კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სერია ა-ს განახლების შემდეგ, “მილანი” ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ჩემპიონატის განახლების შემდეგ, ჩატარებული 5-მატჩიდან, “როსონერიმ” 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. “რომასა” და “ლაციოს” დამარცხების კვალდაკვალ, “მილანმა” ყველაზე გახმაურებული გამარჯვება “იუვენტუსის” წინააღმდეგ მოიპოვა – დრამატული ქამბექის შედეგად, “მილანმა” “იუვენტუსი” 4:2 დაამარცხა. სერია ა-ს დასრულებამდე 7 ტურით ადრე, “როსონერი” 49 ქულით მე-5 პოზიციაზე […]