ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ქართული ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, საკუთარი კარიერული მომავლის შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა შემდეგ სეზონშიც ყაზანის “რუბინის” მაისური მოირგოს. “ოთხშაბათს “სპარტაკის” წინააღმდეგ სათამაშოდ მივდივარ. მე კვლავ “რუბინის” ფეხბურთელი ვარ. არ ვიცი რა იქნება მომავალში. მე ასევე მიყვარს ყაზანი. თუ “რუბინში” დავრჩები, მოხარული ვიქნები”, – თქვა 20 წლის ქართველმა შემტევმა. ცოტა ხნით ადრე, […]
დონარუმა სათადარიგოთა სკამზე | პსჟ-ს მთავარი კიპერი კვლავ ნავასი იქნება
ფრანგული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021/22 წლების სეზონში, ჯიჯი დონარუმა სათადარიგოთა სკამზე იჯდება და პარიზული გრანდის ნომერ პირველი არჩევანი კვლავ კეილორ ნავასი იქნება. “მილანთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ჯიჯი დონარუმა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. არაერთი წყაროს მტკიცებით, იტალიელ კიპერსა და პარიზულ გრანდს შორის შეთანხმება მიღწეულია და ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დონარუმა კონტრაქტს ხელს მოაწერს – […]