რონალდინიოს დაბადების დღე ციხეში
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რონალდინიომ თავისი მეორმოცე დაბადების დღე ციხეში აღნიშნა. “ბარსელონას”, “მილანის”, “პსჟ-ს” და ბრაზილიის ნაკრების ვეტერან თავდამსხმელს პარაგვაის საპატიმროში განსაკუთრებული ვახშამი მოუწყვეს. რამდენიმე დღის წინ, რონალდინიომ ციხეში გამართული მინი-ფეხბურთის ტურნირი მოიგო და ჯილდოდ 16 კგ ღორი ერგო. რონლადინიო და მისი ძმა რობერტო პარაგვაის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო დააკავეს და თავისუფლების ექვსთვიანი აღკვეთა მიუსაჯეს.
ფეხბურთელიც და მფლობელიც – ზლატანი სამშობლოში ბრუნდება
დიდი ალბათობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სულ მალე სამშობლოში დაბრუნდება. შვედ თავდამსხმელს “მილანთან” კონტრაქტი რამდენიმე დღეში უმთავრდება და მის კარიერაში უკვე მერამდენედ თავისუფალი აგენტი ხდება. შვედეთში დაბრუნების შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა ავრცელებს, რომელიც წერს, რომ იბრა მალე “ჰამარბის” ფეხბურთელი გახდება, კლუბისა, რომლის მეწილეც რამდენიმე თვის წინ გახდა. უახლოეს დღეებში, ფეხბურთელი და თავისი აგენტი მინო რაიოლა […]
Sky Sport: იუვენტუსს ანდრეა პირლო ჩაიბარებს
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა რამდენიმე დღეა დაიწყო, შესაძლოა ძალიან მალე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გრანდი ჩაიბაროს. მას მერე, რაც მაურიციო სარი ტურინის “იუვენტუსიდან” დაითხოვეს, იტალიურ მედიაში “ზებრების” ახალი თავკაცის შესახებ უკვე არაერთი ცნობა გავრცელდა. ყველაზე ხშირად, მაურიციო პოჩეტინოს სახელი ჟღერდება, თუმცა ბოლოს, Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანდრეა ანიელი და კლუბის სხვა მმართველები გუნდის […]
იბრაჰიმოვიჩმა კორონავირუსი დაამარცხა
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კორონავირუსი დაამარცხა – აღნიშნულ ინფორმაციას “მილანის” ფეხბურთელი სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს. Sei guarito! Autorità sanitarie avvertite, la quarantena è finita.Puoi uscire! #fuckcovid19 #godiscomingforyou — Zlatan Ibrahimović (@Ibra_official) October 9, 2020 39 წლის შვედ თავდამსხმელს COVID-19 2 კვირის წინ დაუდასტურდა, რის გამოც მას 4 მატჩის გამოტოვება მოუწია. ზლატანის დანაკლისის მიუხედავად, “მილანმა” ყველა თამაში მოიგო […]
მილანი 4:2 სელტიკი (მიმოხილვა)
დიდი ალბათობით, მანჯუკიჩი იტალიაში დაბრუნდება
გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, 34 წლის ვეტერანი ხორვატი ფეხბურთელი მარიო მანჯუკიჩი “მილანს” შეუერთდება. მანჯუკიჩისთვის სერია ა-ში თამაში უცხო არაა, ხორვატი თავდამსხმელი ტურინის “იუვენტუსში” 4 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და 162 ჩატარებულ შეხვედრაში 44 გოლის გატანაც შეძლო. იტალიური მედიის ცნობით მანჯუკიჩსა და “მილანს” შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლა მხოლოდ მცირე დეტალებიღაა დასაზუსტებელი. მოთამაშის აგენტები “მილანის” საბოლოო თანხმობას […]
“ვულოცავთ ჩვენს ქართველ ლეგენდას” – მილანმა კახა კალაძეს დაბადების დღე მიულოცა
საქართველოს ნაკრების ვეტერანი კაპიტანი კახა კალაძე 27 თებერვალს 43 წლის გახდა. “დინამო თბილისის”, კიევის “დინამოს” და “მილანის” ვეტერან მცველს ყოფილმა კლუბებმა დაბადების დღე მიულოცეს, მათ შორის იტალიურმა გრანდმა. “ვულოცავთ ჩვენს ქართველ ლეგენდას. დღეს კახა კალაძე 43 წლის გახდა” – წერს “როსონერის” ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში. View this post on Instagram A post shared […]
,,მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ” – ჩეფერინი გრანდებს აფრთხილებს
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, ევროპის სუპერლიგაში მონაწილე გუნდების შესაძლო სანქციებზე ისაუბრა: ,,ჩვენ ჯერჯერობით იურისტებს დასკვნებს ველოდებით, შემდეგ კი სანქციების შესახებ გამოვაცხადებთ. თუმცა, საკუთარი გადაწყვეტილებების გამო პასუხი ყველას გაეცემა და მათ ეს იციან. ჩემთვის ამ გუნდებს შორის განსხვავებული სიტუაციებია – არსებობს კლუბები, რომლებმაც შეცდომა აღიარეს და თქვეს: ,,ჩვენ ვტოვებთ პროექტს.” სხვებმა იციან, რომ ტურნირი განწირულია, მაგრამ […]
დონარუმა სათადარიგოთა სკამზე | პსჟ-ს მთავარი კიპერი კვლავ ნავასი იქნება
ფრანგული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021/22 წლების სეზონში, ჯიჯი დონარუმა სათადარიგოთა სკამზე იჯდება და პარიზული გრანდის ნომერ პირველი არჩევანი კვლავ კეილორ ნავასი იქნება. “მილანთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ჯიჯი დონარუმა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. არაერთი წყაროს მტკიცებით, იტალიელ კიპერსა და პარიზულ გრანდს შორის შეთანხმება მიღწეულია და ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დონარუმა კონტრაქტს ხელს მოაწერს – […]