“მილანის” ყოფილი სპორტული დირექტორის, მასიმილიანო მირაბელის განცხადებით, იგი შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის “მილანში” დაბრუნების საკითხს არ ეთანხმება. “ამჟამად “მილანს” ზლატანი აღარ სჭირდება, გუნდს საკმარისი რაოდენობის ფორვარდები ჰყავს”, – აღნიშნა მან. იტალიური მედიის თანახმად, ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანში” დაბრუნებას განიხილავს – მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შვედი ფეხბურთელი “როსონერის” ზამთარში დაუბრუნდება. 37 წლის თავდამსხმელს MLS-ში ჩატარებულ 25 მატჩში […]