ნიდერლანდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოთა არველაძემ დიდი სამუშაო გასწია იმისათვის, რომ ხვიჩას “აიაქსში” ეთამაშა. თუმცა, მაშინდელი ტექნიკური დირექტორის მარკ ოვერმარსისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო და კვარაცხელია ნეაპოლის გზას დაადგა. ოვერმარსმა გადაწყვიტა არ მოეყვანა კვარაცხელია, რომელიც მაშინ რუსეთში თამაშობდა, რადგან “აიაქსში” ზედმეტი თავდამსხმელები არ სურდა. არველაძე ახლა თვლის, რომ მისი ამსტერდამში მიყვანა ძალიან რთული იქნება, […]