ალვარო მორატა: “ბედნიერი ვარ, რომ იუვენტუსის მაისურით ვთამაშობ”
ტურინის “იუვენტუსში დაბრუნებულმა” თავდამსხმელმა ალვარო მორატამ, კიევის “დინამოს” წინააღმდეგ დუბლის შესრულების შემდეგ, საკუთარ თამაშზე კომენტარი გააკეთა. “ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაში “იუვენტუსის” მაისურით ვთამაშობ. კარგად მახსოვს 2015 წელს ჩატარებულ ტურნირში ჩვენი გუნდის ბოლო მატჩი “ბარსელონასთან” ფინალში და ეს მოგონებები არც ისე სასიამოვნოა. თუმცა, ახალი სეზონის დაწყებისთანავე, ჩნდება ახალი შესაძლებლობა ბოლომდე გასასვლელად და ჩვენ კიდევ ერთხელ […]
ანდრეა პირლო: “მან ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ფუნდამენტური როლი ითამაშა, მასწავლა, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი”
ტურინის “იუვენტუსის” თავკაცმა ანდრეა პირლომ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული დებიუტის შემდეგ, კომენტარი გააკეთა. “ახლა კარგი მატჩის ჩატარება მნიშვნელოვანი იყო. პირველ ტაიმში შეგვეძლო, რომ მომენტები უკეთესად გამოგვეყენებინა, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში გატანილი გოლით დიდი საქმე გავაკეთეთ. ამის შემდეგ ჩვენ ბევრად უკეთესად გავაკონტროლეთ მატჩის მიმდინარეობა. ზოგადად, კმაყოფილი ვარ თამაშით, გუნდის თავდადებით, მოქმედებების პროდუქტიულობით. განსაკუთრებით შაბათს, კროტონეში […]
დინამო კიევის მწვრთნელმა მესის მაისური სთხოვა
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში “ბარსელონამ” “დინამო კიევს” უმასპინძლა. შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. დაპირისპირების შემდეგ უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ მესის საკუთარი მაისური სთხოვა. კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, არგენტინელი 75 წლის რუმინელ სპეციალისტს საჩუქრის გადაცემას გასახდელში დაპირდა. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” “დინამო კიევი” მესისა და პიკეს გოლებით დაამარცხა.
ლუჩესკუ: “ბარსელონა იმ დონეზე არ არის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს”
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, “ბარსელონამ” “დინამო კიევი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. კატალონიელებს 3 მატჩში 9 ქულა აქვთ მოგროვებული, თუმცა “დინამო კიევის” მთავარი მწვრთნელის, მირჩა ლუჩესკუს მოსაზრებით, “ბლაუგრანა” მიმდინარე სეზონში არ არის იმ დონზე, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლოს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ “დინამო კიევი” ბარსელონაში 13 ფეხბურთელის გარეშე ჩავიდა – 9 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. იქედან გამომდინარე, რომ […]
ლუჩესკუმ დანიშვნიდან 4 დღეში დინამო კიევი დატოვა
მირჩა ლუჩესკუს კარიერა “დინამო კიევში” მხოლოდ 4 დღიანი გამოდგა. რუმინელმა სპეციალისტმა უკრაინული გუნდი დანიშვნიდან რამდენიმე დღეში დატოვა. ლუჩესკუსა და “დინამო კიევს” შორის კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი გულშემატკივარი გახდა. როგორც მოგეხსენებათ, 74 წლის რუმინელი მრავალი წლის განმავლობაში კიეველთა მოსისხლე მტრის, დონეცკის “შახტარის” მთავარი მწვრთნელი იყო. “დინამო კიევის” ფანები ბოიკოტსა და აქციებს აანონსებდნენ. საბოლოოდ, ქომაგებსა და კლუბის მფლობელ […]
მირჩა ლუჩესკუ: “კიევს არ დავტოვებ, არაფრის მეშინია”
კიევის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და ამ ყველაფრის საფეხბურთო ასპექტებზეც გააკეთა კომენტარი. “უკრაინაში ყველა სპორტული ღონისძება 30 დღის განმავლობაში შეჩერებულია. თუმცა, მე კიევიდან წასვლას არ ვაპირებ და რუმინეთში არ დავბრუნდები. არაფრის არ მეშინია”, – თქვა 76 წლის რუმინელმა სპეციალისტმა. უკრაინის ჩემპიონატის უახლოესი ორი ტურის შეხვედრები გადადებულია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით […]
მირჩა ლუჩესკუმ იუპ ჰაინკესის რეკორდი დაამხო
კიევის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უხუცესი მწვრთნელი გახდა. უკრაინულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძის “გენტს” – 3:0 აჯობა და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ეს 2016/17 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა. ივნისში ლუჩესკუს 75 წელი შეუსრულდა და ის ყველაზე მხცოვანი სპეციალისტი იქნება, რომელიც გუნდს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის […]
მირჩა ლუჩესკუმ იუპ ჰაინკესს აჯობა და ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში კიევის “დინამო” შინ, ტურინის “იუვენტუსთან” – 1:2 დამარცხდა. აღნიშნულ მატჩში რეკორდი დაამყარა გამოცდილმა რუმინელმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ. უკრაინელთა თავკაცი ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი გახდა. 75 წლის და 84 დღის სპეციალისტმა მადრიდის “რეალის”, მიუნხენის “ბაიერნის”, “შალკეს”, მიუნხენგლადბახის “ბორუსიას”, ბილბაოს “ატლეტიკის” და ლევერკუზენის “ბაიერის” ვეტერანი დამრიგებლის იუპ ჰაინკესის რეკორდი […]
მირჩა ლუჩესკუს რჩევა ლიონელ მესის
კიევის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ გამოთქვა აზრი, რომ “ბარსელონას” წარუმატებლობებში ყოველთვის გუნდის კაპიტანს, ლიონელ მესის ადანაშაულებენ. “მესი ცოტას საუბრობს, ის საკმაოდ თავმდაბალი ბიჭია. სწორედ აქედან იწყება პრობლემები. მესის წარუმატებლობებში ადანაშაულებენ, ისინი მას კისერზე აწვებიან. ვფიქრობ, მისი წასვლის დრო მოვიდა. არ ვფიქრობ, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ანადგურებს მწვრთნელებს “ბარსელონაში”. საკმარისია, მას ერთხელ შეხედოთ, რომ მიხვდებით […]
მირჩა ლუჩესკუს ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაცია ემუქრება
კიევის “დინამოს” მთავარ მწვრთნელს, მირჩა ლუჩესკუს, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს, რა მის განცხადებას უკავშირება, რომელიც რუმინელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში “ბარსელონასთან” (1: 2) წაგების შემდეგ გააკეთა. უკრაინელთა გამოცდილმა თავკაცმა მისი გუნდის კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე ისაუბრა და თქვა, რომ ის რადიკალურად წინააღმდეგია VAR სისტემის, რომლის გარეშეც, მისი აზრით, ფეხბურთი ბევრად უფრო სანახაობრივი იყო. […]