გასულ კვირას ლონდონში “ჩელსისა” და “მილანის” დაპირისპირება შედგა, სადაც მასპინძლებმა 3:0 იმარჯვეს. იმ შეხვედრაში გოლის ავტორები ფოფანა, ობამეიანგი და რის ჯეიმსი გახდნენ. დღეს ისინი კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და ამჯერად შეხვედრა “სან სიროზე” გაიმართება. იტალიელები ამ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდებიან, რადგან შიდა ჩემპიონატში პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვეს. მილანელებმა “იუვენტუსი” ფიკაიო ტომორისა და ბრაჰიმ დიასის გოლებით […]