პიანიჩი: ,,კრიშტიანუს გადაწყვეტილება გასაგებია, არაბეთში თამაში არც ისეთი ადვილია, როგორც ხალხს ჰგონია”
ბოსნიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ შარჯას” ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, კრიშტიანუ რონალდუს ,,ალ ნასრში” გადასვლას გამოეხმაურა: ,,რონალდუ ახლა ,,ალ ნასრში” თამაშობს, რომელიც ამბიციური გუნდია. ახლო აღმოსავლეთი მომავალში მსოფლიო ფეხბურთში წამყვან პოზიციას დაიკავებს, ზოგიერთი ლიგა უკვე ბევრ საინტერესო პროექტს გვთავაზობს და კიდევ უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. აქ თამაში არც ისეთი ადვილია, როგორც ხალხს ჰგონია. ასე რომ, კრიშტიანუს გადაწყვეტილება […]
მარსელი პიანიჩის იჯარით დამატებით ინტერესდება
ლიგა 1-ის გასულ სეზონში “მარსელმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, რის შემდეგაც ფრანგულმა კლუბმა შემადგენლობის წამყვანი ნახევარმცველი – ბუბაკარ კამარი დაკარგა. “ოლიმპიკელებს” სურთ, რომ 22 წლის ფეხბურთელის შემცვლელი სწრაფად დაიმატონ, ადგილობრივი პრესის ინფორმაციით კი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი მირალემ პიანიჩია. ბოსნიელ ნახევარმცველს “ბარსელონაში” თავის გამოჩენის ბევრი შანსი არ მისცემია. ამის გამო, გამოცდილი ნახევარმცველი იჯარით […]
მირალემ პიანიჩმა რონალდ კუმანი უპატივცემულობაში დაადანაშაულა
ბოსნიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, რომელიც ახლახან ,,ბარსელონადან” ,,ბეშიქთაშში” გადავიდა, კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი გააკრიტიკა: ,,კუმანი ჩემ მიმართ უპატივცემულობას გამოხატავდა. ის არასდროს არ მელაპარაკებოდა. მზად ვარ, მწვრთნელის ნებისმიერი გადაწყვეტილება მივიღო, მაგრამ, მინდა, რომ ყველაფერი ამიხსნან და 15 წლის ბავშვივით არ მომექცნენ. ხელფასის შემცირებას დავთანხმდი და ,,ბეშიქთაშში” გადავედი, რადგან ფეხბურთის თამაში მიყვარს,” – […]
პიანიჩი: ,,ბარსელონაში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მოვედი”
კატალონიის ,,ბარსელონას” ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, განაცხადა, რომ მისი მიზანი ,,ბლაუგრანასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა: ,,ბარსელონასთან კონტრაქტი იმიტომ არ გამიფორმებია, რომ გუნდიდან მომავალ წელს წავსულიყავი. ხელშეკრულება იმიტომ გავაფორმე, რომ ამ გუნდის ისტორიაში მსურს შესვლა. ,,ბარსელონაში” საკუთარი თამაშისა და გამოცდილების წყალობით მოვხვდი. მითხრეს, რომ ჩემი ხასიათი და გამოცდილება ,,ლა მასიას” ახალგაზრდა ფეხბურთელების გაზრდაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამ […]
TOP 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ევრო 2020-ის მიღმა
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა. ცნობილია იმ 24 ქვეყნის ვინაობა, რომელიც ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს. ევრო 2020-ის მიღმა არაერთი ძალიან საინტერესო ფეხბურთელი დარჩა. წარმოგიდგენთ იმ ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეებს, რომლებიც საფეხბურთო ფორუმზე მომავალ წელს ვერ იასპარეზებენ. 10. ლუკა იოვიჩი (სერბეთი & რეალ მადრიდი) ფასი: €25მ 9. მარაშ კუმბულა (ალბანეთი & რომა) ფასი: €25მ 8. ნიკოლა მილენკოვიჩი (სერბეთი […]
პიანიჩი: “აქამდე გასახდელში უცხოპლანეტელთან ერთად არ ვყოფილვარ”
“ბარსელონამ” გუნდის ახალწვეული, მირალემ პიანიჩი კამპ ნოუზე წარადგინა. ბოსნიელის შესაძენად კატალონიელებმა 60 მილიონი ევრო გადაიხადეს და მას 8-ნომრიანი მაისური გადასცეს. ცარიელ კამპ ნოუზე პრეზენტაციის შემდეგ, ბოსნიელმა მედიის კითხვებს უპასუხა. “ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივია, “ბარსელონაში” თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ეს დიდი ისტორიის მატარებელი გუნდია, სადაც უდიდესი ფეხბურთელები თამაშობდნენ – ეს კი მე ძალიან დიდ გამოცდილებას შემძენს” […]
ბარსელონამ პიანიჩი ფაქტობრივად გაინაღდა
სატრანსფერო პერიოდის გახსნის თარიღი კვლავ ბურუსით მოცული საკითხია, თუმცა შემადგენლობის გაძლიერების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურდებიან. მსოფლიო სპორტული პრესის ყურადღების ცენტრში კატალონიური კლუბის ახალი სატრანსფერო შეთანხმება მოექცა. “ბარსელონას” შემადგენლობას მირალემ პიანიჩი გააძლიერებს. ბოსნიელი ფეხბურთელის მომავალს არაერთ კლუბს უკავშირებდნენ, თუმცა როგორც საბოლოოდ გამოირკვა, ის ესპანურ გრანდში ითამაშებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ყველანაირი სატრანსფერო დეტალი შეთანხმებულია. LATEST […]
არტურმა ბარსელონას დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
ტურინის “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის პირალემ პიანიჩის ტრანსფერის თაობაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. “ბიანკონერის” ვარსკვლავის გასაფორმებლად, კატალონიური გრანდის წარმომადგენლები მზად იყვნენ, ტრანსფერში არტური ჩაერთოთ. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, არტურმა “ბლაუგრანას” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო – რაც იმას ნიშნავს, რომ პიანიჩის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია საშუალებები ავრცელებენ. ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, არტურის თანხმობის შემდეგ, “იუვენტუსი” […]
სარი არ ნებდება – იუვენტუსის 3 ვარსკვლავი ჟორჟინიოს სანაცვლოდ
მაურისიო სარის რჩეული ფეხბურთელის სანაცვლოდ, “იუვენტუსი” შესაძლოა სამ ვარსკვლავს შეელიოს. გავრცელებული ინფორმაციით, “ბიანკონერის” მთავარ მწვრთნელს ჟორჟინიოს ტრანსფერი სურს, რომლის გასაფორმებლად მზადაა დუგლას კოშტა, ადრიენ რაბიო და ფედერიკო ბერნანდესკი დათმოს. “ნაპოლის” მაისურით ასპარეზობის დროს, ჟორჟინიოს მაურისიო სარი წვრთნიდა. იტალიელმა სპეციალისტმა ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი სწორედ ჟორჟინიო შეიძინა. სარის რჩეული ფეხბურთელის ხილვა […]
პიანიჩი ბარსელონას კიდევ უფრო მიუახლოვდა
ბოლო პერიოდის განმავლობაში უცხოურ პრესაში საკმაოდ აქტიურად იწერება ცნობები იმის შესახებ, რომ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი მირალემ პიანიჩი ესპანურ გრანდში გადაბარგებას აპირებს. “ბარსელონასა” და პიანიჩს შორის მოლაპარაკებების დაწყება არაერთმა მედიაგამოცემამ დაადასტურა, თუმცა სულ რამდენიმე წუთის წინ ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრანსფერმა კიდევ ერთი საფეხურით წინ წაიწია და სულ უფრო რეალური ხდება, რაც გუნდების მესვეურებისა და ფეხბურთელისა […]
იტალიური და ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მირალემ პიანიჩი “იუვენტუსს” “ბარსელონას” სანაცვლოდ ტოვებს. წყაროს მტკიცებით, პიანიჩსა და კატალონიურ გრანდს შორის პრაქტიკულად ყველა დეტალი მოგვარებულია და ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდება. Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, “ბლაუგრანა” მზადაა პიანიჩის ტრანსფერში ართური ჩართოს და იგი ტურინში გაუშვას, თუმცა ცნობილია, რომ ბრაზილიელს გუნდის დატოვება არ სურს. შესაბამისად, შესაძლოა კატალონიელებმა მოლაპარაკებაში […]
როგორი იქნებოდა გაერთიანებული იუგოსლავიის ნაკრები დღეს ?!
1991-99 წლებში იუგოსლავია შინა ომების შედეგად რამდენიმე სახელმწიფოდ დაიშალა. ხორვატია, სერბეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, სლოვენია, მაკედონია და მონტენეგრო. ეს იმ სახელმწიფოების ჩამონათვალია, რომელიც ერთ დროს ერთიან იუგოსლავიას წარმოადგენდა. თანამედროვე ფეხბურთში ექვსივე სახელმწიფო საკუთარ ნაკრებს წარმოადგენს. რამდენიმე მათგანს კი ძალიან ძლიერი ნაკრებიც კი ჰყავს. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ საუკეთესო თერთმეტეულს ხსენებული სახელმწიფოებიდან. მეკარე – იან ობლაკი (სლოვენია) მადრიდის “ატლეტიკოს” […]