მილანი 3:2 სამპდორია (მიმოხილვა)
ობამეიანგი, იოზილი და სხვები – რა თანხა გაანიავა არსენალმა უფასო ტრანსფერებით?
სულ რამდენიმე ხნის წინ დადასტურდა რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ევროპულ მედიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ცნობა ოფიციალურად კატალონიურმა გრანდმა დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ გაბონელმა თავდამსხმელმა ლონდონის “არსენალი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. არადა, ოთხი წლის წინ აფრიკელი ფეხბურთელი “მეთოფეებს” თავიანთ ისტორიაში სარეკორდო სატრანსფერო თანხის, 65 მილიონი ევროს გადახდის სანაცვლოდ შეუერთდა. ოფიციალურად: ობამეიანგი ბარსელონას […]
აფრიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელი მილანში სამედიცინო შემოწმებას გადის
აფრიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ისმაელ ბენასერი “მილანში” სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა. “ემპოლის” 21 წლის ფეხბურთელი მილანში ლა მადონინას კლინიკაში 22 ივლისს მივიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გადის. სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისმაელ ბენასერი “მილანის” მაისურს მოირგებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბენასერის სანაცვლოდ “როსონერი” 16 მილიონ ევროს იხდის.
იგუაინის მილანური კარიერა დასასრულს მიუახლოვდა
უცხოურ პრესაში გავრცელებული ხმების თანახმად გონსალო იგუაინით ლონდონური კლუბი, კერძოდ “ჩელსია” დაინტერესებული. მედიაში ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი ჭორი გავრცელდა, თუმცა როგორც ჩანს ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება. გამომდინარე იქედან, რომ გონსალო იგუაინი ხვალინდელი მატჩის განაცხადშიც აღარაა, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ არგენტინელი ფორვარდის კარიერა “მილანის” რიგებში დასრულებულია. გონსალო იგუაინი მილანში 2018 წელს გადავიდა და 15 შეხვედრაში 6 გოლის […]
მილანის ყოფილი სპორტული დირექტორი: “იბრაჰიმოვიჩს არ დავიბრუნებდი”
“მილანის” ყოფილი სპორტული დირექტორის, მასიმილიანო მირაბელის განცხადებით, იგი შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის “მილანში” დაბრუნების საკითხს არ ეთანხმება. “ამჟამად “მილანს” ზლატანი აღარ სჭირდება, გუნდს საკმარისი რაოდენობის ფორვარდები ჰყავს”, – აღნიშნა მან. იტალიური მედიის თანახმად, ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანში” დაბრუნებას განიხილავს – მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შვედი ფეხბურთელი “როსონერის” ზამთარში დაუბრუნდება. 37 წლის თავდამსხმელს MLS-ში ჩატარებულ 25 მატჩში […]
სასუოლო 1:2 მილანი (მიმოხილვა)
მილანი 5:1 ბოლონია (მიმოხილვა)
“ხარისხი და არა ფიზ-მომზადება” – ანჩელოტიმ ხამეს როდრიგესი დაიცვა
არასასურველ ფიზიკურ ფორმაში ყოფნის გამო, ბრიტანულ მედიაში ხამეს როდრიგესს კრიტიკოსები არ აკლია, თუმცა კოლუმბიელ ფეხბურთელს საყვარელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გამოექომაგა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი გუნდის გამთამაშებელმა მხოლოდ არსებული სათამაშო ხარისხის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს. “მან უნდა ივარჯიშოს სწორად, ისევე როგორც წინა კვირაში. მან კარგად იცის თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს სასურველი ფორმა. ის ფაქტი, რომ ხამესმა ინგლისის […]
მილანს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდს “მილანს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ჯენარო გატუზოს გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს პოსტი ვაკანტური იყო, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მილანის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით “როსონერის” მარკო ჯამპაოლო გაწვრთნის. ჯამპაოლო გასულ სეზონში “სამპდორიას” წვრთნიდა და მისი გუნდი სერია ა-ს გათამაშებაში 9-ე ადგილზე გავიდა, მანამდე იტალიელი სპეციალისტი მთელ რიგ იტალიურ […]
არშემდგარი ტრანსფერი: იბრაჰიმოვიჩს ლიდსამდე ერთი ნაბიჯი აკლდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წლის დასაწყისში თავის კარიერაში პირველად გადადგა უკან დაბრუნების ნაბიჯი. შვედმა თავდამსხმელმა თავისი მრავალრიცხვოვანი კლუბების არმიიდან “მილანი” არჩია და სერია A-ში გატანა ისევ დაიწყო. შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. ზამთარში, იბრას არაერთი შეთავაზება ჰქონდა. მათ შორის ერთ-ერთი ინგლისიდან იყო, მაგრამ არა პრემიერლიგიდან. ზლატანს ჩემპიონშიფის “ლიდსი” იწვევდა. “ლიდსი” უკვე რამდენი წელიწადია პრემიერლიგაში გადმოსვლის კანდიდატია, წელს კი […]
პრეზიდენტი, მწვრთნელი და ფეხბურთელი – ზლატანის ამბიციური განაცხადი
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სერია ა-ს განახლების შემდეგ, “მილანი” ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ჩემპიონატის განახლების შემდეგ, ჩატარებული 5-მატჩიდან, “როსონერიმ” 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. “რომასა” და “ლაციოს” დამარცხების კვალდაკვალ, “მილანმა” ყველაზე გახმაურებული გამარჯვება “იუვენტუსის” წინააღმდეგ მოიპოვა – დრამატული ქამბექის შედეგად, “მილანმა” “იუვენტუსი” 4:2 დაამარცხა. სერია ა-ს დასრულებამდე 7 ტურით ადრე, “როსონერი” 49 ქულით მე-5 პოზიციაზე […]