ნაპოლი Vs მილანი – სავარაუდო შემადგენლობები Uefa.com-ის ვერსიით
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ,,ნაპოლი” ,,მილანს” უმასპინძლებს. უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ, გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა. დისკვალიფიკაციის გამო, ნეაპოლელებს კიმი და ზამბო ანგისა დააკლდებათ, ტრავმის გამო კი ჯოვანი სიმეონე ვერ ითამაშებს. ,,ნაპოლის” სავარაუდო შემადგენლობა Uefa.com-ის ვერსიით ასე გამოიყურება: მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟესუსი, ოლივერა, ლობოტკა, ელმასი, ზელინსკი, ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია. ,,მილანის” […]
ნაპოლი Vs მილანი | ძირითადი შემადგენლობები
დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ,,ნაპოლი” ,,მილანს” უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 35-ე შეხვედრას ჩაატარებს. ,,ნაპოლის” ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურება: მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟესუსი, მარიო რუი, ნდომბელე, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია. ,,მილანის” ძირითადი შემადგენლობა: მენიო – […]
ნაპოლი Vs. მილანი | ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
დღეს დიდი თამაშია. დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, “ნაპოლისა” და “მილანს” შორის საუკეთესო გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადაინაცვლებს და არსებობს ბევრი მიზეზი იმისა, რომ 23:00 საათზე ფეხბურთის თითოეულმა მოყვარულმა ტელევიზორისა თუ სხვა მოწყობილობების წინ მოიყაროს თავი. ამ თვეში, “ნაპოლი” “მილანს” უკვე მესამედ დაუპირისპირდება. 2 აპრილს, მილანურმა კლუბმა “ნაპოლი” “მარადონაზე” ანგარიშით 0:4 დაამარცხა, 10 დღეში კი […]
ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გუშინდელი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის შემდეგ, ნეაპოლურმა გუნდმა კარლო ანჩელოტი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა. ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ნაპოლის 2018 წელს ჩაუდგა სათავეში, თუმცა მიმდინარე სეზონში სერია A-ში არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა და გუნდის პრეზიდენტთან უთანხმოების გამო, იტალიელ სპეციალისტი გუნდიდან დაითხოვეს სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ნეაპოლურ გრანდს ჯენარო გატუზო გაწვრთნის. “მილანისა” და იტალიის ნაკრების ლეგენდა, “როსონერის” 2017-2019 […]
ნაპოლისთან მატჩში მილანს პიერ კალულუ დააკლდება
მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო, ,,მილანის” მცველი, პიერ კალული 2 აპრილს, ,,ნაპოლისთან” გასამართ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. ინფორმაციას Football Italia ავრცელებს. 22 წლის ფეხბურთელმა ფეხი საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე დაიზიანა. კალულუს კიდევ ერთი გამოკვლევა 10 დღის შემდეგ ჩაუტარდება და არსებობს იმის შანსიც, რომ მცველმა ,,ნაპოლისთან” ჩემპიონთა ლიგის ორივე მატჩიც გამოტოვს. მიმდინარე სეზონში პიერ კალულუს ანგარიშზე ,,მილანის” მაისურით […]
ნეაპოლურ-მილანური მედიის პროგნოზები: კვარა VS ლეაო – ორი საუკეთესო გარემარბის დაპირისპირება
სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, კვლავაც საკლუბო სეზონის დრო დგება, რომელიც დასკვნით ფაზაში შედის და შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი მესამედიც იწყება. აპრილის თვეს საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი “მილანთან” სერია A-ს 28-ე ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრით დაიწყებს. “ნაპოლის” მიერ საშინაო კედლებში ჩასატარებელი შეხვედრის შესახებ როგორც ნეაპოლური, ისე მილანური სპორტული მედია აქტიურად საუბრობს და განსხვავებულ პროგნოზებს გვთავაზობს, […]
ნეაპოლში მყოფი მერაბ დვალიშვილი გულშემატკივრებს შეხვდება
18 აპრილს ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, “დიეგო არმანდო მარადონაზე” “მილანს” დაუპირისპირდება. მატჩზე დასწრებას ტრადიციულად ბევრი ქართველი გულშემატკივარი აპირებს. მათ შორისაა ამერიკიდან სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ჩასული მერაბ დვალიშვილიც. UFC-ს ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში ქალაქის ქუჩებში გადაღებული ფოტოები გაავრცელა. როგორც ჩანს მერაბმა არაერთი მესიჯი მიიღო შეხვედრის თხოვნით, რის შემდეგაც განცხადება გაავრცელა: გამარჯობა […]
ნესტა იუვენტუსში? – პირლოს ყოფილი თანაგუნდელი სურს
Corriere dello Sport ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტურინის “იუვენტუსის” ახალ მთავარ მწვრთნელს, ანდრეა პირლოს, საკუთარ სამწვრთნელო შტაბში, ყოფილი თანაგუნდელის, ალესანდრო ნესტას ხილვა სურს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანამდებობაზე სურს პირლოს, ნესტას დანიშნვა. ნესტა და პირლო 9 წლის განმავლობაში ერთად იცავდნენ “მილანის” ღირსებას და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ტიტული მოიგეს, მათ შორის ორი ჩემპიონთა ლიგა. […]
ნესტა: “მესიმ 10 წუთში მენტალურად გამანადგურა”
ალესანდრო ნესტა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მცველია, თუმცა ლეო მესის წინააღმდეგ თამაში მისთვისაც დიდი პრობლემა იყო. “მილანის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 2011/12 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა გაიხსენა. მაშინ “როსონერი” და “ბარსელონა” ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდა – ჯგუფურ ეტაპსა და შემდგომ მეოთხედფინალში. “მე-10 წუთზე მას ფეხებში ჩავარტყი და ძალაგამოცლილი მოედანზე დავეცი. შემდეგ მან ხელი გამომიწოდა, რათა წამოდგომაში დამხმარებოდა. მიწაზე […]
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაახასიათა
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც “მილანის” გულშემატკივარია, “როსონერის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის და არამხოლოდ, შვედი ფორვარდი ყველასთვის ძალიან მაღალ სტანდარტს წარმოადგენს და იგი მისი დიდი მეგობარია. “მე ყოველთვის “მილანს” ვგულშემატკივრობ დად იმედი მაქვს ისინი შეძლებენ წარმატების მიღწევას ჩემპიონთა ლიგასა და სერია A-ში. ზლატანი ჩემი დიდი მეგობარია. ის საოცარი მეომარი […]
ობამეიანგი, იოზილი და სხვები – რა თანხა გაანიავა არსენალმა უფასო ტრანსფერებით?
სულ რამდენიმე ხნის წინ დადასტურდა რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ევროპულ მედიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ცნობა ოფიციალურად კატალონიურმა გრანდმა დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ გაბონელმა თავდამსხმელმა ლონდონის “არსენალი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. არადა, ოთხი წლის წინ აფრიკელი ფეხბურთელი “მეთოფეებს” თავიანთ ისტორიაში სარეკორდო სატრანსფერო თანხის, 65 მილიონი ევროს გადახდის სანაცვლოდ შეუერთდა. ოფიციალურად: ობამეიანგი ბარსელონას […]
ოლივიე ჟირუ ჩელსის ემშვიდობება – ფრანგი თავდამსხმელი კარიერას იტალიაში გააგრძელებს
დიდი ალბათობით, მალე საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” 34 წლის ფორვარდი სერია A-ში გადაბარგდება და “მილანთან” 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ცნობილია, რომ “როსონერიმ” მოთამაშეს ხელფასის სახით წელიწადში 4 მილიონი ევროს ოდენობის ანაზღაურება შესთავაზა. ახლა მხარეები ლონდონურ კლუბს ელოდებიან, რათა თავდამსხმელი გაათავისუფლოს. ჟირუს ამჟამინდელი კონტრაქტი […]