აურელიო დე ლაურენტისი: “ვიქტორ ოსიმენი მილანის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს”
“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “მილანთან” პირველი შეხვედრის წინ, მთავარ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ ვიქტორ ოსიმენი სათამაშოდ მზად არ არის. იტალიური გამოცემა Repubblica აქვეყნებს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ისკიაში შვებულებაში მყოფინეპოლელთა ხელმძღვანელი რამდენიმე გულშემატკივარს შეხვდა და შემდეგი სიტყვები უთხრა: “სამწუხაროდ, ის სათამაშოდ მზად არ არის – იმედი გვაქვს, რომ მას 18 რიცხვში ჩვენს […]
აფრიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელი მილანში სამედიცინო შემოწმებას გადის
აფრიკის თასის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ისმაელ ბენასერი “მილანში” სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა. “ემპოლის” 21 წლის ფეხბურთელი მილანში ლა მადონინას კლინიკაში 22 ივლისს მივიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გადის. სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისმაელ ბენასერი “მილანის” მაისურს მოირგებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბენასერის სანაცვლოდ “როსონერი” 16 მილიონ ევროს იხდის.
ბაკაიოკო შესაძლოა ჩელსის დაუბრუნდეს
“მილანის” ცენტრალური ნახევარმცველი, ტიმუე ბაკაიოკო შესაძლოა კვლავ ლონდონის “ჩელსის” დაუბრუნდეს – საქმე იმაშია, რომ “მილანში” იჯარის წესით განათხოვრებული ბაკაიოკოს სათამაშო ფორმით “როსონერის” მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო უკმაყოფილოა. 2016/2017 წლების სეზონში ბაკაიოკო ძალიან ძლიერი “მონაკოს” წევრი იყო – გუნდმა ლიგა 1-ის მოგება და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში შეძლო და მის ძირითად ბირთვს კილიან მბაპე, ტიმუე ბაკაიოკო, […]
ბაკაიოკო ხელფასს იკლებს – ფრანგს ყოფილ კლუბში დაბრუნება სურს
ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველს ტიმუე ბაკაიოკოს კარიერის იტალიის ჩემპიონატში გაგრძელება სურს. Calciomercato-ს ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფრანგ ფეხბურთელს “მილანში” დაბრუნება სურს, სადაც ის 2018-19 წლებში იჯარის წესით თამაშობდა. როგორც ირკვევა, 25 წლის ფეხბურთელს ყოფილ გუნდში დაბრუნება იმდენად სურს, რომ თანახმაა ხელფასიც კი შეიმციროს. ამჟამად, ბაკაიოკო 6 მილიონ ევროს იღებს, “როსონერიში” კი მას 3-4 მილიონ ს […]
ბაკაიოკომ მილანში დარჩენასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა
“მილანის” ცენტრალური ნახევარმცველი, ტიმუე ბაკაიოკო, რომელიც მილანში იჯარის წესით თამაშობს, გუნდის დატოვებას არ აპირებს. ფრანგი ნახევარმცველის სიტყვებს იტალიური მედიასაშუალება, MilanNews.It ავრცელებს. “უკანასკნელ პერიოდში სათამაშო დრო მეძლევა და აქ თავს კარგად ვგრძნობ. შესაბამისად, კარიერის გაგრძელება “მილანში” მინდა, თუმცა ჩემი მომავალი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული,” განაცხადა ბაკაიოკომ., 2016/2017 წლების სეზონში ბაკაიოკო ძალიან ძლიერი “მონაკოს” წევრი იყო – […]
ბაკაიოკოს გოლი ინტერის კარში (ვიდეო)
ბალოტელიმ სახეზე ანტირასისტული სვირინგი გაიკეთა (ფოტო)
იტალიელმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ სახეზე ახალი სვირინგი გაიკეთა. მან შუბლზე ანტირასისტული პროპაგანდის გამომხატველი ფრაზა – “შავი ძალა” დაიწერა. View this post on Instagram 🦍 ✝️M ✊🏾 🦅 @eros_inkerstattoo A post shared by Mario Balotelli🇮🇹 🇬🇭👨👧👦🦁 (@mb459) on Aug 21, 2020 at 7:30am PDT “ლივერპულის”, “მანჩესტერ სიტის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა წინა სეზონი მშობლიურ […]
ბარსელონა რომანიოლით ინტერესდება
იტალიელი ცენტრალური მცველი “მილანის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მისით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის “ბარსელონა” ალესიო რომანიოლით ინტერესდება. “ბლაუგრანას” დაცვაში პრობლემები აქვს, რაც ნათლად ჩანს. სამუელ უმტიტი ტრავმის შემდეგ იდეალურ ფორმას ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა. რაც შეეხება კლემენ ლენგლეს, მისით კიკე სეტიენი უკმაყოფილოა და სათამაშო წუთებს იშვიათად […]
ბეგოვიჩი შესაძლოა მილანში გადავიდეს
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ასმირ ბეგოვიჩი სულ მალე “მილანში” ვიხილოთ. ამ ყველაფერს წინ უდგას პეპე რეინას საკითხი. დიდი ალბათობით ესპანელი კიპერი რამდენიმე დღეში პრემიერ ლიგაში წავა, კონკრეტულად კი “ასტონ ვილაში.” აქედან გამომდინარე “როსონერის” მე-2 მეკარე აღარ ეყოლება. ბეგოვიჩი კი შესანიშნავი ვარიანტია. იუგოსლავიელი მეკარე ამჟამად იჯარის წესით “ყარაბაღში” ასპარეზობს. ⚠ #UltimOra #Mercato 🔜 […]
ბეგოვიჩმა მილანში სამედიცინო შემოწმება გაიარა
“ბორნმუთის” საკუთრებაში მყოფმა კიპერმა დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა და იჯარის წესით მილანს შეუერთდა. ბეგოვიჩი იტალიურ გუნდში 6 თვეს გაატარებს. პეპე რეინა კი “ასტონ ვილაში” გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.
ბენასერი 6 თვით იუქმებს
“მილანის” ნახევარმცველის ისმაელ ბენასერის ტრავმა ნავარაუდევზე მძიმე აღმოჩნდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ალჟირელი ნახევარმცველი მოედანზე დაბრუნებას მომდევნო 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. მუხლის მძიმე ტრავმის გამო, გადაუდებელი ოპერაცია გახდა საჭირო – სარეაბილიტაციო პროცესი კი 6 თვე გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა და მოედანზე დაბრუნებას მომდევნო სეზონის პირველი 3 თვის განმავლობაშიც […]