კესიმ სპალს მეორე გოლი გაუტანა (ვიდეო)
მილანი ბოლო 5 წელში მე-7 მწვრთნელს იცვლის
“მილანმა” ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკო ჯამპაოლო დაითხოვა. შეგახსენებთ, რომ 52 წლის სპეციალისტმა “როსონერიში” ჯენარო გატუზო გასული სეზონის შემდეგ ჩაანაცვლა. “მილანმა” ჯამპაოლოს ხელმძღვანელობით მიმდინარე სერია A-ში 7-დან 3 მოიგო და 4-ჯერ დამარცხდა. იტალიის ჩემპიონატში მილანელები მე-13 ადგილს იკავებენ. საინტერესოა, რომ 2014 წლის შემდეგ “როსონერი” მწვრთნელს უკვე მეშვიდედ შეიცვლის.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანის წინადადებას დათანხმდა
რამდენიმე წუთის წინ, ცნობილმა სპორტულმა გამოცემა Bleacherreport-მა სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა, რომ შვედი ფორვარდი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანის” წინადადებას დათანხმდა და ძალიან მალე უკვე ოფიციალურად მოირგებს იტალიური კლუბის მაისურს. იგი რამდენიმე საათში უკვე ოფიციალურ კონტრაქტს გააფორმებს. Zlatan Ibrahimovic has agreed a deal to return to AC Milan, per @DiMarzio pic.twitter.com/spYjwlQ7Rr — B/R Football (@brfootball) December […]
მილანი 1:1 ვერონა (მიმოხილვა)
იტალიური მედია: ზლატანი კარიერას ასრულებს
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სეზონის ბოლოს შესაძლოა კარიერა დაასრულოს. ინფორმაციას La gazzetta dello sport-ი ავრცელებს. წყარის ცნობით, კორონავირუსის პანდემიამ 38 წლის შვედის პოზიციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია მალდინისა და ბობანის “მილანის” ხელმძღვანელობიდან შესაძლო წასვლა. ზლატანი იანვარში “როსონერიში” დაბრუნდა და 10 მატჩში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო. ლეგენდარულმა თავდამსხმელმა კარიერის განმავლობაში საკლუბო […]
ბონუჩი: რონალდუ ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია
პანდემიის შემდეგ, გუშინ იტალიაში პირველი საფეხბურთო მატჩი გაიმართა. კოპა იტალიის ეგიდით ნახევარფინალში ერთმანეთს “იუვენტუსი” და “მილანი” დაუპირისპირდნენ. ხსენებულ შეხვედრაში პორტუგალიელმა სუპერ ვარსკვლავმაპენალტი ვერ გამოიყენა. ამასთან დაკავშირებით ლეონარდო ბონუჩიმ მცირე კომენტარი გააკეთა: “რონალდუ ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ მას დღეს არ გაუმართლა და დონარუმამ აჯობა. ეს არაფერს ცვლის, კრიშტიანუ საუკეთესოა. ჩვენ დღეს ყველაფრის მიუხედავად, საოცარი რონალდუ და […]
კლარენს ზეედორფმა სიტი-რეალის მატჩზე პროგნოზი გააკეთა
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის წინ, თავისი ყოფილი გუნდის მადრიდის “რეალის” მიერ “მანჩესტერ სიტის” ბარიერის დაძლევის შესაძლებლობაზე ისაუბრა. “ვფიქრობ, ზიდანის დაბრუნებამ გუნდს თავისი ქიმია და დნმ დაუბრუნა. პანდემიით გამოწვეული პაუზის დასრულების შემდეგ, “რეალი” შესანიშნავად გამოიყურებოდა თანაც იმის ფონზე, რომ “ბარსელონას” ჩავარდნა ჰქონდა. როცა გუნდში ისეთი გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელები გყავს, […]
მილანური დერბის წინ როსონერის 3 ვარსკვლავი უბრუნდება
17 ოქტომბერს გასამართი “დერბი დელა მადონინას” წინ “მილანის” ლაზარეთში პოზიტიური სიახლეა. იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მილანურ დერბიში “როსონერის” ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ალესიო რომანიოლი და ანტე რებიჩი დაუბრუნდებიან. წყაროს მტკიცებით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინდივიდუალური ვარჯიშები უკვე განაახლა და კორონავირუსის ტესტზე ნეგატიური პასუხის მიღების შემდეგ, გუნდს შეუერთდება – რაც შეეხება ალესიო რომანიოლის, მან სრული დატვირტვით ვარჯიში დაიწყო.
ჰაკან ჩალჰანოღლუს მორიგი ბრწყინვალე ჯარიმა (ვიდეო)
ჰაკან ჩალჰანოღლუ და ტეო ერნანდესი კოვიდ-19-ით დაინფიცირდნენ
“მილანმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩალჰანოღლუსა და ერნანდესის ტესტმა კოვიდ-19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა. Comunicato Ufficiale: Hakan Çalhanoğlu e Theo Hernández 👉🏻 https://t.co/NmG3ZHkGjj#SempreMilan pic.twitter.com/QOVTL6yQEV — AC Milan (@acmilan) January 17, 2021 კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩალჰანოღლუსა და ერნანდესის მოლეკულური ნაცხის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, გუნდის დანარჩენი წევრების პასუხი უარყოფითია. კლუბმა ამის შესახებ ჯანდაცვის […]
ევროპის ლიგა: ყველა მერვედფინალისტი ცნობილია
24-25 თებერვალს ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა და შემდეგ ეტაპზე გასული გუნდებიც ცნობილი გახდა. 16 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი სამმა ინგლისურმა, ორმა იტალიურმა, ორმა ესპანურმა, ორმა უკრაინულმა და თითო-თითო ნორვეგიულმა, ნიდერლანდურმა, შოტლანდიურმა, შვეიცარიულმა, ხორვატულმა, ბერძნულმა და ჩეხურმა კლუბმა მოიპოვა. ევროპის ლიგის 2020/21 წლების სეზონის მერვედფინალში შემდეგი გუნდები ითამაშებენ: ლონდონის “ტოტენჰემი” ამსტერდამის “აიაქსი” ლონდონის “არსენალი” “მიოლდე“ […]
კალაძე ადასტურებს – გატუზოსა და მალდინის ხვიჩას შესახებ ვესაუბრე
კახა კალაძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე იტალიური გრანდებიდან მეგობრები დაუკავშირდნენ და მისი აზრით დაინტერესდნენ. „ახლა ბევრი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რა სურს ამა თუ იმ კლუბს. მე პირადად მქონდა მალდინისთან („მილანის“ ტექნიკური დირექტორი) საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან („ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი) – „ნაპოლის“ მის ყიდვასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი ჰქონდა. ეს ადამიანები ჩემი მეგობრები არიან და […]