ოფიციალურად დადასტურდა, რომ ,,მილანთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩს ,,ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ ოსიმენი დააკლდება. ხვალინდელ შეხვედრაში, ასევე ტრავმის გამო, ნეაპოლელთა კიდევ ერთი თავდამსხმელი, ჯოვანი სიმეონე ვერ ითამაშებს. რამდენიმე დღის წინ, იტალიურ მედიაში ჯაკომო რასპადორის პრობლემაზეც იწერებოდა, თუმცა 23 წლის იტალიელი განაცხადში მოხვდა. ,,ნაპოლის” განაცხადი ,,მილანთან” მატჩისთვის ასე გამოიყურება: მეკარეები – პიერლუიჯი გოლინი, ჰუბერტ […]