ბარსელონა რომანიოლით ინტერესდება
იტალიელი ცენტრალური მცველი “მილანის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მისით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის “ბარსელონა” ალესიო რომანიოლით ინტერესდება. “ბლაუგრანას” დაცვაში პრობლემები აქვს, რაც ნათლად ჩანს. სამუელ უმტიტი ტრავმის შემდეგ იდეალურ ფორმას ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა. რაც შეეხება კლემენ ლენგლეს, მისით კიკე სეტიენი უკმაყოფილოა და სათამაშო წუთებს იშვიათად […]
გავიხსენოთ: კალაძე ჩემპიონთა ლიგაზე ვარსკვლავების გვერდით (ვიდეო)
UEFA-ს ოფიციალურმა გვერდმა 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება გაიხსენა. “მილანმა” შინ “იუნაიტედი” მიიღო და “სან სიროზე” მეტოქე 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა კახა კალაძემ, რომელმაც “მილანის” კარის მშრალად შენახვაში წვლილი შეიტანა. ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი და კალაძე ვარსკვლავების გვერდით “მილანი” 3:0 “იუნაიტედი” (მიმოხილვა)
ანდრეი შევჩენკო: კორონავირუსის პანდემია ჩერნობილის ბირთვულ კატასტროფას ჰგავს
უკრაინის ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა – ანდრეი შევჩენკომ, კორონავირუსის პანდემია, 1986 წელს უკრაინაში მომხდარ ჩერნობილის ბირთულ კატასტროფას შეადარა. ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი ბოლო 10 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფება და როგორც იგი ამბობს, თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას მთავრობის მიერ გაცებული რეკომენდაციები, რათა მსოფლიო სავალალო შედეგის წინაშე არ დადგეს. 43 წლის ფორვარდმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: […]
არშემდგარი ტრანსფერი: იბრაჰიმოვიჩს ლიდსამდე ერთი ნაბიჯი აკლდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წლის დასაწყისში თავის კარიერაში პირველად გადადგა უკან დაბრუნების ნაბიჯი. შვედმა თავდამსხმელმა თავისი მრავალრიცხვოვანი კლუბების არმიიდან “მილანი” არჩია და სერია A-ში გატანა ისევ დაიწყო. შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. ზამთარში, იბრას არაერთი შეთავაზება ჰქონდა. მათ შორის ერთ-ერთი ინგლისიდან იყო, მაგრამ არა პრემიერლიგიდან. ზლატანს ჩემპიონშიფის “ლიდსი” იწვევდა. “ლიდსი” უკვე რამდენი წელიწადია პრემიერლიგაში გადმოსვლის კანდიდატია, წელს კი […]
რონალდინიოს დაბადების დღე ციხეში
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რონალდინიომ თავისი მეორმოცე დაბადების დღე ციხეში აღნიშნა. “ბარსელონას”, “მილანის”, “პსჟ-ს” და ბრაზილიის ნაკრების ვეტერან თავდამსხმელს პარაგვაის საპატიმროში განსაკუთრებული ვახშამი მოუწყვეს. რამდენიმე დღის წინ, რონალდინიომ ციხეში გამართული მინი-ფეხბურთის ტურნირი მოიგო და ჯილდოდ 16 კგ ღორი ერგო. რონლადინიო და მისი ძმა რობერტო პარაგვაის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო დააკავეს და თავისუფლების ექვსთვიანი აღკვეთა მიუსაჯეს.
იტალიური მედია: ზლატანი კარიერას ასრულებს
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სეზონის ბოლოს შესაძლოა კარიერა დაასრულოს. ინფორმაციას La gazzetta dello sport-ი ავრცელებს. წყარის ცნობით, კორონავირუსის პანდემიამ 38 წლის შვედის პოზიციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია მალდინისა და ბობანის “მილანის” ხელმძღვანელობიდან შესაძლო წასვლა. ზლატანი იანვარში “როსონერიში” დაბრუნდა და 10 მატჩში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო. ლეგენდარულმა თავდამსხმელმა კარიერის განმავლობაში საკლუბო […]
35 წლის ნესტა მესის წინააღმდეგ (ვიდეო)
ვინ შეცვლის დონარუმას მილანში?
როგორც იტალიური გამოცემები იტყობინებიან, სეზონის ბოლოს ჯანლუიჯი დონარუმა “მილანს” დატოვებს და კარიერას ტურინის “იუვენტუსში”გააგრძელებს. ახალგაზრდა ნიჭიერი მეკარის სავარაუდო შემცვლელები უკვე გამოჩნდნენ. “როსონერიში” დიდი ალბათობით “ტორინოსა” და “ნაპოლის” გოლკიპერებიდან ერთ-ერთი, შესაბამისად, ალექს მერე ან სალვატორე სირიგუ აღმოჩნდება. დონარუმას აგენტ მინო რაიოლას “მილანის” ახალი პროექტისა და წარმატების არ სჯერა და სურს თავისი კლიენტი უკეთეს გუნდში რაც შეიძლება […]
კეისუკე ჰონდა ისტორიაში შევიდა
33 წლის იაპონელი ფეხბურთელი, მრავალი წელია მსოფლიო ფეხბურთში აქტიურად ასპარეზობს. ჰონდას, კარიერის განმავლობაში, არაერთ კლუბში აქვს ნათამაშები. ამჟამად კეისუკე ბრაზილიური კლუბის “ბოტოფაგოს” ღირსებას იცავს. ხსენებული გუნდის რიგებში, ჰონდამ 15 მარტს, “ბანგუს” წინააღმდეგ, მატჩის 29-ე წუთზე პენალტის გატანა მოახერხა. ამ გოლით კი იაპონელი ისტორიაში შევიდა. კეისუკე ჰონდა გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა, მსოფლიოს ხუთ სხვადასხვა […]
პსჟ ზაფხულში დონარუმას შეძენას შეეცდება
ესპანური AS-ის თანახმად, ფრანგული გრანდი, “პარი სენ-ჟერმენი” ახალგაზრდა იტალიელი მეკარით, ჯანლუიჯი დონარუმათი დაინტერესდა. მიმდინარე სეზონში, პარიზელთა კარს “მადრიდის რეალის” ყოფილი მოთამაშე, ჩემპიონთა ლიგის 4-გზის ტრიუმფატორი, კეილორ ნავასი იცავს. “პსჟ-ს” ხელმძღვანელობას, კოსტა-რიკელი მეკარის კრიტიკის საფუძველი ნამდვილად არ აქვს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნავასი უკვე 34 წლისაა და დროთა განმავლობაში, სათამაშო ფორმასაც დაკარგავს. სწორედ ამ მიზეზით, ზაფხულის სატრანსფერო […]
რონალდინიომ ციხის ტურნირი და გოჭი მოიგო
რონალდინიო საყვარელ საქმიანობას პატიმრობაში ყოფნის დროსაც არ ეშვება. “ბარსელონას”, “პსჟ-ს”, “მილანის” და ბრაზილიის ნაკრების ვეტერანმა პარაგვაის ციხეში მინი-ფეხბურთის ტურნირი მოიგო. გადამწყვეტ მატჩში, გაუჩოს გუნდმა მეტოქე 11:2 დაამარცხა, ოქროს ბურთოს მფლობელმა ყველა გოლში მონაწილეობა მიიღო – 5 გოლი, 6 საგოლე გადაცემა. გამარჯვების შემდეგ, რონალდინიოს გუნდმა განსაკუთრებული საჩუქარი გადაეცემა – მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი 16-კილოგრამიან გოჭს მიიღებს […]
სამწუხარო ინფორმაცია – პატრიკ კუტრონეს კორონავირუსი დაუდგინდა
დღეს დილით “მილანის” ყოფილ ფეხბურთელს პატრიკ კუტრონეს კორონავირუსი დაუდგინდა. იტალიელი ამჟამად “ვულვზის” ღირსებას იცავს. ინგლისში კორონავირუსი მძვინვარებს და უკვე არაერთ ფეხბურთელს დაემართა იგივე. იმედი ვიქონიოთ, რომ კუტრონე სულ მალე გამოჯანმრთელდება.