NBA-ის პრესეზონის შეხვედრაში ,,მილუოკი ბაქსი” ,,ბრუკლინ ნეთსთან” 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 115:119 დამარცხდა. ,,ბაქსის” შემადგენლობაში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 30 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა – ქართველმა ფორვარდმა 20 ქულა, 11 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სანდრომ 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,ბრუკლინ ნეთსს” კევინ დურანტმა ულიდერა […]