დღეს, სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,მილანს” უმასპინძლებს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 31-ე შეხვედრას ჩაატარებს. ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, სიმეონე, კვარაცხელია. 27 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 71 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. […]