მილანი – ნაპოლი: სავარაუდო შემადგენლობები
12 აპრილს, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” მილანს” დაუპირისპირდება. 22 წლის ქართველი ვარსკვლავის გუნდი აღნიშნულ შეხვედრას საგრძნობი დანაკლისით და გუნდის ორი ნომინალური ცენტრალური თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის და ჯოვანი სიმეონეს გარეშე შეხვდება. ცენტრალური ფორვარდის და მთავარი ვარსკვლავის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე იქნება “მილანიც”, რომელსაც ორმატჩიანი დუელის პირველ ნაწილში შვედი შემტევი ვერ დაეხმარება. […]
სპალეტი: ,,ჩემს ფეხბურთელებს ვიცნობ და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მილანზე უკეთ ითამაშონ”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,მილანთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,ჩემპიონთა ლიგა მშვენიერი ტურნირია და გვინდა, რომ მომენტით დავტკბეთ. იმედი მაქვს, წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თამაშები გველის. ხვალ ,,მილანთან” შეხვედრაში ენთუზიაზმი უნდა გამოვავლინოთ. ეს ჩემპიონების შეჯიბრია, ჩვენ კი ბევრი ჩემპიონი გვყავს. მე ვიცნობ ჩემს გუნდს და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ,,მილანზე” უკეთ ითამაშონ. ოსიმენის არყოფნა? […]
პიოლი: ,,მშვიდად ვართ, რადგან ვიცით რომ ხვალინდელი მატჩისთვის საუკეთესოდ მოვემზადეთ”
,,მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, ,,ნაპოლისთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,მშვიდად ვართ, რადგან ვიცით, რომ ხვალინდელი შეხვედრისთვის საუკეთესოდ მოვემზადეთ, მოსალოდნელ სირთულეებს გაცნობიერებთ. ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონთა ლიგაა და გვსურს, რომ საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. ,,მილანს” ამ ტურნირზე წარმატების ფანტასტიკური ისტორია აქვს. თუმცა, ისიც მართალია, რომ ბოლო წლების განმავლობაში პლეი-ოფში ვერ გავდიოდით. ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე იმაზე მეტი […]
ოსიმენის გარეშე – ნაპოლის განაცხადი მილანთან მატჩისთვის ცნობილია
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ,,მილანთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩს ,,ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ ოსიმენი დააკლდება. ხვალინდელ შეხვედრაში, ასევე ტრავმის გამო, ნეაპოლელთა კიდევ ერთი თავდამსხმელი, ჯოვანი სიმეონე ვერ ითამაშებს. რამდენიმე დღის წინ, იტალიურ მედიაში ჯაკომო რასპადორის პრობლემაზეც იწერებოდა, თუმცა 23 წლის იტალიელი განაცხადში მოხვდა. ,,ნაპოლის” განაცხადი ,,მილანთან” მატჩისთვის ასე გამოიყურება: მეკარეები – პიერლუიჯი გოლინი, ჰუბერტ […]
Football Italia: “ევროპულ სცენაზე თანაბარ თამაშში განსხვავებას კვარასა და ლეაოს დუელი შექმნის”
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური მედია-საშუალება football-italia უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ნაპოლისა” და “მილანს” შორის გასამართი დაპირისპირების წინ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. გამოცემა ამ დუელის მთავარ გმირებად საქართველოს ნაკრების ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას და პორტუგალიელ რაფაელ ლეაოს მოიხსენიებს. “სერია A-ს ორი გუნდი მზადაა ევროპის უმაღლესი საკლუბო შეჯიბრის ნახევარფინალში მოხვედრისთვის, სადაც ისინი “ინტერი”-“ბენფიკას” წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან და ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ ამაღელვებელ გზას […]
ფაბიო კაპელომ მილანი – ნაპოლის მატჩზე პროგნოზი გააკეთა
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და “მილანს” შორის გასამართ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ორივე გუნდისთვის წარმატების მიღწევის შანსები თანაბარია. “ვიქტორ ოსიმენის არყოფნა გუნდებს შორის ბალანსს ასწორებს და მატჩს ყველა შესაძლო შედეგისთვის ღიას ხდის. ეს იგივეა, რაც ლეაოს თამაშის მნიშვნელობა “მილანისთვის”. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი მოთამაშეები არიან. ნიგერიელის […]
აურელიო დე ლაურენტისი: “ვიქტორ ოსიმენი მილანის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს”
“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მილანთან” პირველი შეხვედრის წინ, მთავარ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ ვიქტორ ოსიმენი სათამაშოდ მზად არ არის. იტალიური გამოცემა Repubblica აქვეყნებს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ისკიაში შვებულებაში მყოფინეპოლელთა ხელმძღვანელი რამდენიმე გულშემატკივარს შეხვდა და შემდეგი სიტყვები უთხრა: “სამწუხაროდ, ის სათამაშოდ მზად არ არის – იმედი გვაქვს, რომ მას 18 რიცხვში ჩვენს […]
ოსიმენის გარეშე? – ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა მილანის წინააღმდეგ
საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოუახლოვდა – ნეაპოლელები უეფას ჩემპიონთა ლიგაზე “მილანს” დაუპირისპირდებიან. მიმდინარე სეზონის გადამწყვეტი პერიოდის წინ, “ნაპოლის” გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, ვიქტორ ოსიმენი ტრავმის გამო გამოაკლდა. ბოლო დღეების განმავლობაში, ნიგერიელი თავდამსხმელის გარშემო არაერთი ცნობა ვრცელდება. უშუალოდ კლუბს კი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია ითამაშებს თუ არა 24 წლის ფეხბურთელი “სან […]
პაოლო მალდინი: “ანჩელოტიმ დამირეკა და მითხრა, რომ ფინალში შევხვდებით”
“მილანის” ლეგენდამ და ამჟამად, ტექნიკურმა დირექორმა, პაოლო მალდინიმ საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასამართი შეხვედრების წინ ისაუბრა. მალდინის თქმით, მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი წილისყრის შემდეგ მას დაპირდა, რომ ისინი ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებოდნენ. “საქმე ის არის, რომ კარლო ანჩელოტის, რომელიც ამჟამად „რეალში“ მუშაობს, ისევე, როგორც მე, დაუმთავრებელი საქმეები აქვს […]
ანტონიო კასანო: “მილანთან წაგება ნაპოლისთვის ჩემპიონთა ლიგაზე უპირატესობის ტოლფასია”
მილანის “ინტერის”, “მილანის”, “რომას”, მადრიდის “რეალის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, “მილანთან” იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში (0:4) მარცხი შეაფასა და თქვა, რომ ეს შეიძლება “ნაპოლისთვის” უეფას ჩემპიონთა ლიგაზე უპირატესობის მომტანიც კი აღმოჩნდეს. “ეს წელს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნამდვილი “ნაპოლი” ვერ ვნახე. “მილანი” იდეალური იყო. ისინი პირველები დაეუფლნენ ბურთს და ინიციატივას და და […]
მილანთან მარცხის შემდეგ ნაპოლიმ რეკორდის გამეორების შანსი დაკარგა
იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში, “მილანთან” “ნაპოლის” მარცხის (0:4) შემდეგ, ნეაპოლურმა კლუბმა ტურინის “იუვენტუსის” დამყარებული რეკორდის გაუმჯობესების შანსი დაკარგა. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ “ნაპოლის”, რომელიც იტალიის სერია A-ს უახლოეს კონკურენტ “ლაციოსთან” 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და სკუდეტოს ისტორიაში მესამედ მოგებასთან ძალიან ახლოსაა, “ბიანკონერის” მიერ დამყარებული ქულათა მაქსიმალური რაოდენობის გაუმჯობესების თეორიული შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა. კონკრეტულად, 2013/14 წლების სეზონში […]