დიეგო სიმეონე ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო დეკადის (2010-20) საუკეთესო მწვრთნელთა ათეული დაასახელა. მოკლე ნუსხაში პირველი ადგილი მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელმა დამრიგებელმა დიეგო სიმეონემ დაიკავა, მეორე ადგილზე “მანჩესტერ სიტის” ესპანელი თავკაცი პეპ გვარდიოლა გავიდა, ხოლო სამეული “ლივერპულის” გერმანელმა მესაჭემ იურგენ კლოპმა შეავსო. საუკეთესო მწვრთნელთა ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. დიეგო სიმეონე 2. პეპ გვარდიოლა 3. იურგენ […]
პაოლო მალდინისა და მილანის ფანების ემოციური შეხვედრა (ვიდეო)
“როსონერის” ასობით გულშემატკივარმა 2020/21 წლების სეზონის წარმატებით დასრულების გამო, “მილანის” ფეხბურთელებსა და წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს. სოციალურ ქსელებში “მილანის” წარმომადგენლებისა და ფანების შეხვედრის ემოციური კადრები გავრცელდა. განსაკუთრებით გამორჩეული პაოლო მალდინის მიმართვა გამოდგა, რომელსაც მილანური გრანდის გულშემატკივრები ემოციურად გამოეხმაურნენ. 😍 #ACMilan fans have gathered outside Casa Milan to congratulate the team on securing a return to the […]
კრაუჩის სახალისო ისტორია: “არ ვიცოდი რომელს დავჯახებოდი – კუიტს თუ ხაბი ალონსოს”
“ლივერპულისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა, 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით ისაუბრა და საინტერესო ისტორია გაიხსენა: “ფინალის წინ, “ლივერპულის” ფეხბურთელები კარტინგზე წავედით. რბოლის დროს აღმოვაჩინე, რომ მუხრუჭი გაფუჭებული იყო. ჩემს წინ დირკ კუიტი და ხაბი ალონსო მიდიოდნენ, მე კი ჩემს თავს ვკითხე: რომელი უფრო მნიშვნელოვანია გუნდისთვის, კუიტი თუ ალონსო? საბოლოოდ კუიტს დავეჯახე,” […]
“ეს არის პირველი დიდი შეცდომა” – ზლატანმა ლებრონი გააკრიტიკა
“მილანის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი თვლის, რომ კალათბურთის ლეგენდა, ლებრონ ჯეიმსი “სპორტს უნდა ეკვროდეს” და კრიტიკულად უყურებს სპორტსმენებს, რომლებიც სოციალური აქტივისტები არიან. 39 წლის შვედმა, ცოტა ხნის წინ, სამშობლოში Discovery + -სთან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის სპორტის ვარსკვლავების მოედანს მიღმა საქმიანობაზე. Zlatan Ibrahimovic uppskattar basketspelaren Lebron James men tycker inte att han ska […]
ნესტა: “მესიმ 10 წუთში მენტალურად გამანადგურა”
ალესანდრო ნესტა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მცველია, თუმცა ლეო მესის წინააღმდეგ თამაში მისთვისაც დიდი პრობლემა იყო. “მილანის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 2011/12 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა გაიხსენა. მაშინ “როსონერი” და “ბარსელონა” ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდა – ჯგუფურ ეტაპსა და შემდგომ მეოთხედფინალში. “მე-10 წუთზე მას ფეხებში ჩავარტყი და ძალაგამოცლილი მოედანზე დავეცი. შემდეგ მან ხელი გამომიწოდა, რათა წამოდგომაში დამხმარებოდა. მიწაზე […]
ოფიციალურად: მილანმა ლილის ფეხბურთელი €35 მილიონად შეიძინა
იტალიურმა “მილანმა” 20 წლის ტალანტი, რაფაელ ლეაო €35 მილიონად შეიძინა. ლეაომ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და იტალიურ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. რაფაელ ლეაო ლისაბონის “სპორტინგის” აღზრდილი ფეხბურთელია. გასულ წელს, იგი ფრანგულ “ლილში” თამაშობდა. 26 მატჩში მან მეტოქის კარის აღება 8-ჯერ შეძლო და გუნდს ლიგა 1-ში მეორე ადგილის მოპოვებაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ დღეს “ლილმა” კიდევ […]
ჯენოა 1:2 მილანი (მიმოხილვა)
ედგარ დავიდსი მწვრთნელის რანგში სადებიუტო მატჩში მოედნიდან გააძევეს
“მილანის”, “ბარსელონას”, ტურინის “იუვენტუსის”, ამსტერდამის “აიაქსისა” და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ედგარ დავიდსი სამწვრთნელო კარიერას იწყებს, თუმცა, არც ისე სახარბიელოდ. 8 წლის განმავლობაში მოთამაშე-მწვრთნელად და ასისტენტად მუშაობის შემდეგ, ვეტერანმა ნიდერლანდელმა დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყება სცადა და პორტუგალიის რანგით მესამე დივიზიონის გუნდ “ოლაენსეს” ჩაუდგა სათავეში. დავიდსმა გუნდს პირველად 10 იანვარს, “ლუსიტანუ ევოსთან” მატჩში უხელმძღვანელა, რომელშიც მეგობრული ანგარიში […]
“ვულოცავთ ჩვენს ქართველ ლეგენდას” – მილანმა კახა კალაძეს დაბადების დღე მიულოცა
საქართველოს ნაკრების ვეტერანი კაპიტანი კახა კალაძე 27 თებერვალს 43 წლის გახდა. “დინამო თბილისის”, კიევის “დინამოს” და “მილანის” ვეტერან მცველს ყოფილმა კლუბებმა დაბადების დღე მიულოცეს, მათ შორის იტალიურმა გრანდმა. “ვულოცავთ ჩვენს ქართველ ლეგენდას. დღეს კახა კალაძე 43 წლის გახდა” – წერს “როსონერის” ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში. View this post on Instagram A post shared […]
უქმეების საუკეთესო მატჩები, რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ
შაბათ-კვირას ევროპის ტოპ ჩემპიონატებში მთელი რიგი საინტერესო და სანახაობრივი მატჩები გაიმართება. წარმოგიდგენთ მათგან ყველაზე საინტერესო მატჩებს და გირჩევთ, რომ უყუროთ: “ევერტონი” – “ლივერპული” დაწყების დრო – 15:30 საათი სტადიონი – “გუდისონ პარკი” 17 ოქტომბერს, ტოპ 5 ჩემპიონატიდან, დღის პირველი მატჩი “მერსესაიდული” დერბი იქნება. კარლო ანჩელოტის შეგირდები, რომლებიც საუცხოოდ კარგ ფეხბურთს აჩვენებენ, პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონს – […]
იგუაინის მილანური კარიერა დასასრულს მიუახლოვდა
უცხოურ პრესაში გავრცელებული ხმების თანახმად გონსალო იგუაინით ლონდონური კლუბი, კერძოდ “ჩელსია” დაინტერესებული. მედიაში ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი ჭორი გავრცელდა, თუმცა როგორც ჩანს ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება. გამომდინარე იქედან, რომ გონსალო იგუაინი ხვალინდელი მატჩის განაცხადშიც აღარაა, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ არგენტინელი ფორვარდის კარიერა “მილანის” რიგებში დასრულებულია. გონსალო იგუაინი მილანში 2018 წელს გადავიდა და 15 შეხვედრაში 6 გოლის […]