ალენ ჰალილოვიჩმა მორიგი გუნდი შეიცვალა: “მილანის” ყოფილი ნახევარმცველი “ბირმინგემს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ამჯერად, ხორვატი ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონშიპში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ “ბირმინგემის” სათავეში “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, აიტორ კარანკაა, რომელმაც პოსტზე დანიშვნის შემდეგ (31 ივლისი) უკვე მე-12 ტრანსფერი განახორციელა. 24 წლის ჰალილოვიჩი “ბარსელონამ” 2014 წელს “დინამო ზაგრებიდან” შეიძინა. ხორვატ ფეხბურთელს ერთ დროს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, […]