იტალიური მედია ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს და ბუნდესლიგას წარმომადგენელ გრანდებს უკავშირებს. sempremilan.com-ის ინფორმაციით, “მილანი” ტურინის “იუვენტუსთან” და დორტმუნდის “ბორუსიასთან” ყაზანის “რუბინის” ქართველი შემტევის გადაბირებისთვის ბრძოლაში ჩართვას აპირებს. წყარო ასევე წერს, რომ 20 წლის ქართველზე დასაკვირვებლად, “იუვენტუსის” და “მილანის” სკაუტები, 28 მარტს, თბილისში ჩამოვლენ და “დინამო არენაზე” გასამართ, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის […]